საქართველოს ნაკრების თავკაცი მოლდოვასთან ამხანაგური თამაშით კმაყოფილი დარჩა
საქართველო-მოლდოვას ამხანაგური მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველი სტუმართა მთავარი მწვრთნელი გავრილ ბალინტი გამოცხადდა, რომელიც ლაკონიური კომენტარით შემოიფარგლა.

"საქართველოს ნაკრებმა დღეს ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. მატჩის შედეგი კანონზომიერია, თუმცა მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ასეა თუ ისე, ამ შეხვედრამ თავისი ფუნქცია შეასრულა, რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოვცადე", - განაცხადა ბალინტმა, რომელმაც გუშინ მოლდოვის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე, შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას კომენტარი უფრო ვრცელი იყო.

- კარგი და სასარგებლო თამაში გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ არაოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ, ინიციატივა ჩვენს მხარეს იყო. საერთო ჯამში, ბიჭებით კმაყოფილი ვარ. შეგვეძლო უფრო სოლიდური ანგარიშით გამარჯვებაც, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

კარგია, რომ ამ წელიწადს, რომელიც გამარჯვებით დავიწყეთ, გამარჯვებითვე ვასრულებთ. იმედია, მალე საქართველოს ნაკრებს წარმატებული პერიოდი დაეწყება.

მომავალ შესარჩევ ტურნირამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. იმედია, სასარგებლო ამხანაგურ მატჩებსაც ჩავატარებთ და ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან. დღეს კი რამდენიმე ახალმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

- დღევანდელი მატჩიდან რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევთ?

- სანდრო კობახიძე საუკეთესო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, კარგად დაწყებული საქმე ცუდად დაასრულა და მეტოქის პროვოკაციას წამოეგო.

პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასეთი არასერიოზულობა არ შეიძლება.

ამავეს ვიტყოდი შოთა გრიგალაშვილზე. პენალტი მას საერთოდ არ უნდა დაერტყა, მაგრამ რადგან დაარტყა, ეს საქმე ასე უპასუხისმგებლოდ არ უნდა გაეკეთებინა.

ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გამარჯვებას მივულოცავ. სამწუხაროდ, მორიგი მარცხი განიცადა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც ცუდ შედეგთან ერთად ცუდი თამაშიც აჩვენა. ყველა უნდა დავსხდეთ და დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად გზები უნდა ვეძებოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
ახლა თარგამაზე გადავიდეს "პორტუში", მერე რას იტყვით? კიდევ არ გვეყოლება მაღალი კლასის ფეხბურთელები?
Koba
Geo ძალიან ჭკვიანი ბრძანდება,ისე ვიზის მიცემის დროს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობას რომ ანიჭებენ მნიშვნელობას მაგაზე გსმენია რამე? :D
Geo
gela არა, რეაბილიტაციის საშუალება მისცა ლატვიასთან მატჩის მერე. P.S. რა ჭკვიანი ბრძანდებით ისე...:D
gela
რაო ქეცბო ლორია გვყავს გასაყიდიო?
ქომაგთალიგა
ყოჩები - ლელო 3:7 http *****
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა