საჩოგბურთო სეზონი თითქმის დასრულდა, ამიტომ სულ უფრო ცოტა ჩვენებური შემორჩა კორტებს
საჩოგბურთო სეზონი თითქმის დასრულდა, ამიტომ სულ უფრო ცოტა ჩვენებური შემორჩა კორტებს. ერთ-ერთი გამონაკლისი 19 წლის ეკა გორგოძეა (403), რომელიც ანთალიის საერთაშორისო ტურნირში (10 000 $) მე-3 ნომრად იყო განთესილი.

ეკამ პირველივე წრეში უნგრელ სილა ბორშანისთან წააგო - 5:7, 6:7 (1). წყვილებში ის რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკა წიკლაურთან ერთად გამოდიოდა. გორგოძემ და წიკლაურმა პირველ წრეში რუსები (ჩუბაროვა, სემიონოვა) კი დაამარცხეს - 7:5, 7:5, მაგრამ მეორეში პირველ ნომრად განთესილ რუმინელებთან (ანდრეი, პლატონი) წააგეს - 1:6, 6:1, 8:10.

იქვე, ვაჟთა ტურნირში (10 000 $) გიორგი რევაზიშვილი, დავით ხუბუა და ალექსანდრე მეტრეველი (1866) საკვალიფიკაციო ბადეში გამოდიოდნენ.

პირველ წრეში რევაზიშვილმა გერმანელ ნიკოლას ერნსტს მოუგო - 6:7 (4), 6:3, 6:3. ხოლო მეტრეველმა ხუბუა დაამარცხა - 6:2, 6:1. მეორე წრეში 29 წლის რევაზიშვილი ბელგიელ იორის დე ლოორთან დამარცხდა - 2:6, 5:7, ხოლო მეტრეველმა იტალიელი სალვატორე გატუზო ჩამოიცილა გზიდან - 7:5, 6:1. მან ძირითადი ბადის საგზურიც მოიპოვა - მე-7 ნომრად განთესილი გერმანელი გეორგ ფონ მასოვი დაამარცხა - 6:4, 6:2.

ძირითად ბადეში 18 წლის მეტრეველმა "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი სარპ ლალელი დაამარცხა - 6:1, 6:2. მერვედფინალში ქართველის მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი იტალიელი რიკარდო ბელოტი (447) იყო. ჩვენებურმა ორ სეტში წააგო - 3:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა