ინგლისელებმა დაგვანახეს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი გუნდი
ამხანაგური მატჩი

ინგლისი-ესპანეთი 1:0

ინგლისი (4-3-3): ჰარტი - გ. ჯონსონი, ლესკოტი, ჯეგიელკა, ე. კოული - ჯონსი (57. როდველი), პარკერი (85. უოლკერი), ლამპარდი (57. ბერი) - უოლკოტი (46. დაუნინგი), ბენტი (64. უელბეკი), მილნერი (76. ა. ჯონსონი).

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი (46. რეინა) - არბელოა, რამოსი (74. პუიოლი), პიკე, ალბა - ჩავი (46. ფაბრეგასი), ბუსკეტსი (64. ტორესი), ჩაბი ალონსო - ინიესტა (74. კასორლა), სილვა (46. მატა), ვილია.

გოლი: 1:0 ლამპარდი (49)

გაფრთხილება: მილნერი - რამოსი, ფაბრეგასი

კუთხური: 1-6; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 3-21 (2-2); ბურთის ფლობა: 29%-71%.

მაყურებელი: 87 189

ფაბიო კაპელომ და ინგლისის ნაკრებმა ნათლად დაგვანახეს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი, ჩვენი მომავალი მეტოქე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სულაც არ არის დაუმარცხებელი გუნდი.

იმისდა მიუხედავად, რომ სტუმრებმა კარისკენ 21-ჯერ დაარტყეს, მასპინძლებმა კი მხოლოდ 3-ჯერ (აქედან გოლის ეპიზოდში 2-ჯერ), "ლა როხამ" ბურთი დროის 71% შეინარჩუნა, გამარჯვება "სამ ლომს" დარჩა - ფრენკ ლამპარდმა 49-ე წუთზე ცოტა უშნო, მაგრამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა პეპე რეინას კარში.

შესაძლოა, უპირატესობა სულ ესპანელებისა იყო, მაგრამ კაპელოს გუნდმა კარგად დაიცვა თავი. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მასპინძლები, მეტოქისგან განსხვავებით, უძლიერესი შემადგენლობით არ თამაშობდნენ. განსაკუთრებით კი შუახაზში სკოტ პარკერის, დაცვის ცენტრში კი ჯოლეონ ლესკოტის გარჯას გამოვყოფთ. ესპანელებმა კი ვერაფრით გაასწორეს სამიზნე, მხოლოდ დავიდ ვილიამ 7-ჯერ დაარტყა ჯო ჰარტის კარისკენ და ყველა ააცილა (ერთხელ კი ხარიხას გაარტყა, მაგრამ სტატისტიკის ენაზე ეს აცილებაა). კარში სტუმართა 21 დარტყმიდან მხოლოდ 2 წავიდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან სამი წუთი იყო გასული, როცა ინგლისელებმა მარცხენა ფრთიდან ჩამოაწოდეს, ყველას თავით დარენ ბენტმა დაასწრო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. სიტუაციაში უმალ გაერკვა ჯონ ტერის არყოფნაში კაპიტნად დანიშნული ფრენკ ლამპარდი და ახლო მანძილიდან თავით ცარიელი კარი დალაშქრა. ეს ალბათ ლამპარდის კარიერაში ყველაზე იოლი გოლია, არადა, მან თავი გადაჭედილ "უემბლიზე", მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გამოიჩინა. "სამმა ლომმა" "ლა როხას" "უემბლიზე" 1968 წლის მერე პირველად მოუგო.

თამაში დაიწყო და ვისენტე დელ ბოსკემ 5 ბარსელონელი გამოიყვანა, იმათთაგან, რომელთაც მაისში ამავე სტადიონზე შესანიშნავი გაკვეთილი ჩაუტარეს "მანჩესტერ იუნაიტედს". იგივე "ტიკი-ტაკა" ერთი განსხვავებით - მათ (ბუნებრივია) აკლდათ მთავარი მოქმედი პირი, ლეო მესი. შედეგად, ინგლისელებს ბურთი სანატრელი გაუხდათ, ერთადერთი არ დაბნეულა სკოტ პარკერი, რომელიც ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებოდა. კარში პირველი მაინც მასპინძლებმა დაარტყეს, მაგრამ ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენ იკერ კასილიასს სულ არ გასჭირვებია ლამპარდის დარტყმულის აღება.

ესპანეთმა კი შეუტია, მაგრამ ჰარტს საქმე არ მომატებია, თუ არ ჩავთვლით მისი თანაკლუბელი დავიდ სილვას დარტყმულს, ისიც მახვილი კუთხიდან, მეკარეს საქმე არ ჰქონია, ისევე როგორც წინ წაწეულ ფორვარდ ბენტს.

ერთადერთი გოლი ალვარო არბელოას შეცდომას მოჰყვა, რომელმაც ინგლისელებს ჯარიმის დარტყმის საშუალება მისცა, ჯეიმს მილნერმა ჩააწოდა და მერე რაც მოხდა, უკვე მოვყევით. ეს ლამპარდის 23-ე გოლია ეროვნული ნაკრების მაისურით. ამის მერე იყო ვილიას აცილებები, მისი სახიფათო გასროლა, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა და ბოლოს, სესკ ფაბრეგასის მომენტი, როცა ყოფილმა არსენალელმა 8 მეტრიდან ააცილა კარს.

ფრენკ ლამპარდი: "ყველას გვიხარია, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - უნდა გვახსოვდეს, რომ უპირატესობა სულ მეტოქეს ჰქონდა. ჯერ ის გუნდი არ ვართ თავი მოვიწონოთ, თუმცა ესპანეთის დარი ნაკრებების დამარცხება სწორედაც, რომ საამაყოა. მინდა აღვნიშნო დაცვის ხაზი და სკოტ პარკერი, სკოტი უბრალოდ ფანტასტიკურად თამაშობდა. რომ არა ეს ხუთეული, ესპანეთი თავიანთ თამაშს ჩვენივე საჯარიმოში მოგვახვევდა. ეჭვიც არაა, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა".

ვისენტე დელ ბოსკე: "ჩემმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა სწორად. კარგად ვითამაშეთ, ბევრი შანსიც შევქმენით, მაგრამ ვერაფრით გავიტანეთ. ინგლისელებმა კი კარგად გამოიყენეს ერთადერთი შანსი. რაც მთავარია, ჩვენ არ ვუღალატეთ საკუთარ თამაშის სტილს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა