პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერის გამარჯვება მის კარიერაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი იყო
პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერის გამარჯვება ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი იყო მის კარიერაში. არგენტინელი ხუან მონაკოს დამარცხებით (6:3, 7:5) როჯერს 800 მოგება დაუგროვდა პროფესიულ ტურში.

ამით ის გახდა მეშვიდე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მასზე წინ შემდეგი მოთამაშეები არიან:

ჯიმი კონორსი (აშშ) 1242

ივან ლენდლი (ჩეხ) 1071

გილერმო ვილასი (არგ) 923

ჯონ მაკინროი (აშშ) 875

ანდრე აგასი (აშშ) 870

სტეფან ედბერგი (შვედ) 806

პარიზის მასტერსი ფედერერისთვის ორმაგად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ის აქ კარიერაში პირველად გავიდა ფინალში. ამისთვის მას დიდი ჯაფა არ დადგომია - ჩეხ ტომაშ ბერდიხთან მატჩში მან ორივე სეტის სტატზე აიღო ბრეიკი და თავად ერთი გეიმიც არ დაუთმო საკუთარ მოწოდებაზე მეტოქეს.

გაცილებით საინტერესო იყო მეორე ნახევარფინალი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ჯონ ისნერს შორის. ამერიკელმა პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორეში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ ისნერმა ჩააგდო "საჩოგბურთო ლატარია" - 1:7. თუმცა ჯონი მაინც ახლოს იყო გამარჯვებასთან - 6:5-ზე მიღებისას მან სამი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიჩენა, ტაი-ბრეიკზე კი ისევ უფრო უკეთ ფრანგმა ითამაშა, მეტოქისგან განსხვავებით პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და ფინალში გავიდა.

ასე რომ, პარიზის მასტერსის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ფრანგი ჩოგბურთელი. 2008 წელს ცონგამ სამ სეტში მოუგო დავიდ ნალბანდიანს, მომდევნო ორ ფინალში კი გაელ მონფილსი დამარცხდა - ჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩთან, შემდეგ რობინ სიოდერლინგთან.

BNP Paribas Masters

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 992 648 დოლარი

1/4 ფინალი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) ჯოკოვიჩის უარი; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ენდი მიურეი (ბრიტ, 2) 4:6, 7:6(5), 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ხუან მონაკო (არგ) 6:3, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:3, 3:6, 6:3.

1/2 ფინალი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ჯონ ისნერი (აშშ) 3:6, 7:6(1), 7:6(3); როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა