ლეგენდარული ფრანგი რალისტი სებასტიან ლოები მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი გახდა
ლეგენდარული ფრანგი რალისტი სებასტიან ლოები მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი გახდა.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გენერალურ კლასიფიკაციაში ფრანგის ერთადერთი კონკურენტი, ფინელი მიკო ჰირვონენი ბრიტანეთის რალის დისტანციას ჩამოშორდა.

ჰირვონენი ლიდერობდა საერთო ჩათვლაში მეშვიდე სპეცმონაკვეთის წინ, მაგრამ მექანიკური პრობლემების გამო ძალიან ბევრი დრო დაკარგა და მე-13 ადგილამდე ჩამოქვეითდა. საბოლოოდ, ფინელმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო, რითაც ლოები ავტომატურად გახდა მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი.

"საკმაოდ უცნაური შეგრძნება მაქვს, რადგან ჩემპიონი გავხდი, რბოლა კი გრძელდება, - განაცხადა შაბათს ლოებმა. - მაგრამ გავაგრძელებ გამოსვლას მაყურებლებისთვის, რადგან აქ ბევრი მხარდამჭერი მყავს. მთელი სეზონის განმავლობაში მჯეროდა, რომ შევძლებდი ტიტულის მოპოვებას".

მერვე ტიტულის მოპოვებით ლოებმა კიდევ ერთხელ გადაწერა ისტორია. ამდენჯერ ამ სარბოლო სერიაში არავის გაუმარჯვია. უფრო მეტიც, ტიტულების რაოდენობით ფრანგის უახლოეს მდევრებს - ფინელებს იუჰა კანკუნენსა და ტომი მიაკინენს ოთხ-ოთხი გამარჯვება აქვთ კარიერაში.

გაისად ლოებს შეეძლება საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება. წლის დასაწყისში სებასტიანი აცხადებდა, რომ 2011 წლის სეზონი ბოლო იქნებოდა მის კარიერაში, მაგრამ ზაფხულში ფრანგმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ისევ გაახარებს თავის გულშემატკივრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...