ლას ვეგასში გამართულ "წლის ბრძოლაში" ფილიპინელმა მენი პაკიაომ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი დაამარცხა
გუშინ, ლას ვეგასში გამართულ "წლის ბრძოლაში" ფილიპინელმა მენი პაკიაომ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი და შეინარჩუნა ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

აზიელი ბრძოლის წინ ულაპარაკო ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ რინგზე არაფრით სჯობდა ნაკლებად რეკლამირებულ მეტოქეს.

ბრძოლა ნელ ტემპში დაიწყო. პაკიაო, რომლის ყოველ მოძრაობაში დამაჯერებლობა იგრძნობდა, მაშინვე დაეუფლა ინიციატივას, მაგრამ მარკესი ამისთვის მზად აღმოჩნდა. ის თავად არ უტევდა, მაგრამ არც "პაკმენს" აძლევდა თავისუფალი მოქმედების საშუალებას. მენი გარს უვლიდა მექსიკელს, თუმცა ზუსტი ძლიერი დარტყმა არ გამოსდიოდა.

ბუკმეიკერებს პაკიაო ფავორიტად ჰყავდათ გამოცხადებული, მაგრამ ორი რაუნდის შემდეგ ბრძოლა აბსოლუტურად თანაბარი იყო.

მექსიკელი გულშემატკივრები კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ. მათმა კერპმა გაუძლო პაკიაოს სასტარტო ზეწოლას და მეათე წუთისთვის უფრო "თავხედურადაც" ამოქმედდა. მეოთხე რაუნდში "პაკმენმა" ერთი სერიოზული დარტყმა გაატარა, შემდეგ რაუნდში - კიდევ ორი. რინგის გვერდზე დიდ ეკრანზე გამეორებებისას მხოლოდ მარკესის კონტრშეტევებს აჩვენებდნენ.

მეექვსე რაუნდის წინ პაკიაო აშკარად შეშფოთებული ჩანდა. მექსიკელის წინაშე უპირატესობა მას არ ჰქონდა. ფილიპინელმა სისწრაფეში მომატება სცადა, მაგრამ მარკესი კარგად გრძნობდა მეტოქეს. დაცვაში მექსიკელი შესანიშნავად მოქმედებდა. ამასთან, მისი კონტრშეტევები კვლავაც სახიფათო იყო.

პაკიაოს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, უფრო მეტად ფლობდა ინიციატივას, მაგრამ მერვე რაუნდის ბოლოს ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ფილიპინელს უფრო მეტი დარტყმა ჰქონდა მიღებული. ის აშკარად დამარცხების პირას იდგა.

დარბაზი საგიჟეთს დაემსგავსა. პუბლიკა დაუღალავად ყვიროდა მარკესის სახელს და სენსაციის მოლოდინში იყო. მექსიკელი უკვე გმირი გახლდათ. ბრძოლის წინ ყველას ეგონა, რომ თუ მარკესი ექვს რაუნდს გაუძლებდა - ეს დიდი წარმატება იქნებოდა. სინამდვილეში კი მეცხრე რაუნდისთვის მას უფრო მეტი დარტყმა ჰქონდა შესრულებულდი, ვიდრე პაკიაოს.

ბოლო ორი რაუნდის წინ გაჩნდა ეჭვი, რომ მარკესს, შესაძლოა, ფიზიკურად ვერ გაეძლო. პაკიაო ამ მხრივ აშკარად უკეთ იყო მომზადებული.

და მეათე რაუნდის ბოლოს შესამჩნევი იყო, რომ მარკესმა მართლაც შეანელა საკუთარი მოძრაობები. მაგრამ ამასთან, მენი აგრძელებდა ჰაერში მუშტების ფუჭ ქნევას, ხშირად აცილებდა მიზანს და ასეთი დარტყმები მას ძალიან ბევრი დაუგროვდა.

დასკვნით რაუნდში ყველა ელოდა პაკიაოსგან ფინალურ შტურმს, მაგრამ ფილიპინელმა მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა თავი, რომ საფინალო გონგამდე 36 წამით ადრე კბილსაცავი დაკარგა. მარკესმა გაძლო და გონგის შემდეგ საზეიმოდ ასწია ხელები თავს ზემოთ. პაკიაო კი რინგის კუთხეში მუხლებზე დაეცა და თვალები დახუჭა.

ტრიბუნებზე მაყურებელი აღფრთოვანებისგან ბღაოდა, მაგრამ როგორც კი მსაჯების გადაწყვეტილება გამოცხადდა, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა გაისმა. სამიდან ორმა მსაჯმა გამარჯვება ფილიპინელს მიანიჭა, ერთმა ფრე დააფიქსირა.

პაკიაო მაშინვე თავისი მოზეიმე გუნდის გარემოცვაში აღმოჩნდა, თუმცა ფილიპინელის თვალებში სიხარული საერთოდ არ იგრძნობდა. ის ყველაფერს ხვდებოდა. მარკესმა კი სომბრერო დაიხურა და რინგი სასწრაფოდ დატოვა. უკმაყოფილო მაყურებელი სტვენას განაგრძობდა. ყველასთვის ცხადი გახლდათ თუ ვინ იყო ნამდვილი გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა