ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში საპრიზო ადგილების გარდა, შეჯიბრებაზე დაფების მიხედვით მედალოსნები გამოვლინდნენ
უკვე გაუწყეთ, რომ ბერძნულ პორტო კარასში დამთავრებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა, თამაზ გელაშვილი) 18 შესაძლებლიდან 14 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა მე-2 ადგილზე გასულ პოლონეთის გუნდს.

ჩემპიონობა კი ზედიზედ მესამედ რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ტურნირზე მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა.

გუნდური საპრიზო ადგილების გარდა, შეჯიბრებაზე გამოვლინდნენ დაფების მიხედვით მედალოსნები. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ 8 შესაძლებლიდან 5 ქულას მოუყარა თავი და მცირე ბრინჯაო ერგო. ამდენივე ქულა მოაგროვა უკრაინელმა კატერინა ლახნომ, ოღონდ 7 პარტიიდან და მას ვერცხლი ხვდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი სლოვენიის სახელით მოასპარეზე ანა მუზიჩუკი ავიდა ჩინებული შედეგით - 8,5 ქულა 9-დან.

ნანას მსგავსად ბრინჯაოს მედალი ერგო მე-5 დაფაზე სალომე მელიას (5 ქულა 7-დან). ქართველ დიდოსტატს რუსმა ნატალია პოგონინამ (4 ქულა 5-დან) და უკრაინელმა მარია მუზიჩუკმა (5,5 ქულა 8-დან) გაუსწრეს.

ბოლო ტურში დასანანი მარცხი რომ არა, ნინო ხურციძე (IV დაფა), ოქროს დაიმსახურებდა. რვიდან 6,5 ქულით კი ვერცხლის მედალს გამოჰკრა ხელი. უმაღლესი სინჯის ჯილდო რუს ალექსანდრა კოსტენიუკს ხვდა 7-დან 5,5 ქულით. პოლონელი კარინა ჩჟეპკოვსკა (8-დან 6) მესამე ადგილით დაკმაყოფილდა. მე-2 დაფაზე 8 შესაძლებლიდან 4,5 ქულით ლელა ჯავახიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა. აქ უძლიერესი გახლდათ რუსი ტატიანა კოსინცევა (8-დან 6). მე-3 დაფაზე საუკეთესო იყო უკრაინელი ანა უშენინა (8-დან 6). 5-დან 1,5 ქულით ნაზი პაიკიძე, ცხადია, რვა საუკეთესოში ვერ მოხვდა.

ქართველ ვაჟთაგან დაფების მიხედვით რვა საუკეთესოში ვერავინ დაიბევა ადგილი, რადგან ისინი არა ქულების, არამედ პერფომანსის მიხედვით განაწილდა, თორემ ბაადურ ჯობავამ 8 შესაძლებლიდან 6,5 ქულა მოაგროვა, ლევან ფანცულაიამ კი 8-დან 5,5 ქულა. ჩვენებურთა დანარჩენი მონაგარი ასეთია: მიხეილ მჭედლიშვილი - 4,5 (8-დან), მერაბ გაგუნაშვილი - 3,5 (7), დავით ზარქუა - 2 (5) ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა