წლის უკანასკნელი ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის ცუდად დაიწყო - სამივე ჩვენებურმა საწყისი ორთაბრძოლები წააგო
წლის უკანასკნელი ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის ცუდად დაიწყო - სამივე ჩვენებურმა წააგო საწყისი ორთაბრძოლები.

ფუკუოკაში მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) პირველი მეტოქე კოტოშოგიკუ გახლდათ, რომელიც კარიერაში პირველად ჭიდაობდა ოძეკის ტიტულით. მაშინ, როცა იაპონელს ამხელა მოტივაცია ჰქონდა მოსაგებად, ჩვენებურს ფრთები თავისივე დამრიგებელმა შეუკვეცა, როცა ტოჩინოშინი სავარჯიშო დოჰიოდან მოკვეთა. შედეგად, ლევანმა ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა კოტოშოგიკუს, რომელმაც ოძეკის რანგში პირველი გამარჯვება იზეიმა.

გოლიათთა ბრძოლაში გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) შეცდომა დაუშვა და ტოჩინოვაკას ზურგი აქცია. შეგახსენებთ, რომ ქართველი 199 კილოგრამს იწონის, იაპონელი კი - 180-ს. ქართული სუმოს პიონერ კოკაის (ლევან ცაგურია) კი ღონით ფუჯიაზუმა მოერია.

ქართველთაგან დღეს ყველაზე ძლიერი მეტოქე ისევ ტოჩინოშინს ეყოლება - ესტონელი ოძეკი ბარუტო, რომელმაც მოულოდნელად წააგო პირველი დღის შეხვედრა.

I დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-ბარუტო (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიტაოში), კოტოოშუ-გოეიდო (ოკურიტაოში), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიტაოში), კისენოსატო-კიოკუტენჰო (იორიტაოში), კაკურიუ-არანი (იორიკირი), ტოჩინოვაკა-გაგამარუ (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-კიტატაიკი (იორიკირი), იოშიკაძე-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოკიტენკუ-მიაბიამა (ოშიდაში), ტაკეკაძე-ტაკაიასუ (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ვაკანოსატო (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-კოკაი (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-დაიდო (ცუკიდაში), მიოგირიუ-საგაცუკასა (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-ტამავაში (ოკურიდაში), კაისეი-ტაკარაფუჯი (უვატენაგე), სადანოფუჯი-შოჰოზანი (სუკუინაგე), აოიამა-ცურუგიდაკე (ოშიდაში), ტენკაიჰო-კიმურაიამა (ოშიდაში)

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-ჰომაშო, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-გოეიდო, ბარუტო-ტოჩინოშინი, კაკურიუ-კიოკუტენჰო, კისენოსატო-არანი, გაგამარუ-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-კიტატაიკი, იოშიკაძე-მიაბიამა, კოკაი-ტაკაიასუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა