დღეისთვის ქართველ ათლეტებს "ლონდონი-2012"-ისთვის სულ 10 ოლიმპიური ლიცენზია აქვთ
ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა "ლონდონი-2012"-ისთვის სამი საგზური გაინაღდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოლომპიური კომიტეტიდან აცნობეს, პარიზში დასრულებულ მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგანაც საუკეთესო შედეგი წლევანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორმა გია მაჭავარიანმა (105 კგ) აჩვენა.

მან ატაცში 187 კილოგრამი დაიმორჩილა და მცირე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, ხოლო აკვრაში 222 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში 409 კილოგრამი დაუგროვდა. აღნიშნული საკმარისი აღმოჩნდა მეოთხე ადგილისთვის. ქართველ ძალოსანს კვარლცხლბეკამდე მხოლოდ კილოგრამი დააკლდა.

პარიზის ფიცარნაგზე ასევე ძალები მოსიჯნეს გიორგი ლომთაძემ (69კგ), რომელიც სამწუხაროდ უადგილოდ დარჩა, რაულ ცირეკიძემ (85კგ) - მან მე-16 ადგილი დაიკავა, ლაშა ტალახაძემ (მძიმე წონა) - იგი "ბ" ჯგუფში ასპარეზობდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. ირაკლი თურმანიძემაც (მძიმე წონა) "ბ" ჯგუფში სცადა ბედი და ასევე წარუმატებლად. დავით გოგიამ (105კგ) საერთო ჯამში 376 კილოგრამით მე-17 ადგილი დაიკავა.

"საფრანგეთის დედაქალაქში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა. ქართველი ძალოსნების მთავარი ამოცანა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე დაგროვილი ქულები და მოპოვებული 3 ოლიმპიური ლიცენზია უნდა შეენარჩუნებინათ, რაც ჩვენმა სპორტსმენებმა შეასრულეს და "ლონდონი-2012"-ისთვის სამი საგზური გაინაღდეს", - აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.

არსებული მონაცემებით, ქართველ ათლეტებს სულ 10 ოლიმპიური ლიცენზია აქვთ.

interpressnews.ge

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა