22 წლის ქართველის თამაშის სანახავად პორტუგალიური გრანდის სკაუტები საქართველო-საბერძნეთის მატჩზე იმყოფებოდნენ
უკრაინული "სპორტ ექსპრესი" იუწყება, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" ფეხბურთელი დავით თარგამაძე მომავალი წლიდან კარიერას, სავარაუდოდ, პორტუგალიურ "პორტუში" გააგრძელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის "პორტუს" სკაუტებიც დასწრებიან. პორტუგალიური კლუბის წარმომადგენელთა თბილისში ყოფნის მიზეზი კი სწორედ "ოლექსანდრიას" ქართველი შემტევი ნახევარმცველი ყოფილა.

აი, რას წერს გამოცემა:

"თარგამაძემ ბერძნებთან მატჩამდე, საქართელოს ნაკრების წინა სამ შეხვედრაში - პოლონეთის, ლატვიისა და მალტის ეროვნულ გუნდებთან სრულად ითამაშა და ის ექსპერტებმა სამივე თამაშში საუკეთესოდ ერთსულოვნად დაასახელეს. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში კი თარგამაძემ გოლიც გაიტანა.

შედეგად, "პორტუს" სელექციონერებმა თავიანთი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიტორ პერეირას ყურადღების გამახვილება თარგამაძის სისწრაფეზე, ტექნიკაზე, არაორდინალურ დრიბლინგსა და შრომისმოყვარეობაზე ურჩიეს.

ბოლო ინფორმაციით, პორტუგალიელები "ოლექსანდრიას" 22 წლის ქართველ ლიდერთან წინასწარ კონტრაქტს უკვე ნოემბრის ბოლომდე გააფორმებენ, მომავალი წლის დადგომისთანავე კი, როცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თარგამაძე "პორტუს" არენა "დრაგაუზე" გადაბარგდება.

თავად თარგამაძემაც დაადასტურა, რომ თბილისურ მატჩს მისი აგენტი ანდრეი ბილეიჩუკიც ესწრებოდა, რომელიც სტადიონზე მყოფ უცხოური კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა".

მანამდე კი თარგამაძემ "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტი, რომელიც 2012 წლის ზაფხულში იწურებოდა, 2013 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსნებთ, რომ ჩვენებურის გადაბირებით დაინტერესება უკვე გამოთქვა რამდენიმე უკრაინულმა გუნდმა და ასევე მოსკოვის "დინამო".

მომზადებულია sport-express.ua-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა