ფრანგი ფეხბურთელი ჟერემი ტულალანი, რომელიც "მალაგაში" თამაშობს, ესპანეთის ჩემპიონატს ვერ მოერგო
ვერ ვიტყვით, რომ მალაგელ ჟერემი ტულალანს ამჟამინდელ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირსო (მან ლა ლიგის 11 შეხვედრა დაიწყო სასტარტოში), მაგრამ 28 წლის ფრანგს ვერც იმას დავაბრალებთ, რომ ისეთივე საიმედოა, როგორც შარშან "ლიონში" იყო.

ფეხბურთელი უბრალოდ ვერ მოერგო ესპანეთის ჩემპიონატს. შესაბამისად, მისი შანსი, რომ ლორან ბლანის ნდობა ხელახლა დაიმსახუროს და ევროპის ჩემპიონატზე "სამფეროვანთა" 23-კაციან განაცხადში მოხვდეს, პრაქტიკულად მიზერულია. ჟერემიმ ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკასთან ჩაატარა.

თავდაპირველად მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, შემდეგ ტრავმები აწუხებდა, "მალაგაში" ჩატარებული მატჩებით კი ის ნაკრებში მიწვევას უბრალოდ არ იმსახურებს. მით უფრო, რომ მის პოზიციაზე მყარად მოიკიდა ფეხი "რენის" 21 წლის საყრდენმა იან მვილამ. ფრანგული პრესის ცნობით, ფეხბურთელის უკან დაბრუნება "ლიონს" სურს. პირველ ეტაპზე მისი იჯარით გადაბირების საკითხი განიხილება.

"ოსერის" 23 წლის კონგოელი მცველი დელვინგ ნდინგა ორი თვის განმავლობაში ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო ფეხბურთს ჩამოშორებული იყო. ფეხბურთელმა უკვე დაასრულა ინდივიდუალური ვარჯიშის კურსი და მზადა ძირითად ჯგუფში დასაბრუნებლად. დელვინმა კვირას 45 წუთი გაატარა "ოსერისა" და "ივრის" საკონტროლო შეხვედრაში და ტკივილს დატვირთვების შემდეგაც არ შეუწუხებია.

ზაფხულის განმავლობაში "სოშო", "ნიუკასლი" და მოდიბო მაიგა სპორტული პრესის ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა იყო. ფრანგულმა კლუბმა მალელ თავდამსხმელს "კაჭკაჭების" შემადგენლობაში კარიერის გაგრძელების უფლება არ მისცა, რამაც მასა და კლუბის მთავარ მწვრთნელ მეჩა ბაზდარევიჩს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბა.

ერთი პერიოდი მაიგამ ვარჯიშზეც კი უარი თქვა, რის გამოც კლუბმა ის სოლუდური თანხით დააჯარიმა. შემდეგ მხარეები შერიგდნენ. ორკვირიანი ჯანყის შემდეგ მოდიბო გუნდს დაუბრუნდა. ყველაფრის მიუხედავად "სოშოსა" და "ნიუკასლს" შორის მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. "ყველაფერი რიგზეა, "სოშოსთან" პრობლემები აღარ მაქვს, - აცხადებს ფეხბურთელი. - რაც შეეხება ტრანსფერს, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. იმედია, რომ "ნიუკასლში" მაინც გადავალ, იქნება ეს იანვარში თუ სეზონის დასრულების შემდეგ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა