ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "მინესოტამ" წაგებათა სერია შეწყვიტა
აღმოსავლეთ კონფერენციაში გამართულ ერთადერთ მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ გუნდები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეტად შედეგიან ჰოკეის აჩვენებენ.

საინტერესო ფაქტია ის, რომ სწორედ "ფლორიდა" და "ფილადელფია" ასევე ორი კვირაა ქულის გარეშე არ ტოვებდნენ მოედანს: "ფილადელფიამ" ბოლო ხუთ მატჩში სამი მოიგო და კიდევ ორში დამატებით დროში წააგო, "ფლორიდამ" კი ზედიზედ ექვს მატჩში მინიმუმ ქულის აღება მოახერხა.

გუშინდელი შეხვედრა შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. მასპინძლები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ, მაგრამ შორს არ უშვებდნენ მეტოქეს. მესამე პერიოდის დასაწყისში, 1:2-ზე "ფლორიდამ" ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიიღო, როცა დაახლოებით წუთი ორი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე, მაგრამ მეტოქის ამ საჩუქრით ვერ ისარგებლა, პირიქით, თავად გაუშვა გოლი რიცხობრივი უპირატესობის დროს. "პანტერებს" მეტ რიდი გაექცათ და მეკარესთან პირისპირ გასული ფილადელფიელი სტივენ უაისმა წააქცა.

ეს უკანასკნელი თამაშის ბოლომდე გააგდეს მოედნიდან, რიდმა კი ბულიტი გამოიყენა და აღადგინა "ფლაიერზის" ორშაიბიანი უპირატესობა.

საფინალო სირენამდე წუთით ადრე "ფლორიდამ" მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და ტომას ფლიშმანმა ერთი შაიბა გაქვითა, მაგრამ "პანტერებს" მეტისთვის დრო არ ეყოთ. "ფილადელფიამ" თავისი ქულათა სერია ექვს მატჩამდე გააგრძელა.

სხვა მატჩებიდან თვალში გვხვდება "ჩიკაგოს" მორიგი მოგება - "ბლეკჰოქსმა" 6:3 დაამარცხა ახალგაზრდა "ედმონტონი", რომელმაც ბოლო დროს უკლო თამაშს. "მენავთობეებმა" ზედიზედ მესამედ წააგეს, ბოლო ხუთ მატჩში კი მეოთხედ დამარცხდნენ და კონფერენციის ლიდერობიდან მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

ამ უიღბლო სერიის პირველ მატჩებში (2:4 "ფინიქსისგან" და 3:6 "ბოსტონისგან") დამნაშავედ მეორე მეკარე დუბნიკი გამოიყვანეს, მაგრამ "ედმონტონს" მისი რუსი ვეტერანი ნიკოლაი ხაბიბულინიც ვერ შველის. "დეტროიტისგან" მან სამი შაიბა გაუშვა, "ჩიკაგოსგან" - ხუთი.

რაც შეეხება "ჩიკაგოს", ამ გუნდს ყველაფერი წესრიგში აქვს. სტენლის თასის 2010 მფლობელმა ზედიზედ მესამედ მოიგო და პირველ ადგილზეა ჩემპიონატში. გუშინდელ მატჩში ჩიკაგოელთა რიგებში უნდა გამოვყოთ მცველი სტივ მონტადორი, რომელსაც უკვე სამი შაიბა დაუგროვდა, არადა, შარშან მთელს ჩემპიონატში მხოლოდ ხუთი გოლი ჰქონდა.

"მინესოტამ" შეწყვიტა წაგებათა სერია. მან "ანაჰაიმი" დაამარცხა და ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის ლიდერობა მოიპოვა. "იხვებს" შეუძლიათ ეს წაგება იონას ჰილერს გადააბრალონ. ამბობენ, რომ კლუბში იმედგაცრუებულნი არიან სეზონის სტარტზე შვეიცარიელი მეკარის თამაშით და მწვრთნელმა, შესაძლოა, უფრო მეტი სათამაშო დრო მისცეს მეორე მეკარე ელისს. იმედგაცრუება გასაგებია - გუშინ ჰილერმა 15 დარტყმიდან სამი გოლი გაუშვა.

საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება "მინესოტას" ლიდერობა დივიზიონში. "ვანკუვერი", რომელმაც იოლი გამარჯვება მოიპოვა "აილენდერსის" წინააღმდეგ (4:1), ძალიან ახლოსაა და მზად არის დაიკავოს ჩვეული პირველი ადგილი დივიზიონის ზედა საფეხურზე.

ფლორიდა-ფილადელფია 2:3

0:1, 1:1, 1:1

გოლები: 0:1 ბრიერი-5 (სიმონდსი-4, ვარ რიმსდიკი-7), 0:2 ქობურნი-1 (ვორაჩეკი-7, ტელბოტი-4), 1:2 დადონოვი1 (ჯოვანოვსკი-3), 1:3 რიდი-4 (ბულიტი), 2:3 ფლიშმანი-6 (კოპეცკი-6, ბ. კემპბელი-15).

ჩიკაგო-ედმონტონი 6:3

3:1, 2:2, 1:0

გოლები: 1:0 ტეუვზი-8 (სტალბერგი-4, ლედი-9), 2:0 მონტადორი-2 (პ. კეინი-12, შარპი-11), 2:1 რ. სმიტი-10 (ებერლე-9, გილბერტი-4), 3:1 მონტადორი-3 (ლედი-10, კიტი-8), 4:1 ტეუვზი-9 (მარიან ჰოსა-9), 4:2 ებერლე-4, 5:2 კიტი-2 (მარიან ჰოსა-10), 5:3 ჰორკოფი-3 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-7, ბელანჟე-3), 6:3 კარჩილო-2 (პ. კეინი-13, შარპი-12).

ანაჰაიმი-მინესოტა 2:3

0:3, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 ბროძიაკი-4 (პოუ-1, ნ. ჯონსონი-3), 0:2 კულენი-7 (კლატერბეკი-1, პროსერი-4), 0:3 სპარჯონი-2 (ბუშარი-8, კულენი-3), 1:3 ფაულერი-1 (ბოშემენი-4, რაიანი-4), 2:3 ფაულერი-2.

ვანკუვერი-აილენდერსი 4:1

1:0, 1:1, 2:0

გოლები: 1:0 როუმი-3 (ბუტი-6, ჰოჯსონი-5), 2:0 ჰ. სედინი-6 (ბიეკსა-5), 2:1 მოულსონი-4 (გრაბნერი-2, ტავარესი-6), 3:1 ჰოჯსონი-4 (როუმი-1, ჰიგინსი-4), 4:1 ბუტი-2 (როუმი-2, ლაპიერი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა