ვენუს უილიამსმა კატარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა იმ დიეტის შესახებ, რომლითაც უნდა გაუმკლავდეს ბოლოდროინდელ ავადმყოფობებს
დევისის თასზე საფრანგეთის ნაკრების მრავალწლიანმა კაპიტანმა გი ფორჟემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რომელიც 1999 წლიდან უკავია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სპეციალისტის განზრახვა: მას პარიზის მასტერსის დირექტორობა აქვს ჩაფიქრებული.

გი ფორჟეს მეთაურობით საფრანგეთის ნაკრებმა 2006 წელს დევისის თასი მოიპოვა და კიდევ სამჯერ ფინალში ითამაშა.

უკვე ასახელებენ ფორჟეს სავარაუდო შემცვლელებს. საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლად განიხილება ანრი ლეკონტის, ტიერი ტულანის (ჟილ სიმონის მწვრთნელი), სედრიკ პიოლინის, ლიონელ რუს, ნიკოლა ესკუდეს, არნო კლემანის, სებასტიან გროსჟანისა და ამელი მორესმოს კანდიდატურები.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვენუს უილიამსმა კატარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა იმ დიეტის შესახებ, რომლითაც უნდა გაუმკლავდეს ბოლოდროინდელ ავადმყოფობებს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ამერიკის ღია პირველობის დროს ჩოგბურთელს ე. წ. შეგრენის სინდრომი დაუდგინეს, რის გამოც ვენუსმა ნაადრევად დაასრულა სეზონი.

"მომიწია საკუთარი რაციონის შეცვლა. ახლა ბევრ ბოსტნეულს მივირთმევ. რთულია ამასთან შეგუება, რადგან ადრე ხშირად ჩემი მენიუ ბიფშტექსისგან და სალათისგან შედგებოდა, - ამბობს ამერიკელი. - მომავალ სეზონში სრული ძალით ვაპირებ თამაშს. ეს გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. მიყვარს ჩოგბურთი. ახლა დამაჯერებლად მიჭირავს ჩოგანი და მომავალი სეზონისთვის აუცილებლად დავიბრუნებ იმ ფორმას, რომელიც ისევ ამიყვანს ერთეულთა და წყვილთა თანრიგის მწვერვალზე".

რეიტინგები

ATP

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 475

2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) 9 375

3(3). ენდი მიურეი (ბრიტ) 7 380

4(4). როჯერ ფედერერი (შვეიც) 6 670

5(5). დავიდ ფერერი (ესპ) 4 480

6(7). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 535

7(6). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 3 300

8(8). მერდი ფიში (აშშ) 2 965

9(11). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 2 395

10(9). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 380

11(10). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 2 315

12(12). ჟილ სიმონი (საფ) 2 165

13(13). რობინ სიოდერლინგი (შვედ) 2 120

14(15). ენდი როდიკი (აშშ) 1 940

15(14). გაელ მონფილსი (საფ) 1 935

16(16). ა. დოლგოპოლოვი (უკრ) 1 925

17(17). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 1 820

18(24). ჯონ ისნერი (აშშ) 1 800

19(18). რიშარ გასკე (საფ) 1 765

20(19). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 1 755

ATP. ფულადი მონაგარი

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 10 779 803

2. რაფაელ ნადალი (ესპ) 6 428 214

3. ენდი მიურეი (ბრიტ) 4 610 091

4. როჯერ ფედერერი (შვეიც) 4 114 576

5. დავიდ ფერერი (ესპ) 2 433 904

6. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 108 969

7. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 1 941 813

8. მარდი ფიში (აშშ) 1 537 091

9. ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 1 326 007

10. რობინ სიოდერლინგი (შვედ) 1 323 473

11. იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 1 277 912

12. ჟილ სიმონი (საფ) 1 222 752

13. ა. დოლგოპოლოვი (უკრ) 1 196 499

14. ჯონ ისნერი (აშშ) 1 170 432

15. მიკაელ ლოდრა (საფ) 1 167 049

16. მარინ ჩილიჩი (ხორ) 1 139 799

17. მარსელ გრანოლერსი (ესპ) 1 132 893

18. გაელ მონფილსი (საფ) 1 094 353

19. იურგენ მელცერი (ავსტრია) 1 089 732

20. ენდი როდიკი (აშშ) 1 061 404

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა