მთელი საფეხბურთო გერმანია ჰოლანდიასთან მატჩის მოლოდინშია, რომელიც მიუხედავად ამხანაგური შეხვედრის სტატუსისა, ორივე გუნდისთვის პრინციპული დაპირისპირებაა
მთელი საფეხბურთო გერმანია ჰოლანდიასთან მატჩის მოლოდინშია, რომელიც მიუხედავად ამხანაგური შეხვედრის სტატუსისა, ორივე გუნდისთვის პრინციპული დაპირისპირებაა. ბუნდესგუნდი ისტორიულად პრინციპულ მეტოქეს დღეს ჰამბურგში უმასპინძლებს და ეს იქნება იოახიმ ლიოვის ბოლო ოფიციალური მატჩი 2011 წელს.

ლიოვს გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჩვენი ნაკრების ხომ არ გეშინიაო (ნარინჯისფრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 თამაში მოიგეს და 37 გოლი გაიტანეს), რაზეც იოგიმ ასე უპასუხა: "ჩვენ არასდროს გვეშინია. საერთოდ, ჰოლანდიის რატომ უნდა გვეშინოდეს? ამ მატჩს ყველანი მოუთმენლად ველით."

ლიოვისთვის ეს რიგით 75-ე მატჩია გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. აქვე შეგახსენებთ, რომ მან ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა 2006 წლის 16 აგვისტოს დაიწყო (3:0 შვედეთთან) და მას მერე, გერმანიამ ლიოვის ხელმძღვანელობით 51 თამაში მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და ათში დამარცხდა.

თუ მის ბალანსს ქულებით შევაფასებთ (მოგებისთვის 3, ფრისთვის 1), ასეთ შედეგს მივიღებთ: ლიოვის გერმანიის ნაკრებში საშუალოდ ერთ მატჩში 2.24 ქულას იღებს, რითაც იოგი ყველა დროის საუკეთესო ბუნდესმწვრთნელია. ცნობისათვის, ასეთი შეფასებით მეორე ადგილზე ბერტი ფოგთსია (2.18 ქულა), მესამეზე კი იუპ დერვალი (2.15). იოგის ის მწვრთნელებიც ჩამორჩებიან, რომლებმაც გერმანიას 1954, 1974 და 1990 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინეს: ზეპ ჰერბერგერი - 1.85 ქულა, ჰელმუტ შიონი - 2.10, ფრანც ბეკენბაუერი - 1.85.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ლიოვი ჰოლანდიასთან ორი ცენტრფორვარდით ითამაშებს - ბუნდესგუნდის წინა ხაზზე გამოჯანმრთელებული მიროსლავ კლოზეს და მარიო გომესის ტანდემს ვიხილავთ, მათ უკან კი მესუთ იოზილი იმოქმედებს (მარიო გიოტცეს იოგი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დატოვებს). გარდა ამისა, კარში ისევ ბუნდესგუნდის პირველი მეკარე მანუელ ნოიერი ჩადგება - შეგახსენებთ, უკრაინასთან (3:3) გერმანიის ნაკრების კარს ახალგაზრდა რონ-რობერტ ცილერი იცავდა.

გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდები აქამდე ერთმანეთს 37-ჯერ შეხვედრიან. აქედან, 13 მატჩი გერმანელებმა მოიგეს, 14 ფრედ დასრულდა, 10-ში კი ჰოლანდიელებმა გაიმარჯვეს. უკანასკნელი დუელი 2005 წლის 17 აგვისტოს, როტერდამში შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა (გოლები: რობენის დუბლი - ბალაკი, ასამოა).

მიულერი: ჰოლანდიას უნდა ვაჯობოთ!

გუშინ, "ბილდმა" თომას მიულერის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ბუნდესგუნდის 22 წლის შემტევი ჰოლანდიელებზე საუბრობს.

- ჰერ მიულერ, გერმანიისა და ჰოლანდიის დაპირისპირება ტრადიციულად ძალიან ემოციურია ხოლმე. ყველას გვახსოვს, როგორ შეაფურთხა რიიკაარდმა ფიოლერს, როგორ იხოცავდა კუმანი ოლაფ ტონის მაისურით უკანალს და ა.შ. არსებობს მოსაზრება, რომ მტრობა დღეს აღარ არის ისეთი მძაფრი, როგორც მაშინ იყო.

- შესაძლოა, დღეს ისე აღარაა, როგორც 20 წლის წინ იყო, რადგან დიდი ხანია, არავის არავისთვის შეუფურთხებია, მაგრამ როგორც ჰოლანდიაში, ასევე გერმანიაშიც, ყველამ იცის, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო მატჩი. თითოეული ჩვენგანი იდეალურად აცნობიერებს იმას, რომ ჰოლანდიასთან კარგად თამაში და მოწოდების სიმაღლეზე დგომა აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო თამაში გამოვა და ყველანი ვისიამოვნებთ.

- "ბაიერნში" არიენ რობენთან ერთად თამაშობთ, ადრე კი მარკ ვან ბომელიც თქვენი თანაგუნდელი იყო. გერმანელებისა და ჰოლანდიელების მტრობაზე მათთან გისაუბრიათ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს. ძალიან მინდოდა, რომ ფინალში გავსულიყავით და იქ ჰოლანდიასთან გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა. კიდევ კარგი, რომ ჰოლანდიელები მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გახდნენ, თორემ მერე ვან ბომელს და რობენს ვინ გაუძლებდა.

- ისე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობაც არ ჟღერს ცუდად. თქვენი აზრით, რამდენად ძლიერია დღეს ჰოლანდიის ნაკრები?

- ფაქტია, რომ ჰოლანდიელებს არიენ რობენის, ვესლი სნეიდერისა და რობინ ვან პერსის სახით ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. სხვათა შორის, დღეს ჰოლანდიის ნაკრები აღარ უტევს ისე უმოწყალოდ, როგორც თავის დროზე კრუიფის ჰოლანდია უტევდა. დღევანდელი ჰოლანდია პრაგმატული გუნდია.

- ხომ არ ისურვებდით, რომ ჰოლანდიის ნაკრების რომელიმე მოთამაშე გერმანელი იყოს?

- არა! მათ საუკეთესო ფეხბურთელები წინა ხაზზე ჰყავთ, სადაც ჩვენ ნამდვილად არ გვიჭირს. მეტიც, ჩვენ უკეთესი პერსპექტივა გვაქვს, რადგან გერმანიის ნაკრები გაცილებით ახალგაზრდული გუნდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა