"ბაიერნის" ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს
"ბაიერნს" საქმეები კარგად მისდის: რეკორდმაისტერი ბუნდესლიგაში ერთპიროვნულად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში თითქმის განაღდებული აქვს და მიუნხენური გრანდის ახალი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის მუშაობით ყველა მოხიბლულია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერს განაცხადში ბუნდესლიგის მასშტაბით ყველაზე ცოტა, 23 მოთამაშე ჰყავს, "ბაიერნში" რამდენიმე ფეხბურთელი მაინც უკმაყოფილოა.

პირველ რიგში ეს ხორვატ მოთამაშეებზე, ივიცა ოლიჩზე და დანიელ პრანიჩზე ითქმის. ცხადია, მიზეზი მათი უთამაშებლობაა. ცოტა ხნის წინ, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი ორივეს შეხვდა და როგორც ამბობს, გულახდილად ესაუბრა. ოლიჩი არ მალავს, რომ მიუნხენიდან აბარგებაზე ფიქრობს და "ბაიერნის" ქომაგებს გული ყველაზე მეტად მასზე სწყდებათ, რადგან ხორვატის დამსახურებები მიუნხენური გრანდის წინაშე არ ავიწყდებათ.

"ცხადია, თამაში მინდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და სათამაშო პრაქტიკა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. ამიტომაც, მიუნხენიდან წასვლაზე ვფიქრობ," - აცხადებს ოლიჩი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მიუნხენელებს მისი გასხვისება არ უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ დააკავებენ, რადგან ვერც ძირითად შემადგენლობაში თუნდაც შედარებით ხშირად თამაშის გარანტიას მისცემენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ოლიჩთან და პრანიჩთან ერთად, იგივე მიზეზით "ბაიერნიდან" წასვლაზე დიეგო კონტენტო და ტაკაში უსამიც ფიქრობენ, თუმცა მათთვის არენდაც მისაღები იქნება.

"ფაქტია, რომ თუ ზამთარში რომელიმე ფეხბურთელი გაგვექცევა, სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება მოგვიწევს. განსაკუთრებით ოლიჩის შემთხვევაში, რადგან მაღალი კლასის თავდამსხმელია," - ეს "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა