ქართველმა ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერევანში ჯამში 5 ოქრო და 6 ბრინჯაო მოიპოვეს
ამ უქმეებზე ერევანმა ეროვნული გმირის, ყარაბაღის ომში დაღუპული ქალაქის ყოფილი მერისა და სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ვაჰან ზატიკიანის მემორიალს უმასპინძლა ახალგაზრდებს შორის, რომელიც ფრიად წარმომადგენლობითი შეჯიბრება გამოდგა.

მასპინძელთა რამდენიმე გუნდის გარდა, მასში ისეთი ძლიერი საჭიდაო ქვეყნების გუნდები მონაწილეობდნენ, როგორიც ირანი და დაღესტანია.

საქართველოდან ტურნირში ორი გუნდი მონაწილეობდა - თბილისისა და აჭარის, თუმცა მასში დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც შედიოდნენ.

საბედნიეროდ, ორივე ქართულმა გუნდმა წარმატებით იჭიდავა. თბილისელებმა 7 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო და 4 ბრინჯაო. ბათუმელთა მონაგარი 2 ოქრო და ამდენივე ბრინჯაოა.

თბილისელთაგან ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (66) და იაკობ პეტრიაშვილი (84) გახდნენ, მესამე საპრიზო ადგილებზე კი გიორგი რევაზიშვილი, აბრამ ჯაბაური (ორივე - 60), ირაკლი ჩერქეზიშვილი (84) და ალექსანდრე გაფრინდაშვილი (96) გავიდნენ. ბათუმელთაგან ოქროს მედლები შოთა ფარტენაძემ (58) და გურამ ახობაძემ (96) მოიპოვეს, მესამეზე კი გიორგი ლეჟავა (50) და ირაკლი მოსიძე (66) გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა