ნასკარის სერიაში ბოლოსწინა ეტაპში ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის უკიდურესად დაიძაბა
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მსგავსად, ბოლოსწინა ეტაპი გაიმართა ნასკარის სერიაში, სადაც უკიდურესად დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის.

საერთო ჩათვლის ლიდერებმა - კარლ ედვარდსმა და ტონი სტიუარტმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს და ახლა ედვარდსი ბოლო ეტაპის წინ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს სტიუარტს.

ბოლოსწინა ეტაპს ფინიქსის საერთაშორისო ავტოდრომი მასპინძლობდა. პოულიდან სტარტი მეტ კენსეტმა აიღო, თუმცა ის თავიდანვე შეავიწროვეს საერთო ჩათვლის ლიდერებმა. ოღონდ, სანამ ტონი სტიუარტი და კარლ ედვარდსი გააქტიურდებოდნენ, ავარია მოხდა დევიდ რეგანსა და რეგან სმიტს შორის. მეორე წრეზე მანქანებს შორის კონტაქტის შემდეგ ორივენი კედელს შეეჯახნენ და ტრასაზე ყვითელი დროშები გამოფინეს.

შემდეგ კი დაიწყო შეტევები რბოლის ლიდერ მეტ კენსეტზე. ტონი სტიუარტმა მას 36 წრეზე გაუსწრო და სათავეში ჩაუდგა პელოტონს.

სტიუარტი თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და 312 წრიდან 160 ლიდერის რანგში გაატარა. მაგრამ კარლ ედვარდსიც აქტიური იყო და 167 წრეზე მანაც შეძლო წინ გასვლა ისევ და ისევ კენსეტის გასწრების შემდეგ.

და მაინც, გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი სტიუარტს ჰქონდა, რომ არა ფინიშამდე 18 წრით ადრე იძულებითი პიტსტოპი. ამით კარგად ისარგებლეს კეისი კეინმა და კარლ ედვარდსმა, რომლებმაც გაითამაშეს კიდეც ფინიშზე პირველობა. კეინმა საერთო ჩათვლის ლიდერს 8 მეათედი წამი მოუგო და 81-რბოლიანი პაუზის შემდეგ ნასკარის სერიის ეტაპზე გაიმარჯვა. 4-წამიანი ჩამორჩენით მივიდა ფინიშთან ტონი სტიუარტი.

ახლა ედვარდსა და სტიუარტს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ყველაფერი 20 ნოემბერს დასკვნით ეტაპზე გაირკვევა, რომელსაც მაიამი უმასპინძლებს.

NASCAR Sprint Cup

ფინიქსი (აშშ)

1. კეისი კეინი ("ტოიოტა”) - 312 წრე; 2. კარლ ედვარდსი ("ფორდი”) - +0.802; 3. ტონი სტიუარტი ("შევროლე”) - +4.319; 4. ჯეფ ბარტონი ("შევროლე”) - +4.634; 5. რაიან ნიუმანი ("შევროლე”) - +5.865; 6. ეი ჯეი ოლმენდინგერი ("ფორდი”) - +7.297; დევიდ როიტემანი ("ტოიოტა”) - +7.609; 8. მარკოს ემბროუზი ("ფორდი”) - +9.198; 9. პოლ მენარდი ("შევროლე") - +14.865; 10. კლინტ ბოუიერი ("შევროლე”) - +16.740; 11. ჯოი ლოგანო ("ტოიოტა”) - +21.251; 12. დენი ჰემლინი ("ტოიოტა”) - +23.409; 13. გრეგ ბაიფლი ("ფორდი”) - 1 წრე; 14. ჯიმი ჯონსონი ("შევროლე”) - 1 წრე; 15. ხუან პაბლო მონტოია ("შევროლე”) - 1 წრე...

საერთო ჩათვლა

1. კარლ ედვარდსი - 2359; 2. ტონი სტიუარტი - 2356; 3. კევინ ჰარვიკი - 2308; 4. ბრედ კასელოვსკი - 2294; 5. ჯიმი ჯონსონი - 2291; 6. მეტ კენსეტი - 2289; 7. დეილ ერნჰარდტი - 2257; 8. კურტ ბუში - 2252; 9. რაიან ნიუმენი - 2252; 10. დენი ჰემლინი - 2249; 11. ჯეფ გორდონი - 2247; 12. კაილ ბუში - 2224...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა