"ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა შეურაცხყოფილია და სასამართლოში ჟერარ ულიეს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს
90-იანი წლების ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, "პარი სენ-ჟერმენის", "ნიუკასლისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა შეურაცხყოფილია და სასამართლოში ჟერარ ულიეს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

საშუალო და უფროსი ასაკის გულშემატკივრებს ეხსომებათ, რომ პირველი კონფლიქტი ამ ადამიანებს შორის ბულგარეთის ნაკრებთან 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ციკლის შეხვედრის შემდეგ მოხდა, როცა მატჩის ბოლო წუთებზე მან ერიკ კანტონას არაზუსტი პასი გადააწოდა, რომელიც სტუმრებმა ჩაჭრეს და კონტრშეტევაზე გამარჯვების გოლი გაიტანეს, რისი წყალობითაც ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

ამ მატჩის შემდეგ არც ჟინოლას და არც კანტონას "სამფეროვანთა" მაისურა აღარ მოურგიათ. რა მოხდა ამ ამბიდან 17 წლის თავზე? ულიემ წიგნი გამოუშვა, რომელსაც "სამწვრთნელო საიდუმლოებები" უწოდა და მასში რატომღაც ჟინოლას გადასწვდა და ნაძირალა უწოდა. ამის შემდეგ დავიდმა და მისმა ადვოკატმა ვეტერანი სპეციალისტის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის აძღვრა გადაწყვიტეს.

"ორი წლის წინ ულიემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საჯაროდ უკვე მიაყენა შეურაცხყოფა დავიდს. მაშინ ჩვენ მას დავუკავშირდით და უმორჩილესად ვთხოვეთ, რომ საყოველთაო ეთიკური ნორმებისთვის სხვა დროს აღარ გადაეხვია. წესით მისთვის ეს გაფრთხილება საკმარისი უნდა ყოფიილიყო, მაგრამ ჩანს, რომ მას ადამიანურად ლაპარაკი არ ესმის. ამჯერად ულიე ყველა ზღვარს გადაცდა.

თავის დროზე სწორედ მის მიერ აგორებული კამპანიის გამო ჟინოლას ინგლისში საცხოვრებლად გადასვლა მოუხდა, რადგან რეპორტიორები მასა და მის ოჯახს გასაქანს არ აძლევდნენ. დავიდის ვაჟს ის იყო ფეხბურთზე სიარული ჰქონდა დაწყებული, ის საყოველთაო დაცინვის ობიექტი შეიქმნა. ეტყობა, ულიესთვის ესეც არ კმაროდა".

თავად დავიდი წონასწორობას არ კარგავს და აცხადებს: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიკვდილამდე აპირებენ ჩემთვის ბულგარეთთან შეხვედრაში დაშვებული შეცდომის წამოძახებას. ეს ყველაფერი კი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ულიეს ღვარძლიანი ფრაზები ჩემ მიმართ. ახლა კი როცა ის მარტო მე კი არა ჩემთვის ძვირფას ადამიანებსაც გადასწვდა, ამის მოთმენას უკვე აღარ ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა