უეფას პრეზიდენტი ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კატეგორიული წინააღმდეგია

ყოველთვის საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.

ფრანგი ფუნქციონერი გახსნილ და საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება. თუ დროს აქვს, პრაქტიკულად არასოდეს ამბობს უარს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე. და აი ახლაც ის ჩვენს კოლეგებს მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე უამრავ საინტერესო თემაზე დაელაპარაკა - დაწყებული ევრო 2012-ის მასპინძელი სტადიონებიდან, დამთავრებული ლიონელ მესით.

- უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად სამასპინძლოდ მშვენივრად არიან მომზადებულნი. მასპინძელი არენები უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურება. იმისთვის, რომ ჩემპიონატი კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, კიდევ ბევრი პროექტია რეალიზაციის სტადიაში. თუმცა როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ერთადერთი საკითხი, რომელიც სხვებზე მეტ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან ეს გულშემატკივართა განთავსებაა. დარჩენილ რვა თვეში ამ პრობლემის ძირეულად აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება.

- ვფიქრობ, რომ მსაჯები კარის ხაზთან მშვენიერი იდეა იყო. ჩემპიონთა ლიგაში ამ ნოვაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა. ნამდვილად არ ვიცი, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, რათა ხუთმა არბიტრმა იმსაჯოს სხვა დიდ ტურნირებშიც. ვერაფრით ვხვდები, რატომ არ მოსწონს ეს იდეა ზეპ ბლატერს.

იმიტომ ხომ არა, რომ ეს იდეა მას არ ეკუთვნის? ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კატეგორიული წინააღმდეგად ვრჩები. ჩემი ამ პოზიციის შესახებ ყველას მოგეხსენებათ. ვიდეო გამეორებებს ნამდვილად მირჩევნია, რომ გადაწყვეტილება ისევ ადამიანმა მიიღოს. თუმცა მიმაჩნია, რომ არბიტრებმა ბევრად უფრო მეტი დახმარება უნდა მიიღონ თანაშემწეებისგან ვიდრე ეს ახლა ხდება. მგონია, რომ ფეხბურთში ერთი მსაჯი საკმარისი უკვე აღარ არის.

პრესკონფერენციის ბოლოს კი პლატინიმ ლამის დარწმუნებულმა თქვა, "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი მოიგებსო: "მიმაჩნია, რომ "ოქროს ბურთის" ყველაზე ღირსეული მფლობელი ისევ ლიონელ მესია. ის ჩემს მიღწევას (ის 1983-84-85 წლებში ზედიზედ სამჯერ დასახელდა აღნიშნული პრიზის გამარჯვებულად) აუცილებლად გაიმეორებს. მერე ალბათ ამასაც არ დასჯერდება და აუცილებლად გააუმჯობესებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება