გერმანიის რალი პროგნოზისამებრ დასრულდა - ლეგენდარულმა სებასტიან ლოებმა არავის დაანება პირველობა და საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა.

გერმანიის რალი პროგნოზისამებრ დასრულდა - ლეგენდარულმა სებასტიან ლოებმა არავის დაანება პირველობა და საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა. ფრანგმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მაღალი კლასი, მთელი დისტანცია უშეცდომოდ გაიარა და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა. სებასტიან მაშინაც კი ყველაზე სწრაფი იყო, როცა სრული დატვირთვით არ ამუშავებდა მანქანას და მოსახვევებში სიფრთხილეს ინარჩუნებდა. ეტყობა შემთხვევითი არ იყო, როცა ერთ-ერთ კომენტარში ფრანგს სათვალავი აერია და საკუთარი თავი შვიდგზის ჩემპიონად მოიხსენია. ახლა სეზონის დასრულებამდე ოთხი რბოლა რჩება, ლოები კი უახლოეს მდევარ სებასტიან ოჟიეს 58 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის ერთადერთი ინტრიგა შემდეგში მდგომარერობს - ფინიშამდე რამდენი ეტაპით ადრე გაინაღდებს მეშვიდე ტიტულს ფრანგი რალისტი. შესაძლოა, ეს მომდევნო რბოლაში მოხდეს.

გერმანიის რალის კიდევ ერთი გმირი ჰყავდა - ფინელი კიმი რაიკონენი, რომელმაც კარიერაში პირველად მოიგო სპეცმონაკვეთი. ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ საერთო ჯამში, დებიუტანტისთვის მეშვიდე ადგილი ურიგო შედეგი არ არის, მით უმეტეს, რომ მას მხოლოდ გამოცდილმა რალისტებმა გაუსწრეს, დანარჩენებს კი კიმმა დიდი უპირატესობით აჯობა.

"წელს ჩემი მიზანი გამოცდილების მიღებაა. უნდა გავაცნობიერო, რას ნიშნავს რალის პილოტობა. ბევრს ეგონა, რომ ფორმულა 1-ში მიღებული გამოცდილება ასფალტის რალიზე გამოსვლაში დამეხმარებოდა, მაგრამ ეს სულ სხვა რბოლაა. საფარი მუდმივად იცვლება და ამას შეჩვევა სჭირდება. საერთო ჯამში, გერმანიაში კიდევ ერთი პოზიტიური მომენტი მქონდა. ძალიან მესიამოვნა სპეცმონაკვეთის მოგება", - განაცხადა ფინიშის შემდეგ რაიკონენმა.

IX ეტაპი. გერმანიის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:59.38,3; 2. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +51,3; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +2.13,3; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +2.33,9; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +6.47,7; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +8.46,7; 7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +8.50,5; 8. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +17.36,5; 9. მარკ ვან ელდიკი (ჰოლანდია. "სუბარუ") - +17.53,0; 10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, "შკოდა") - +17.58,8...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 191 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 133; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 117; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 100; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 95; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 86; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 56; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 25; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.

ლელო

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა