მსაჯთა კავშირის სუპერლიგის მე-5 ტურის თამაშების განხილვა მატჩების სადაო და საინტერესო საკითხების შესახებ
მსაჯთა კავშირის სუპერლიგის მე-5 ტურის(12.11.11) თამაშების განხილვა მატჩების სადაო და საინტერესო საკითხების შესახებ.

14.11.11 შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი იყო ოლიმპი-ქუთაისი, დინამო-შსს, თსუ-არმია-ს თამაშების მიმართ, რადგანაც ზემოთხსენებულ თამაშებზე იყო ბევრი სადაო ეპიზოდები და ასევე გუნდის ხელმძღვანელობის მიერ კალათბურთის ფედერაციაში შემოვიდა პროტესტის წერილები.

განხილვას ესწრებოდნენ მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელები: ანტონ კაზანჯიანი (მსაჯთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი), პაატა ლობჟანიძე (მსაჯთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), მაკა კუპატაძე (მსაჯების ინსტრუქტორი), ამ მატჩებზე მომუშავე მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე, მალხაზ ანდღულაძე, კახა კუპატაძე, ხათუნა გაბედავა და კომისრები: თენგიზ ქიქოძე, როლანდ გელოვანი, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარ ოქმში სადაო და საეჭვო მომენტები, გამოკითხულ იქნა მსაჯთა მოსაზრებები, თუ რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილებები.

ნანახი და გარჩეულ იქნა სამივე მატჩის ვიდეო ჩანაწერები; აქცენტი გაკეთდა იმ სადაო საკითხებზე, რაც იყო საეჭვო გუნდის ხელმძღვანელობის და მოთამაშეების აზრით, რის შემდეგაც კომისრების, კომპეტენტური პირების და იქ დამსწრე მსაჯების მიერ იქნა აღნიშნული, რომ მსაჯებს ჰქონდათ გარკვეული შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომებს თამაშის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

შესაბამისად მსაჯთა კავშირის მიერ მსაჯებს საკუთარ შეცდომებზე მიეცათ გარკვეული მითითებები, რათა მომავალი თამაშებისთვის შეცდომები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. კალათბურთის ოფიციალური წესების მიხედვით, არცერთი გუნდის მოთამაშეს, მწვრთნელს და გუნდის თანმხლებ პირებს არ აქვთ უფლება არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ თამაშის მსაჯს, კომისარს და მსაჯ მდივნებს.

აღნიშნული წესის დარღვევის გამო ოლიმპი-ქუთაისი-ს თამაშის მე-2 პერიოდის დამთავრებამდე 7:41 წუთით ადრე ოლიმპის მოთამაშე ლაშა გამყრელიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯ გურამ მიქელაძეს, შესაბამისად მსაჯისგან მიიღო ტექნიკური შენიშვნა, რის შემდეგაც მან განმეორებით მიაყენა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ის მსაჯის მიერ იქნა გაძევებული მოედნიდან, ამის საფუძველზე ქუთაისის გუნდმა შეასრულა 4 (ოთხი) საჯარიმო სროლა.

კალათბურთის ოფიციალური წესების მიხედვით ამ ოთხი სროლიდან ორი სროლა იყო პირველი ტექნიკური შენიშვნისთვის, ხოლო შემდეგი ორი კი გაძევებისათვის. ასევე წესების მიხედვით (39.2.1.) არცერთი გუნდის სათადარიგო მოთამაშეებს და გუნდის თანმხლებ პირებს არ აქვთ უფლება დატოვონ სათადარიგო ზონა და შევიდნენ მოედანზე, გარდა მწვრთნელის ან მწვრთნელის ასისტენტისა.

აღნიშნული წესის დარღვევის გამო თსუ-არმია-ს თამაშის მსვლელობისას სათადარიგო მოთამაშეები დისკვალიფიცრებულ იქნენ თამაშიდან მსაჯ დავით ბერეკაშვილის მიერ.

მსაჯების გადაწყვეტილება ამ ორ სადაო ეპიზოდთან დაკავშირებით იყო აბსოლიტურად გამართლებული და შეესაბამებოდა კალათბურთის ოფიციალურ წესებს. რაც შეეხება დინამო-შსს-ს თამაშს - ნანახი იქნა აბსოლუტურად ყველა საეჭვო ეპიზოდი და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მსაჯების გადაწყვეტილებას გავლენა არ მოუხდენია თამაშის შედეგზე.

ამ მატჩის განმეორებითი განხილვა შედგება 15.11.11 მსაჯთა კავშირის და საკალათბურთო კლუბ შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, კლუბის მიერ კალათბურთის ფედერაციაში შემოტანილი საპროტესტო წერილის საფუძველზე. (სუპერლიგის ყოველი ტურის შემდეგ ორშაბათს ტარდება განხილვა განვლილი ტურის შესახებ, რომელსაც ატარებს მსაჯთა კავშირი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს აღნიშნულ განხილვებს) საქართველო კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო - ტექნიკური კომისიის სხდომის ოქმი №1 - სხდომას ესწრებოდნენ, კომისიის წევრები: გ. მიქაძე, გ. ბიჭიაშვილი, ა. კაზანჯიანი, ვ. ლომაძე, ა. მეგრელაძე; მოწვეულთაგან: გ. ზაბახიძე, გ. სანაძე დღის წესრიგი 1. 2011 წლის 12 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, სუპერლიგის მატჩის მსვლელობისას ქუთაისის გუნდსა და "ოლიმპს" შორის, მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მოისმინეს: განიხილეს მომხდარი ინციდენტი, აგრეთვე მსაჯის გ. მიქელაძის მოხსენებითი ბარათი (თამაშის კომისრის მ. რატიშვილის მინაწერით), საიდანაც ირკვევა, რომ "ოლიმპის" მოთამაშემ ლ. გამყრელიძემ თამაშის მეორე პერიოდში მსაჯს გ. მიქელაძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოითხოვდა დაენიშნა მეტოქისთვის მის წინააღმდეგ თითქოს და ჩადენილი ჯარიმის დანიშვნას. ამისთვის მსაჯმა სავსებით სამართლიანად დააჯარიმა ტექნიკურით.

მსაჯის მოქმედებით არშფოთებულმა ლ. გამყრელიძემ განმეორებით მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცყოფა, რისთვისაც გაძევებულ იქნა მოედნიდან. გამოვიდნენ: კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ლ.გამყრელიძემ საერთოდ დისციპლინირებული მოთამაშეა და არ ახასიათებს მსგავსი საქციელი, მაგრამ როგორც გუნდის ლიდერსა და საქართველოს ნაკრების წევრს მსაჯებთან ურთიერთობაში მართებს თავდაჭერილობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის წევრებმა მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოთამაშისათვის განესაზღვრათ დებულებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.

დაადგინეს: "ოლიმპის" მოთამაშე ლ. გამყრელიძე დებულების 22.1.1 მუხლის თანახმად დისკვალიფიცირებულია ერთი თამაშით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 (ორასი) პირობითი ერთეულის ოდენობით.

სკფ-ს სადისციპლინო კომიტეტის თავჯდომარე გ.მიქაძე. 15 ნოემბერი, 2011 წელი

gbf.ge

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა