რა ეშველება ახლა ამ საქმეს? არც არაფერი - ინგლისის ნაკრები ბარგს ალაგებს და შინ გასამგზავრებლად ემზადება. ეს არ იყო გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობის მოგების პრეტენზია უნდა ჰქონოდა, გამომდინარე იმ თამაშიდან, რაც მუნდიალზე ჩატარებულ ოთხ მატჩში აჩვენაო, - დაახლოებით ამგვარი შეფასება გააკეთა ინგლისურმა მედიამ...

რა ეშველება ახლა ამ საქმეს? არც არაფერი - ინგლისის ნაკრები ბარგს ალაგებს და შინ გასამგზავრებლად ემზადება. ეს არ იყო გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობის მოგების პრეტენზია უნდა ჰქონოდა, გამომდინარე იმ თამაშიდან, რაც მუნდიალზე ჩატარებულ ოთხ მატჩში აჩვენაო, - დაახლოებით ამგვარი შეფასება გააკეთა ინგლისურმა მედიამ. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა რეფერისა და მისი ასისტენტის მიერ დაშვებულ შეცდომას (არა მგონია, ზუსტი შეფასება იყოს), მაგრამ ინგლისელები მარცხის მთავარ მიზეზს სხვაგან ეძებენ და მართალიცაა...

ბედის ირონიაა - ისევ ინგლის-გერმანიის დაპირისპირება, ისევ ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი... მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება. 44 წლის წინ, ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შვეიცარიელმა არბიტრმა გოტფრიდ დინსტმა ასისტენტ ტოფიკ ბახრამოვთან მოთათბირების შემდეგ საკამათო გოლი ჩათვალა - 101-ე წუთზე ჯეფ ჰერსტის დარტყმა ხარიხას მოხვდა, მიწაზე დაეშვა და... გადაკვეთა თუ არა კარის ხაზი, ამაზე დღემდე არ წყდება კამათი - გერმანელები, რა თქმა უნდა, ამტკიცებენ, რომ არ გადაუკვეთავს, ინგლისელებმა არქივები წამოწიეს და გადაიღეს ფილმი, რომელშიც "ჩანს, რომ ნაღდი გოლია"... მაშინ არ იყო საშუალება, მომენტი სხვადასხვა რაკურსით ენახა კაცს, ამიტომაც გაძნელდა მტყუან-მართლის გარკვევა...

მაგრამ ახლა... შეიძლება ბევრმა ისიც თქვას, რომ ინგლისელებს ცოდვამ უწიათ. მაგრამ რა დააშავეს ინგლისელებმა? ან მაშინ გერმანელებმა? პრობლემა, რა თქმა უნდა, მსაჯებშია. ამ პრობლემის გადაწყვეტა ფიფას ხელშია - ვიდეორეფერის შემოღება, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ, გაცვეთილ დოგმებზე ნაშენებ ორგანიზაციას ცოცხალი თავით არ უნდა ცვლილებებზე წასვლა. ადამიანური ფაქტორი იკარგებაო, - ერთსა და იმავეს იმეორებს ზეპ ბლატერი. მაგრამ მეხუთე მსაჯი? რომელიც ევროპის ლიგაში გამოსცადეს და წარმატებაც უწინასწარმეტყველეს?

კაცმა რომ თქვას, გერმანია-ინგლისის მატჩში ისეთი რამ მოხდა, ამის დაფიქსირებას ვიდეორეფერი არც სჭირდებოდა. აი, არგუმენტი, რომელსაც ფიფა ააფრიალებს. მგონი, ამ ყბადაღებული ვიდეორეფერის ამბავი კიდევ დიდი ხნით გადაიდო. ამიტომ ახლა ასე მოხდება - დაისჯება პატივცემული ურუგვაელი არბიტრი ხორხე ლარიონდა თავის ასისტენტიანად (მაურიოსი ესპინოსა, რომელიც უპირველესი პასუხისმგებელია ალბათ) და იმავე ბახრამოვის, ბაირონ მორენოს (სამხ. კორეა-იტალია 2002 წელს), ჯამალ ღანდურისა (სამხ. კორეა-ესპანეთი ასევე 2002 წლის მუნდიალზე) და სხვა ოდიოზური კოლეგების გვერდით დაიდებს ბინას საფეხბურთო ისტორიის ნეგატივებში...

პაატა გელაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა