"ჰოფენჰაიმის" შეფები ამ უქმეებზე მარტო იმიტომ კი არ ხარობდნენ, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვერდერი" 4:1 რომ გაანადგურეს, არამედ...

"ჰოფენჰაიმის" შეფები ამ უქმეებზე მარტო იმიტომ კი არ ხარობდნენ, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვერდერი" 4:1 რომ გაანადგურეს, არამედ, ყველაზე მეტად ის უხაროდათ, რომ შაბათს ძალიან ბევრი ფული იშოვეს. საქმე იმაშია, რომ "სოფლელთა" 23 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი კარლოს ედუარდო ყაზანის "რუბინში" 20 მილიონ ევროდ გაიყიდა - ახალგაზრდა ფლეიმეიქერმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. მასზე უფრო ძვირად, ბუნდესლიგიდან სხვა ქვეყანაში, აქამდე მხოლოდ ორი ფეხბურთელი გაიყიდა: ოუენ ჰარგრივსი (25 მილიონად, "ბაიერნიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში") და დიეგო (24.5 მილიონად, "ვერდერიდან" "იუვენტუსში").

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "რუბინმა" კარლოს ედუარდოში უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე მადრიდის "რეალმა" მესუთ იოზილში (18 მილიონი). ბრაზილიელი ნამდვილად კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მასში 20 მილიონის გადახდა აშკარად მეტისმეტია...

კარლოს ედუარდო "ჰოფენჰაიმში" 2007 წელს, "გრემიოდან" გადავიდა და მაშინ "სოფლელებმა" ამ ფეხბურთელში 7 მილიონი გადაიხადეს. სამი წლის მანძილზე მან ბუნდესლიგაში 58 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელი მანო მენეზესი კარლოს ედუარდოს ძალიან აქებს და "სელესაოში" მის გამოძახებას ხშირად აპირებს, აქამდე კი, 23 წლის ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

კარლოს ედუარდოს "ჰოფენჰაიმის" თავკაცი რალფ რანგნიკი მუდმივად აქებდა ხოლმე და ახლაც, ტრანსფერის შემდეგ, ამბობს, რომ ამ ფეხბურთელის წასვლა "ჰოფესთვის" დიდი დანაკლისია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კარლოს ედუარდოს პრობლემებიც ხშირად ჰქონდა, არაერთხელ "უცელქია" და დისკვალიფიკაციებიც ჰქონდა. რაც შეეხება ფასს: მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინისთვის" ფული პრობლემას არ წარმოადგენს. "რუბინისთვის" მთავარი ის არის, რომ როგორმე ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში გადასვლაზე დაიყოლიოს ხოლმე. კარლოს ედუარდომდე, რუსეთის ჩემპიონმა "ვოლფსბურგიდან" ნიგერიელი ობაფემი მარტინსიც იყიდა - 9 მილიონად.

"ჰოფენჰაიმი" კარლოს ედუარდოში აღებულ დიდ ფულს სავარაუდოდ შტუტგარტელ სებასტიან რუდიში (ეს უკანასკნელი გუშინ ჰოფენჰაიმში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა) და "ჰერტას" ფორვარდ ადრიან რამოსში დახარჯავს.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს