ამ დღეებში იოზეფ ბლატერმა რასიზმთან ბრძოლის თემაზე სალაპარაკოდ მოიცალა (თუმცა ამისთვის როდის არ სცალია?) და ისეთი რამ წამოცდა, რომ დაუყოვნებლივ მოუხდა თავის მართლება
ამ დღეებში იოზეფ ბლატერმა რასიზმთან ბრძოლის თემაზე სალაპარაკოდ მოიცალა (თუმცა ამისთვის როდის არ სცალია?) და ისეთი რამ წამოცდა, რომ დაუყოვნებლივ მოუხდა თავის მართლება და თავისი სიტყვების განმარტება. რა გახდა მიზეზი ასეთი დაუფიქრებელი ფრაზის წამოსროლისა, არავინ იცის. ბლატერმა სიტყვა სიტყვით შემდეგი განაცხადა, რასისტული ინციდენტები ფეხბურთელებს შორის ხელის ჩამორთმევით უნდა გადაწყდესო. აი, რანაირად განმარტავს ბლატერი თავის ნათქვამს: “მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ რასიზმთან თუ დისკრიმინაციის სხვა ფორმებთან ბრძოლაში მთელი ძალებით უნდა ჩავერთოთ. ბოლო წლებში პირადად ვუდექი სათავეში ბრძოლას ამ მავნე მოვლენის წინააღმდეგ. ყველაფრის მიუხედავად უნდა გამოვტყდეთ, რომ ფეხბურთში მას ბოლომდე ვერ ვძლიეთ. თუმცა რასიზმის არსებობა ჩვენს სამყაროში არც არასოდეს გვიცდია, რადგან თავისი არსით ის ძალიან მნიშვნელოვანია. რასიზმი ზოგადად უარყოფით გავლენას ახდენს სპორტულ სამყაროზე. ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაუღალავად განვაგრძოთ, რათა ბოლომდე აღმოვფხვრათ, მას როგორც შავ ჭირს ისე უნდა ვებრძოლოთ”.

ინგლისელ ფუნქციონერებსა და იოზეფ ბლატერს შორის შავმა კატამ რა ხანია გაირბინა და ამის მიზეზი გულშემატკივარმა მშვენივრად იცის. პირველებს რასიზმზე ფიფას პრეზიდენტის ორაზროვანი ფრაზის მოსმენაღა უნდოდათ... ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გორდონ ტეილორმა ფიფას შეფს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დიდი ხანია, მოვიდა დრო, რომ ბლატერმა პოსტი მიშელ პლატინის დაუთმოსო და იქვე დაამატა: “როცა უყურებ, რა დონის კორუფციაა ფიფაში, გახსენდება, რომ სწორედ მან მოუწოდა სექსუალურ უმცირესობებს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებისგან თავი შეიკავეთო, უსმენ, რა დამამცირებელი ტონით ლაპარაკობს ქალთა ფეხბურთზე და რა კატეგორიულად უარყოფს ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებას, მიდიხარ დასკვნამდე, რომ მან თავისი დრო უკვე მოჭამა და დროა, პენსიაზე გავიდეს. ბლატერის ბოლო ფრაზა რასიზმთან ბრძოლის გზებზე ის ბოლო წვეთი იყო, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა