მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან ბრწყინვალე გამარჯვებამ (3:0) საფეხბურთო გერმანია მეცხრე ცაზე აისროლა, თუმცა ეს მხოლოდ ამ მოგებას არ გამოუწვევია
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან ბრწყინვალე გამარჯვებამ (3:0) საფეხბურთო გერმანია მეცხრე ცაზე აისროლა, თუმცა ეს მხოლოდ ამ მოგებას არ გამოუწვევია. მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად თამაშის შემდეგ, ბუნდესგუნდმა ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლიც იდეალურად ჩაატარა (ყველა თამაში მოიგო) და ამხანაგურ მატჩებშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გერმანელები თამამად ფიქრობენ ევროპის ჩემპიონობაზე. ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კი მთელი ეს ეიფორია და კმაყოფილება ერთ წინადადებაში ჩაატია - „გამიხარდებოდა, ევროპის ჩემპიონატი ხვალ რომ იწყდებოდეს!“ - თქვა მან ჰოლანდიასთან გამარჯვების შემდეგ.

მიზეზი ისაა, რომ ბუნდესგუნდი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ზუსტად 225 დღეა დარჩენილი. გაზეთმა „ბილდმა“ საყოველთავო გამოკითხვა ჩაატარა და ცხადყო, რაზე ოცნებობს საფეხბურთო გერმანია. ცხადია, უმთავრესი ოცნება ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ ესეც არ იკმარეს და გერმანელებმა ტიტულისკენ მიმავალი გზაც იდეალური დახატეს.

პირველი ოცნება: სიკვდილის ჯგუფი

ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება და თუ ოცნებაა, ოცნება იყოსო – გერმანელებს სურთ, რომ იოახიმ ლიოვის გუნდმა სიკვდილის ჯგუფი გადალახოს. საუკეთესო შემთხვევაში, მეტოქეებად ჰოლანდიას, პორტუგალიას და საფრანგეთს ნატრობენ, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ ახლა აღარავის და არაფრის ეშინიათ. ცხადია, ოცნებობენ ასეთ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზე და აქედან გამომდინარეობს მეორე ოცნებაც...

მეორე ოცნება: ჰოლანდიის ჯგუფში ჩატოვება

ჯგუფში სამივე თამაშის მოგება უნდათ და ამასთან, სურთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვონ. არც ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატებები ავიწყდებათ: მაგალითად, მიროსლავ კლოზემ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი (69 გოლი გერმანიის ნაკრებში) სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა დაამხოსო.

მესამე ოცნება: შურისძიება იტალიაზე, მეოთხედფინალში

ზოგადად, გერმანელებს არაფერი ავიწყდებათ და რა დაავიწყებთ 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალს, რომელშიც იტალიის ნაკრებისგან ყველა დროის ყველაზე მტკივნეული მარცხი (გოლები 119-ე და 120-ე წუთებზე) იგემეს. ის მარცხი გერმანელებისთვის ორმაგად მტკივნეული იმის გამო იყო, მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიაში მიმდინარეობდა. იმ შემადგენლობიდან ბუნდესგუნდში დღესაც თამაშობენ კლოზე, შვაინშტაიგერი, მერტეზაკერი და პოდოლსკი – რომლებმაც „სკუადრა აძურასთან“ არნახული მონდომებით უნდა ითამაშონ. რაც ყველაზე საინტერესოა, გერმანელები იტალიასთან მხოლოდ 1:0-ით გამარჯვებაზე ოცნებობენ – მართალია, მეტი შეგვიძლია, მაგრამ ეგენი უნდა ვაწვალოთო...

მეოთხე ოცნება: ინგლისის დამარცხება ნახევარფინალში

ნახევარფინალში კი ინგლისის ნაკრების გამწარება სურთ, ოღონდ თერთმეტმეტრიანების სერიაში. 1996 წელს ბუნდესგუნდმა ინგლისს ასევე ნახევარფინალში მოუგო და სხვათა შორის, მაშინაც პენალტებით. გერმანიის ნაკრების მაშინდელი მეკარე ანდრეას კიოპკე კი დღეს ბუნდესგუნდის მეკარეების მწვრთნელია.

მეხუთე ოცნება: ტრიუმფი ესპანეთთან, ფინალში

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე გერმანიამ ფინალში ესპანეთთან 0:1 წააგო. იგივე განმეორდა 2010 წლის მუნდიალზეც, ოღონდ ნახევარფინალში. ასე რომ, ამჯერად, ფინალურ მატჩში გერმანელებს სწორედ ესპანეთზე შურისძიება, თანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის 4:0 განადგურება სურთ. ამ ყველაფრითაც არ კმაყოფილდებიან და უნდათ, რომ მიროსლავ კლოზე გახდეს ევროპის ჩემპიონატის პირველი გერმანელი ბომბარდირი კარლ-ჰაინც რიდლეს შემდეგ (1992), ხოლო მარიო გიოტცე კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარონ...

ოცნებაც ეხერხებათ – ესეც ფაქტია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zwigden
ხაილ ბატონებო!!.. ზიგ ხაილ.. მხარს გიჭერთ ყველას წინააღმდეგ, განსაკუთრებით იტალიის და საფრანგეთის.. ოღონდ ესპანეთს ვერა პაპი! 4:0 და თან "შურისძიება" ზედმეტია, იმიტომ რომ სამართლიანად გიგებდათ ყოველთვის და არაფერი გაქვთ შურისსაძიებელი კარგი თამაშის გარდა, თვით ლიოვის სიტყვებს გავიმეორებ: "რომ არა ბრწყინვალე ესპანეთის ნაკრები, გერმანია ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში ხელს ვერავინ შეუშლიდაო". გერმანიას საფეხბურთო სისტემა და ინფრასტრუქტურა საათივით აქვს აწყობილი და მოწესრიგებული, მაგრამ ფილოსოფიაში ჩამორჩება ესპანელებს )
Givi
იტალიას გადაუღუნავენ კი არა სადაც დაიჭერენ იქ მ*****ენ,აი ესპანეთს მართლა არა მგონია რო გაუქაჩონ,რახან ამხანაგურები წააგო იტალიასთან და ინგლისთან დაიწყეს უკვე ლაპარაკი ესპანეთი აღარ ვარგაო,არადა ჯგუფში რო მოხვდნენ ერთად ინგლისი და ესპანეთი 5-0 კაკ მინიმუმ დაადებენ :D
cavalier
იტალიას და ესპანეთს არ გადაუღუნონ რა.ესპანელები ამხანაგურზე რომ არ იკლავენ თავს ჰგონიათ ფორმა დაკარგეს და ვერ თამაშობენ
cenZURA
1:0 და პენალტებში მოგებას, მირჩევნია ყველა გამანადგურებლად მოიგონ :))) დღეს რომ ჩატარდეს ჩემპიონატი, გერმანიას კონკურენტი არ ეყოლებოდა, თუნდაც მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ რა იქნება 2012-ში, ვნახოთ. იმედია ფორმას შეინარჩუნებენ
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა