უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა ბერძნულ გრანდს "ოლიმპიაკოსს", რომელიც ერთი მოგებით შეხვდა "ნანსისთან" საშინაო შეხვედრას
გუშინ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური ხუთი მატჩით გაიხსნა.

100-პროცენტიანი მაჩვენებლით აგრძელებს B ჯგუფში ლიდერობას მოსკოვის ცსკა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას შინ - ესპანეთის "უნიკახასთან" მიაღწია.

შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო - სტუმრებმა პირველი მეოთხედი 14:12 მოიგეს, მაგრამ ფავორიტმა მეორე მეოთხედში გამოასწორა სიტუაცია - 7 ქულა მოუგო "უნიკახას" და დიდი შესვენებისთვის დაწინაურდა - 34:29. მოსკოველებმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მესამე მეოთხედში მიაყენეს, როცა 10-წუთიანი მონაკვეთი 16 ქულით მოიგეს - 28:12.

თითქოს ბოლო ათწუთეული ფორმალობად იქცა, მაგრამ "უნიკახამ" გაიბრძოლა და საფინალო სირენამდე წუთით ადრე 21-ქულიანი ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ტურნირის ფავორიტმა მეტოქე უფრო ახლოს არ მიუშვა და 11 ქულით გაიმარჯვა - 77:66.

გამარჯვებულთა რიგებში ორი კალათბურთელი უნდა გამოვყოთ - სერბმა მილოშ ტეოდოშიჩმა 19 ქულა დააგროვა, ანდრეი კირილენკოს კი ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - მის ანგარიშზე 17 ქულა და 9 მოხსნა მოდის.

ცსკა B ჯგუფს ხუთიდან ხუთი მოგებით ლიდერობს, "უნიკახა" სამი მოგებით მესამე ადგილზეა.

ზაგრებში, დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის დარბაზში B ჯგუფის ორი აუთსაიდერი ხვდებოდა ერთმანეთს - აქამდე მოუგებელი "ზაგრები" კაუნასის "ჟალგირისს" მასპინძლობდა.

პირველ ტაიმში მასპინძლების მცირე უპირატესობა შეიმჩნეოდა და "ზაგრებმა" დიდი შესვენებისთვის 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მთლიანად ჩააგდო მესამე მეოთხედი. ლიტვურმა გრანდმა ეს 10-წუთიანი მონაკვეთი 7 ქულით მოიგო და სამი ქულით გავიდა წინ. ამის შემდეგ ქულა ქულაში თამაში წავიდა და ბოლოს უფრო იღბლიანი "ზაგრები" გამოდგა, რომელმაც საბოლოო ორი ქულით გაიმარჯვა - 80:78.

ხორვატების რიგებში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი კრუნოსლავ სიმონი იყო. "ჟალგირისში" ორმაგი დუბლი შეასრულა იანკუნასმა - 24 ქულა და 11 მოხსნა.

ხუთი ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო მოგება აქვს.

სამი მატჩი გაიმართა A ჯგუფში და ერთ-ერთში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ესპანურ დერბიში ჯგუფის ლიდერმა "კახა ლაბორალმა" საკუთარ მოედანზე "ბილბაოსთან" წააგო.

სტუმრებმა კარგად დაიწყეს მატჩი და პირველ მეოთხედში 8 ქულით შეძლეს დაწინაურება. მთელი დარჩენილი დრო "კახა ლაბორალმა" მეტოქის დევნას მოანდომა და თითქოს მიაღწია კიდეც საბოლოო მიზანს. საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე მირზა ტელეტოვიჩის სამქულიანით მასპინძლებმა ოთხი ქულით შეძლეს წინ გასვლა - 75:71.

მაგრამ დარჩენილ დროში "ბილბაომ" შეძლო ამ ჩამორჩენის გაბათილება, ხოლო ბოლო წუთზე კოსტას ვასილიანდისმა ისევ წინ გაიყვანა სტუმართა გუნდი, შეხვედრას წერტილი კი მარკო ბანიჩმა დაუსვა - 89:84 "ბალბაოს" სასარგებლოდ.

წაგების მიუხედავად, "კახა ლაბორალმა" შეინარჩუნა ჯგუფში ლიდერობა, თუმცა მას კონკურენტები წამოეწივნენ. "ბილბაომ" კი მეორე მოგებით გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა.

"კახა ლაბორალის" გასწრების კარგი შანსი ჰქონდა იტალიის "კანტუს", რომელშიც ქართველები - მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი გამოდიან. მათ ამ დღეს 8-8 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს, შერმადინმა 6 მოხსნაც გააკეთა.

სტუმრად "ფენერბაჰჩესთან" მატჩში "კანტუმ" სამი ქულით მოიგო პირველი ტაიმი, მაგრამ მესამე მეოთხედი ჩააგდო და მეტოქეს ოთხი ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა. თავის მხრივ, ბოლო მეოთხედში "ფენერბაჰჩემ" ვერ განავრცო ეს უპირატესობა და ბოლო წამებზე ნიკოლას მაცარინოს სამქულიანით სტუმრებმა შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს.

იქ კი გადამწყვეტი სიტყვა თქვა "ფენერბაჰჩეს" შვეიცარიელმა ლეგიონერმა ტაბო სეფოლოშამ, რომელმაც გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს ოვერტაიმი 12:10 მოაგებინა.

ხუთი ტურის შემდეგ "ფენერბაჰჩესა" და "კანტუს" 3-3 მოგება აქვთ და "კახა ლაბორალთან" ერთად ლიდერობენ A ჯგუფს.

უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა ბერძნულ გრანდს "ოლიმპიაკოსს", რომელიც ერთი მოგებით შეხვდა "ნანსისთან" საშინაო შეხვედრას. ბერძნებმა მთავარი ამოცანა გადაწყვიტეს - შეძლეს ფრანგების ლიდერის ნიკოლა ბატუმის ნეიტრალიზაცია. ამ უკანასკნელმა მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვა.

სამაგიეროდ, "ნანსიმ" ვერაფერი დაუპირისპირა ვასილის სპანულისს, რომელმაც 26 ქულა დააგროვა და სწორედ მისი მონდომებით "ოლიმპიაკოსმა" 91:78 მოიგო.

A ჯგუფი

ფენერბაჰჩე-კანტუ 85:83 (ო)

17:19, 15:16, 24:17, 17:21, 12:10

ფ: ომერ ონანი (18), სეფოლოშა (14+7 მოხსნა), ოგიუზ სავაში (13+5 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (12), უკიჩი (12+5 მოხსნა), ვიდმარი (10+6 მოხსნა).

კ: მაცარინო (12), ბაზილე (12), მარკონატო (11), ლეინენი (11+6 მოხსნა), ლაიტი (9), მარკოიშვილი (8), მიჩოვი (8+6 მოხსნა), შერმადინი (8+6 მოხსნა).

კ. ლაბორალი-ბილბაო 84:89

17:25, 19:16, 26:25, 22:23

კ-ლ: ტელეტოვიჩი (26+8 მოხსნა), პრიჯიონი (17+4 პასი+3 ჩაჭრა), სან ემეტერიო (13+3 ჩაჭრა), სერაფინი (9+6 მოხსნა).

ბ: ვასილიადისი (21), მუმბრუ (14), ბანიჩი (12), დ. ფიშერი (10+7 მოხსნა), ჯექსონი (8+3 ჩაჭრა).

ოლიმპიაკოსი-ნანსი 91:78

30:22, 10:14, 27:16, 24:26

ო: სპანულისი (26+6 პასი), პელეკანოსი (11+5 მოხსნა), გლინიადაკისი (10), პრინტეცისი (9+5 მოხსნა).

ნ: მოერმანი (20+6 მოხსნა), ლინეგენი (17), შულერი (15), ბატუმი (9).

მ წ +/-

1. კ. ლაბორალი 3 2 7

2. კანტუ 3 2 7

3. ფენერბაჰჩე 3 2 -1

4. ოლიმპიაკოსი 2 3 2

5. ბილბაო 2 3 -6

6. ნანსი 2 3 -9

B ჯგუფი

ზაგრები-ჟალგირისი 80:78

21:20, 19:16, 17:24, 23:18

ზ: სიმონი (22), ჰეიტველტი (17), კასუნი (11+5 მოხსნა), მეი (10+7 მოხსნა), მულაომეროვიჩი (10).

ჟ: იანკუნასი (24+11 მოხსნა), პოპოვიჩი (11), რაკოვიჩი (10), კალნიეტისი (8), დელინინიკაიტისი (8).

ცსკა-უნიკახა 77:66

12:14, 22:15, 28:12, 15:25

ც: ტეოდოშიჩი (19+4 პასი), კირილენკო (17+9 მოხსნა+6 ჩაჭრა+3 დაფარება), კრსტიჩი (12+7 მოხსნა), შვედი (10), ვორონცევიჩი (8).

უ: ფრილენდი (14+9 მოხსნა), დარდენი (13+5 მოხსნა), ვალტერსი (13+3 ჩაჭრა), როულენდი (12+3 ჩაჭ

მ წ +/-

1. ცსკა 5 0 88

2. პანათინაიკოსი 3 1 55

3. უნიკახა 3 2 -10

4. ბამბერგი 1 3 -1

5. ჟალგირისი 1 4 -28

6. ზაგრები 1 4 -104

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს