დევდარიანის გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გაეზრდება, თუ უეფა ჯგუფის მასპინძლობის უფლებას მოგვცემს

29 ნოემბერს წილისყრა გაარკვევს, ვის შეხვდება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში, სადაც გიორგი დევდარიანის გუნდის გარდა, გავიდნენ პორტუგალია, უნგრეთი, ბოსნია, ირლანდია, რუმინეთი, იტალია, ნორვეგია, კვიპროსი, ჩეხეთი, სერბეთი, ისრაელი, უკრაინა, შვეიცარია, გერმანია, ჩერნოგორია, ბელგია, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ხორვატია, ჰოლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი.

ამათგან ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი ელიტრაუნდში ავტომატურად დაუშვეს - პირველი ევროპის ჩემპიონობის, მეორე ექსჩემპიონობის, მესამე კი საუკეთესო რეიტინგის გამო. ისრაელი ელიტრაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა.

ელიტრაუნდში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. ფინალური ტურნირი მომავალი წლის ივლისში ესტონეთში ჩატარდება.

ელიტრაუნდამდე ძლიერი საფეხბურთოინტერნეტკაზინო ლარივინი</spaj> ქვეყნების რამდენიმე ნაკრებმა ვერ გააღწია: რუსეთმა, ბულგარეთმა, შვედეთმა, პოლონეთმა, შოტლანდიამ, სლოვაკეთმა.

ჯერ არ გარკვეულა, რომელ კალათში მოვხვდებით წილისყრისას. სავარაუდოდ, მესამეში ან მეოთხეში. ხელსაყრელ წილისყრასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი იმ შემთხვევაშიც გაიზრდება, თუ უეფა ჯგუფის მასპინძლობის უფლებას მოგვცემს. სავსებით რეალურია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს საკითხი ან 19-წლამდელებში, ან 17-წლამდელებში გაიტანოს.

ბოლოს კი შემოგთავაზებთ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მიერ პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული მატჩების შესახებ:

* საქართველოს ნაკრებიდან ორი გოლი არავის გაუტანია. თითო ბურთია ლაშა პარუნაშვილის, გიორგი ჭანტურიას, დავით სხირტლაძისა და ვალერი ყაზაიშვილის ანგარიშზე. ორი ავტოგოლი მეტოქეებმა "შეგვაწიეს";

* თითო საგოლე გადაცემა შეასრულეს ჭანტურიამ და პარუნაშვილმა;

* მეტოქეთა კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ - 7-ჯერ, ყაზაიშვილმა დაარტყა, 4 დარტყმაა ჭანტურიას ანგარიშზე;

* თამაშგარე მდგომარეობაში 5-ჯერ მოხვდა ყაზაიშვილი, 3-3-ჯერ - ჭანტურია და სხირტლაძე;

* საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან არავინ გაუძევებიათ;

* ორი გაფრთხილება მიიღო არჩილ ტვილდიანმა, თითო - ვარლამ კილასონიამ, დავით ხოჭოლავამ, ნიკა სანდოხაძემ, ჭანტურიამ, სხირტლაძემ და პარუნაშვილმა;

* ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტჯერ - 12-ჯერ, სხირტლაძე დაჯარიმდა, 7-7-ჯერ - ჭანტურია და მერაბ გიგაური;

* საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი - 9 ჯარიმა ყაზაიშვილმა მოუტანა, 8-8 - პარუნაშვილმა და თორნიკე გრიგალაშვილმა;

* საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა (საშუალოდ მატჩში 2);

* 2 გოლი მიიღო (საშუალოდ მატჩში 0,67);

* კარის ჩარჩოში 17-ჯერ დაარტყა (საშუალოდ მატჩში 5,67);

* 22 კუთხური ჩააწოდა (საშუალოდ მატჩში 7,33);

* 46-ჯერ დაჯარიმდა (საშუალოდ მატჩში 15,33);

* მთელ ევროპაში ყველაზე მეტი, 55 ჯარიმა მოიპოვა (საშუალოდ მატჩში 18,33);

* ქართველმა 19-წლამდელებმა 8 გაფრთხილება მიიღეს (საშუალოდ მატჩში 2,67)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Aleqsa
"მთელ ევროპაში ყველაზე მეტი, 55 ჯარიმა მოიპოვა" ეს მეტად საგულისხმო მონაცემია. ესეიგი ტექნიკურად კარგად ირჯებიან ჩვენი ყმაწვილები.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა