ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა გუნდის ქართველებზე საყურადღებო განცხადებები გააკეთა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა "სპორტ-ექსპრესთან" საყურადღებო განცხადებები გააკეთა.

"კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამონახა. უბრალოდ, მათთან ურთიერთობა ვერ ისწავლეს.

დღეს "ვოლგაში" სხვადასხვა ნაკრების 10 ფეხბურთელი თამაშობს, რუსეთის მეორე ნაკრების, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ისრაელისა და საქართველოსი. პრემიერლიგის დებიუტანტისთვის ეს ბევრს ნიშნავს.

...დიახ, ქართველები აღარ თამაშობენ. ეს მტკივნეული თემაა. სალუქვაძემ მესი გააჩერა, მაგრამ "ვოლგას" აღარ დასჭირდა. ეს როგორ შეიძლება?! სანამ თამაშობდა, ხოჯავა თავის პოზიციაზე შეფასებებით მხოლოდ დანის ჩამორჩებოდა.

გოგუა მართლაც რთული ხასიათისაა. ავსტრიული შეკრებიდან პირადად მე გამოვუშვი, კონტრაქტის გაწყვეტა შევთავაზე, თუ ახალი მწვრთნელის მოთხოვნებს არ შეასრულებდა. მაგრამ მისი კლასი სადავო არ არის. მაგალითად, გროზნოს "ტერეკი" ნიჟნიში პირადად გოგუამ გაარღვია. რატომ თქვა დმიტრი ჩერიშევმა სამივეზე უარი, ჩემთვის გამოცანაა", - ამბობს გოიხმანი.

"სპორტ-ექსპრესი" წერს, რომ გოიხმანმა წასვლაზე განცხადება სწორედ "ტერეკთან" მოგების შემდეგ დაწერა, რადგან ნიჟნი ნოვგოროდის სახელისუფლებო სტრუქტურებში ფეხბურთის კურატორ ვიცე-გუბერნატორ დმიტრი სვატკოვსკისთან (ხუთჭიდში ოლიმპიურ ჩემპიონთან) ურთიერთობა ვერ დაალაგა.

"სამყაროსთვის უხილავი ბრძოლის პირველი მსხვერპლი გახდა ომარ თეთრაძე. სვატკოვსკის მთავარ მწვრთნელად ანდრეი კობელევის დანიშვნა სურდა, გოიხმანი კი წარუმატებლად ლობირებდა ნალჩიკის "სპარტაკის" ყოფილ მწვრთნელს, რუსეთის მეორე ნაკრების თავკაც იური კრასნოჟანს.

საბოლოოდ, გოიხმანმა თავისი მეორე კანდიდატურის, დმიტრი ჩერიშევის დანიშვნას მიაღწია, ახლა კი გოიხმანი ამბობს, რომ ძალიან გარისკა".

"ვოლგას" ყოფილ პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, თეთრაძის გაშვებას შეცდომად ხომ არ მიიჩნევთ, მისი წასვლის შემდეგ გუნდი ერთ ადგილს ტკეპნისო.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდს სწორედ ასეთი რყევა სჭირდებოდა. რატომ არ გავუშვი თეთრაძე სეზონის დაწყებამდე? ასე არ შეიძლებოდა, ომარმა პრემიერლიგაში მუშაობა დაიმსახურა და შეკრებაზეც კარგად იმუშავა. ჩემი აზრით, გუნდი ოჯახივით უნდა ყოფილიყო. ეს რთული ამოცანა თეთრაძემ შეასრულა და თავიდან პრემიერლიგის ლიდერები ვიყავით!

მერე ყველაფერი აირია, ურთიერთობაც გაგვიფუჭდა, თანაც ყველაფერში" - იხსენებს "ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტი.

აქვე გეტყვით, რომ ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ორმხრივ შეხვედრაში "ვოლგას" ძირითადი გუნდი სათადარიგოებთან 0:1 დამარცხდა, რაც ბოლო დროს ტრადიციად იქცა. ძირითად გუნდში იყვნენ გია გრიგალავა და მათე ვაწაძე, შეცვლაზე ზურაბ არზიანმაც ითამაშა, გოგიტა გოგუა რეზერვისტებში იყო.

ბოლოს კი ერთი საყურადღებო ინფორმაცია - თბილისის "დინამოს" ფანკლუბის ვებგვერდი გოგუასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას აქვეყნებს:

გოგუა "დინამოში" ითამაშებს

ბოლო პერიოდში აქტუალურია თბილისის "დინამოში "ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელის გოგიტა გოგუას გადმოსვლის საკითხი.

გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა - მისი გადმოსვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და ფეხბურთელთან წინასწარი შეთანხმებაც მიღწეულია. აშკარაა, მისი გადმოსვლით ჩვენი გუნდი გვარიანად გაძლიერდება, გოგუამ ხომ არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში.

არ წყდება საუბრები ამავე გუნდის ფეხბურთელების, ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას გადმოსვლასთან დაკავშირებით, საინტერესოა როგორ გადაწყდება მათი ბედი და ვიხილავთ თუ არა მათ ზამთრიდან "დინამოში".

თბილისის "დინამოს" ფანკლუბს, ცხადია, სანდო წყაროზე მიუწვდება ხელი, ასე რომ, გოგუას საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშის პერსპექტივა "დინამოს" ქომაგებს ძალიან გაახარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება