საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოელის" გარშემო დიდი ვნებათღელვა ატყდა. სკოლის მიმდებარე ქუჩის მცხოვრები გულშემატკივრები დაგვიკავშირდნენ, აქაურობას რომ ყიდიან...

ებრაელი ბიზნესმენის გრანდიოზული ჩანაფიქრი: თბილისში საფეხბურთო სკოლების ქსელი იქმნება

საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოელის" გარშემო დიდი ვნებათღელვა ატყდა. სკოლის მიმდებარე ქუჩის მცხოვრები გულშემატკივრები დაგვიკავშირდნენ, აქაურობას რომ ყიდიან და თბილისი საფეხბურთო მოედნებისა და სკოლებისგან იცლება, არ გადარდებთო?!

სპორტული გაზეთის სადარდებელი სხვა რა უნდა იყოს? "ნორჩი დინამოელი" უძველესი ქართული საფეხბურთო სკოლაა და მისი გასხვისება არავის ესიამოვნებოდა. დილით, სკოლასთან აღშფოთებული ხალხი დაგვხვდა. ყველას თავისი ადარდებდა. მაგალითად, მწვრთნელები ჩიოდნენ, ბავშვები სადღა ვავარჯიშოთო და ახლობელ-მეგობრებს მოედნების დასაქირავებლად აწუხებდნენ. გაურკვეველ ხმებზე აყოლა უმადური საქმეა და დავინტერესდით, რა ხდება რეალურად "ნორჩ დინამოელში".

დაახლოებით ისეთი სურათია, როგორც ერთ ანეკდოტში: გმირი წყაროსთან მოკალათებულ ათთავიან გველეშაპს ცხრა თავს წააცლის. შეწუხებული გველეშაპი ბოლოსღა ეკითხება, რა გინდა, რას მერჩიო? წყალი მინდა დავლიოო. მერე დალიე, ვინ გიშლისო?

ამ ანეკდოტის მორალი არსებულ ვითარებასაც მიესადაგება - ჯერ იკითხე, იქნებ კარგი რამ ხდება? მაინცდამაინც ცუდი რატომ უნდა იფიქრო?

სკოლის დირექტორმა ოთარ შენგელიამ მწვრთნელები და გულშემატკივრები მოულოდნელი სიახლით დააიმედა - "ნორჩ დინამოელს" კი არ ვანგრევთ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გახდება და ტყუილად ნერვიულობთო.

რა ხდება რეალურად, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, რა მშენებლობა წამოიწყეს "ნორჩი დინამოელის" ტერიტორიაზე? ამის თაობაზე "ლელოს" ოთარ შენგელია ელაპარაკა...

სრულად იხილეთ "ლელოს" სამშაბათის ნომერში, საიტზე ოთხშაბათს 15 საათის შემდეგ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა