ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ღია წერილი დავით მუჯირს

ღია წერილი დავით მუჯირს

...აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი, ვინც პირადი შეურაცხყოფა მოგაყენა, შენზე დაბლა დგანან - ყველანაირად
პატივცემულო დავით,...არა, ამ შემთხვევაში წერილს ასეთი დასაწყისი არ უხდება, რადგან მისი ადრესატი "მუმუა". სწორედ ამიტომ და, იმის მიუხედავადაც, რომ დავით მუჯირს მხოლოდ ერთხელ შევხვდი და მასზე უმცროსიც ვარ, ამ წერილს ასე, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე და უშუალოდ დავიწყებ:

"მუმუ"

წესით, თქვენობით უნდა მომემართა, მაგრამ შენთან შენობით ლაპარაკი უფრო მეკომფორტულება - ისევ შენივე პიროვნებიდან გამომდინარე - რადგან თავად ხარ უბრალო, უშუალო და შენთან პირადად საუბრის დროსაც არ იქმნება ის ბარიერი, რომელიც ადამიანებს უმეტეს შემთხვევებში, ფაქტობრივად გვაიძულებს ხოლმე, მეორე ადამიანს თქვენობით მივმართოთ. თავიდან თქვენობით ვაპირებდი, რადგან წესია ასეთი, მაგრამ მერე ჩვენი შეხვედრა გამახსენდა, რაც შენ ნაღდად არ გეხსომება და ისეთი განცდა დამეუფლა, რომ თქვენობით მომართვით შეურაცხყოფას მოგაყენებდი. ეს კი უნიკალური განცდაა და პირდაპირ, უტყუარად ახასიათებს მეორე ადამიანს, ამ შემთხვევაში - შენ. ვფიქრობ, ამ განცდას მეტი განმარტება არ სჭირდება.

"მუმუ"

მე არ ვაპირებ იმის განსჯას, ვინ მართალია და ვინ მტყუანი შენსა და ქეცბაიას შორის, ან ვის უფრო ახლოს მიაქვს გულთან ქართული ფეხბურთის ბედი და მასთან ერთად ზოგადად საქართველოს ბედიც - პატარა პრობლემის უკან ხომ ყოველთვის უფრო დიდი პრობლემა იმალება. პირველივე წერილში, რომელიც "ლელოში" გამოაქვეყნე, ყველაფერი ცხადი და არგუმენტირებული იყო. ამას მოჰყვა ქეცბაიას სატელევიზიო პრესკონფერენცია, რამაც კიდევ უფრო ცხადჰყო სიმართლე, შენმა მეორე წერილმა კი, უბრალოდ, ამ კერძს მარილიც მოაყარა. ასე რომ, დეტალური გარჩევა საჭირო აღარ არის - თუ ამ სამი მოვლენის შემდეგ კიდევ დარჩა სულიერი, რომელმაც რამე ვერ გაიგო, ის ვერც ვეღარასოდეს გაიგებს...

დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია, ამ ყველაფრის თქმა გინდოდა, მაგრამ თავს იკავებდი, მოთმინების ფიალა კი მაშინ აგევსო, როცა გასრულებული შესარჩევი ციკლი წარმატებულად მონათლეს, რაც თვალებში ნაცრის უკიდურესად უტიფრად შეყრა, ხეპრეობის პიკი იყო. საქართველოს ნაკრებმა მთელ ციკლში გაიტანა 7 გოლი, როცა კლაუს ტოპმიოლერის ნაკრებმა მხოლოდ ფარერებს გაუტანა 9 გოლი (6:0, 3:1) - ტოპმიოლერის ნაკრებში შენც თამაშობდი და გახსოვს, რა ხდებოდა ფარერებთან 3:1-ის შემდეგ და დღეს, როცა მალტასთან სტუმრად 1:1 და საკუთარ მოედანზე მხოლოდ 1:0 (ისიც, ბოლო წუთზე გატანილი გოლით) წარმატებად შეირაცხა, რასაც მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია, მოთმინების ფიალა აგევსო. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ მეც და შენც, რა მოხდებოდა, ტოპმიოლერს რომ ეთქვა, მალტამ საკუთარ მოედანზე ფრე რომ გაგვიგოროს, მერე რაო... ალბათ ჩამოახრჩობდნენ, ქეცბაიამ კი სწორედ ეს თქვა. და შერჩა...

სხვათა შორის, ტოპმიოლერმა ერთხელ მითხრა, შეიძლება, "მუმუს" 90 წუთი არ ვათამაშებ და ზოგჯერ შეცვლაზეც არ შემყავს, მაგრამ გუნდისთვის ძალიან საჭირო ადამიანიაო. "საჭირო ფეხბურთელი" არ უთქვამს, შენს ადამიანობაზე გააკეთა აქცენტი. არადა, როგორც ფეხბურთელიც ძალიან სჭირდებოდი, რაც მერე დამიდასტურა, როცა ჩავეკითხე.

ახლა ერთი სცენაც გამახსენდა: იმ შესარჩევში უკრაინასთან გასვლით შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, ვიგებდით, მერე ვაგებდით და სადღაც მატჩის მიწურულს საჯარიმოს გარედან შენთვის ჩვეულად, მძლავრად დაარტყი, მაგრამ შოვკოვსკიმ სასწაული სეივი გააკეთა. მადლობა უკრაინელ რეჟისორებს: არ მავიწყდება შენი სახე, შენი რეაქცია - შეგეტყო, იმ დარტყმაში მთელი გული რომ ჩადე და როგორ გეტკინა, მეკარემ რომ ივარგა...

რა არ გიწოდეს ქეცბაიას სატელევიზიო პრესკონფერენციაზე: თემურმა აგდებულად დაიწყო ლაპარაკი - ეგ საერთოდ ვინააო, იაპონიის მიწისძვრის ამბავი აქედან გაიგო (?!) და იქ რა იცის, აქ რა ხდებაო (?!), ვიღაცები ასულელებენ და რაღაცებს აწერინებენო, იყენებენო... მერე ჭორიკანაც გიწოდა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. შენს აბსოლუტურად არგუმენტირებულ კრიტიკაზე კი ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ობიექტური კრიტიკა მისთვის მიუღებელი რომ არის, ეს ისედაც ვიცოდი და სწორედ ესაა მწვრთნელ ქეცბაიას პრობლემა. მერე ცხადად ჩანდა, რომ შენზე და შენს წერილზე ლაპარაკი აღარ უნდოდა. მაგრამ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თემა ისევ შემოაგდო - ვიფიქრე, რაღაც ადეკვატური მოხდება-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ამან საერთოდ გამაოგნა - გერასიმეს მუმუ უფრო ალაპარაკდებაო, რაღაც ამგვარი, ყოვლად არაადეკვატური წინადადება თქვა, რითაც შენც შეურაცხგყო და ირიბად ჩვენი გაზეთიც - ვითომცდა, რაღაც შეთქმულების მონაწილეები ვართ.

ჩვენ მხოლოდ ერთს დავძენთ: ამ წერილის მიზანი არ არის ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ანუ მუჯირსა და ქეცბაიას შორის დავაში ერთი რომელიმე მხარის, ამ შემთხვევაში ფეხბურთელის დაცვა. თუ რამ გვამოძრავებს, ეს შექმნილი ვითარების ობიექტუად წარმოჩენის სურვილია.

სხვა თუ არაფერი, გულდასაწყვეტია, რეპონდენტ ქეცბაიასთან საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავლისმნახველი ჟურნალისტიც შენზე რომ ლაპარაკობდა (მით უმეტეს, იმ დროს, როცა შენ იქ არ იყავი), თანაც, რბილად რომ ვთქვათ, აუგად მოგიხსენია და ნაცვლად იმისა, რომ რესპონდენტისთვის კითხვები დაესვა, მისდამი კრიტიკულად განწყობილი ფეხბურთელი შეურაცხგყო, მერე კი საგაზეთო სათაურების უადგილო ქილიკსაც მოჰყვა. მე მახსოვს ამ ჟურნალისტის არაერთი ჩამჭრელი კითხვა სხვადასხვა რესპონდენტებთან და გამიკვირდა, ამ შემთხვევაში უკიდურესად სუბიექტური რომ იყო.

მე ველოდი შენს მეორე წერილს, რომელიც ასევე დასაბუთებული, ობიექტური და განმარტებითი იყო. აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი, ვინც პირადი შეურაცხყოფა მოგაყენა, შენზე დაბლა დგანან - ყველანაირად. პირველ რიგში კი აზროვნების უნარით, ადამიანობით და ინტელექტით (საფეხბურთო ინტელექტზე აღარაფერს ვამბობ).

ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არა ის, ვინ ვის მხარეს დაიჭერს პრესკონფერენციაზე ან ვინ ვის მიაყენებს შეურაცხყოფას...

პატივისცემით, გოტფრიდ ლენცი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• daviti

katlego,სად წაიკითხე ჩემს ნაწერში ან ქართველი მწვრთნელების შეფასება,ან ვინ ამბობს გასაოცარი ფეხბურთელები გვყავსქო,არ მაქვს პრეტენზია,თუნდაც ამ,მართლა სუსტი ჯგუფიდან როგორ ვერ გავედითქო,მაგრამ მალტასთან სახლში,მხოლოდ ბოლო წამბზე გატანილი გოლით რომ მოიგებს,გასვლაზე სულაც ფრეს ითამაშებს,ლატვიასთან 4 ქულას დაკარგავს გუნდი და ამას მწვრთნელი,ფეხბურთელაბის დაბალ დონეს დააბრალებს სირცხვილი არაა?რა ამ ნაკრებებზე უკეთესი არჩევანი ფეხბურთელების არ გვყავს?გეთანხმები რა უბედურებაც ქართულ ფეხბურთში ხდება,დიდწილად იმ ვეტერანების "დამსახურებაა" რომლებიც წლებია სდუმან,მათი უმოქმედობის ბრალია ასეთ დღეში რომ არის ქართული ფეხბურთი.სირცხვილია დომენტისნაირი დილეტანტი რომ არის დასმული ფედერაციის პრეზიდენტათ და კაცმა არ იცის სინამდვილეში ვინ მართავს ქართულ ფეხბურთს დღეს,მაგრამ სხვას რომ ამის გამო საყვედურობს(რა ფორმით ამაზე აღარაფერს ვამბობ),განა ქეცბაიამ არ იცოდა რა და როგორ ხდება ქართულ ფეხბურთში წლების განმავლობაში?მას ხო ყველანაირ იმფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი,რატო თვითონ ერხელ არ ამოუღია ხმა?როცა თვითონ ხმას არ იღბდა და სხვას სიჩუმის გამო ბრალს უყენებს ეგაა უზნეობა.არ ვამტკიცებ ფეხბურთელბის გაყიდვის ბიზნესი აქვთთქო.მაგალითები რაც მოვიყვანე ასეთი ვარაუდის საფუძველს მაძლევს.იტალიაში კიდე არა მგონია მწვრთნელები ფეხბურთელებს უყვიროდეს და იმ ტიპის შეურაწყოფას აყენებდეს,როგორც ჩვენთან დედის გინებაა.არც ის გამიგია ყოველი უარყოფითი შედეგით დამთავრებული თამაშის შემდეგ,წარუმატებლობის ლამის ერთადერთ მიზეზად კარგი ფეხბურთელების არ ყოლას ასახელებდეს მწვრთნელი და კონტრაქტს კიდე 4 წლით აგრძელებდეს.შუშაკზე აბსოლუტურად გეთანხმები.ტოპმიოლერის ფორმაციის ნაკრები ნამდვილად არ მენატრება და მითუმეტეს არც დარსაძის,მაგრამ დამეთანხმე დღეს,ჩვენს ნაკრებში ერთადერთი ნათელი წერტილი მეკარის პოზიციაა და ამის დამსახურება უფრო მგონია მე ამ შესარჩევში დიდი ანგარიშიდ რომ არ წავაგეთ,მაგალითად ხორვატიასთან სტუმრად.

• Geo

Aleqsa ჩემო ალექს, არანაირად არ ვარ მოვალე რაიმე აგიხსნათ და ძალიან გთხოვთ, ჭორიკნები თქვენკენ მოიკითხეთ. გმადლობთ წინასწარ და ჩემგან მოკითხვა გულთბილი მათ. თვალების გახელა კი ვისაც სჭირდება, ძალიან კარგად ჩანს და კიდევ უფრო მალე გამოჩნდება. ჩემი არგუმენტები უკვე ჩამოვაყალიბე და ვისაც არ უნდა, ნუ გაიგებს, მართალი გითხრათ არც მაინტერესებს.

• jonny dilinger

მაშინ ტყუილების ლაპარაკს შეეშვით !!! არანაირ კულუალურ ინფორმაციას არ ფლობ , მე პირადად ვიცნობ მუმუს და ბევრი ადამიანი იცნობს მას პირადად და მე ჯერ არ მსმენია ვინმეს არადადებითი განწყობა გამოეხატოს მის პიროვნებაზე (ქეცბაიასგან განსხვავებით) ხოლო რაც შეეხება გაზიარებას მე ეს შენთვის არ მინდა ხალხმა მინდა ნახოს და გაიგოს თუ როგორ ხდება ნაკრების შემადგენლობის დაყენება ჯუღელის კარნახით , თქვენ ფეხბურთი არ გიყვართ გატყობთ და რაღაც სხვა მიზნები გამოძრავებთ !!! აქ მუჯირზე არც უნდა იყოს საუბარი , მან მოიყვანა არგუმენტები და პრობლემები , თუ ფეხბურთი განაღვლებთ ამ პრობლემებზე უნდა იმსჯელოთ მაგრამ თქვენ ნაცნობი ნაციონალური ხერხით გადაგაქვთ საუბარი სტატიის ავტორსა და მის პიროვნებაზე !!! ესე არაა შეთქმულია ყველა ვინც დღეს ნაც-მაცუნებს არ ეთანხმება ხო ? ხოდა ერთი კარგათ მიმოიხედე და ნახე ერთი როგორ აირჩიეს მთელი ფეხბურთის ფედერაცია ??? როგორ მოხდა რომ ახალკაცი დამნაშავეა და რეზი არველაძე იქაც იყო და აქაც არის ??? როგორ ლობირებენ ქეცბაიას ჯი-ემ-სი ჯგუფის დამფუძნებლები და ა.შ. ამიტომ ჯობია ფეხბურთზე და ქვეყანაზე იფიქროთ ვიდრე ერთ პიროვნებასა და პარტიულ დავალებებზე

• katlego

daviti ეტყობა ქეცბაია არ მოგწონს მაგრამ გადახედე წინა ეტაპებს და მითხარი ვის არ ჯობია. მე არ ვამბობ შედეგი კარგიათქო, მით უმეტეს რომ ნაკრების თამაშზე გულის შეტევა მემართება ხოლმე. ქართველი მწვრთნელი არ გვინდაო ავყვირდით, გასაოცარი ფეხბურთელები გვყავს და მწვრთნელები არ გვივარგაო, კაციშვილმა არ იცის რატომ გავაგდეთ შუშაკი, თან გადავყევით ჟირესს, შემდეგ ტოპმიოლერს, რომელმაც სადებიუტო თამაში 4:1 წააგო და გოტფრიდმა ასე დაწერა რეჰაგელსაც ეგრე დაემართა პირველად და იქნებ კარგის ნიშანი იყოსო. დანიასთან 6:1 რომ წავაGეთ ტოპიმ ესე თქვა: წავაგეთ, მაგრამ განუგრავამ ისე დაკეტა გრავესენი ფეხი არ გაანძრევინაო.ხელფასი 2 მილიონი ქონდა ტოპის ცნობილი ამბავი იყო. კარში მაკარიძეს აყენებდა, რომელიც დინამოს მესამე თუ მეოთხე მეკარე იყო. დარსაძის ამბებს და კატასტროფებს აღარ გავიხსენებ, აღარც ბულგარეთთან იმ 6:2-ს. მერე კუპერი გვყავდა, ძლევამოსილი არგენტინელი, რომელის დროსაც არც ხარისხი არ ვარგოდა და შედეგს ნუღარ გაიხსენებ. მოვიდა ქეცაბია და საწყისი 5 ტურის მერე 9 ქულა გვქონდა, 1 წელი წაუგებლად ჩავატარეთ, კი სვარკას ვთამაშობდით, მაგრამ 6:2 არ მახსენდება, დანარჩენ თამაშებში 1 ქულა ავიღეთ, ცუდია ძმაო გეთანხმებით, მაგრამ რომელ ფეხბურთელს ათამაშებს გასაყიდად მითხარი, თარგამაძეს? თუ კობახიძეს? გრიგალაშვილს? კრიტიკას რაც შეეხება გადახედეთ იტალიის ჩემპიონატს და აღარ იტყვით ქეცბაია ემოციური და უზრდელიაო. მე თემურს ნამდვილად არ ვაქებ, მაგრამ ყოველ 2 წელიწადში ნაკრებში მწვრთნელის ცვლა გვარგებს? იქნება სხვა პრობლემა გვაქვს, რომელსაც მარტო მწვრთნელი ვერ მოგვიგვარებს? კვალიფიკაცია ტოპის და კუპერს არ დაეწუნებოდათ, დაგავიწყდათ? რაც შეეხებათ ვეტერანებს რო უყვირა, არ არიან საყვირლები? მოგწონთ როგორ იბრმავებენ თვალებს ყველა არჩევნებზე? იმის გამო რომ ადრე კარგად თამაშობდნენ შეიძლება დავუნიშნოთ პენსია და ვცეთ ამით პატივი, მაგრამ დღეს ისინი ქართულ ფეხბურთს კარგს თითქმის არაფერს უკეთებენ.ცუდ შედეგს რაც შეეხება ესპანეთი კოსტარიკასთან შერცხვა წინა უქმეებზე, გაუშვან დელ ბოსკე?

• daviti

Geo მე მუჯირი და დვალიშვილი არ შემიდარებია წაიკითხე კარგად,გოგუას რომ პრეტენზია წაუყენა,ნახევარმცველმა 3 მატჩში ან გოლი უნდა გაიტანოს ან საგოლე გადაცემა მაინც უნდა გააკეთოსო,ამ დროს დვალიშვილი ყავს გუნდშითქო ეს დავწერე,მუჯირმა უნდა ითამაშოს ნაკრებში თუ არა ამაზე არ მაქვს პრეტენზია,არც ვდაობ ამი შესახებ,არ მინახავს ამ კაცის თამაში დიდი ხანია,წარმოდგენა არ მაქვს რა მდგომარეობაშია ახლა როგორც ფეხბურთელი და იმიტომ,მაგრამ შენს არგუმენტს ვერ მივიღებ,ის თუ "სადღაც" იაპონიაში 4 წუთს თამაშობს,დაუშვილი თვეებია უკვე აქ ყანებში რომ უმაქლესი ლიგის თამაშებს ვატარებთ იქაც არ ეძლევა თამაშის საშუალება.თამაშს ვინ დაეძებს,ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებაც არ აქვს სამწუხაროდ.არც დაუშვილის როგორც ფეხბურთელის კავალიფიკაციას ვაყენებ ეჭვქვეშ.უბრალოდ,ასათიანის მაგალითიც იმიტო მოვიყვანე რომ ის რამოდენიმე დღის დარჩენილი იყო უგუნდოდ და არ მოიწვია უთამაშბლობის მოტივით.ესაა ორმაგი სტანდარტითქო.როცა ნემსაძე საქმეზე,თუ სხვა საფეხბურთო ამბებზე რაც მოხდა და ხდება ჩვენთან,ყველა ინფორმაციაზე ხელი მიგიწვდება,საჯაროზეც და კულუარულზეც,როცა სიტყვა გეთქმის და ხმას არ იღებ არაფერზე,სხვას რა სინდისით საყვედურობ,თან ყველას გასაგონათ,ტელევიზიით,ასეთი ტუტუცური ფორმით,ხმას რატო არ იღებდითო.ისრაელთან თბილისში ფრეს მინდვრის ხარისხს რომ აბრალებს(მართლაც საშინელ მდგომარეობაში კი იყო),რა,დავიჯერო ებრაელებს მოეწონათ მოედნის საფარი?იოსი ბენიაუნი ასეთ მინდორზე უფრო პროდუკტიულია ვითომ?თან სტუმრად ჩინებულ მინდორზე რამე ვქენით?ხორვატიასთან მატჩს რაც შეეხება,თითქმის ყველა შესარჩევ ციკლში ერთი-ორ ხარისხიან და შედეგიან თამაშშს გუნდი ახერხებდა ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელი.სომხებთან მეორე ტაიმი გახსოვს?ან ესტონეთთან მსაჯობა?სლოვენიასთან მატჩში მშვენივრად ჩაერთო ოქრიაშვილი,მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა,თან მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე რაც ძალიან პრობლემატურია ნაკრებში,ამ მატჩის მერე ძირითად ნაკრებში კი არა,ახალგაზრდულშიც სკამზე ზის,რატო?შახტართან რომ აქვს 4 წლიანი კონტრაქტი და გასაყიდი ფეხბურთელი რომ არა არის იმიტომ ხომ არა?რუმინეთში მოთამაშე ხუბუტია ძირითადში რომ თამაშობდა ბოლო პრიოდში და რაც თურქეთში გაიყიდა მის მერე სათადარიგოა არ გაინტერესებს მიზეზი რაა?გასაყიდად ხომ არ ათამაშებდა?თავისი თანაშემწე ახალგაზრდულის მთავარ მწვრთნელად რომ დაანიშნინა,რა ძირითად ნაკრებში ისე გვაქვს აწყობილი საქმე თანაშემწე აღა ჭირდება?თუ თავისი "სვიაზებით" ფეხბურთელების გაყიდვით ხელის მოთბობა უნდათ?გაბელიამ ხორვატიას გასვლაზე მოუგო,წინა შესარჩევშიც ნორმალური შედეგი ქონადა,წაგებით ახალგაზრდულშიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონთან ესპანეთთან წააგო,ეყო კაცობა,არ დაუწყია უაზრო მიზეზების და გამართლებების ძებნა,აიღო პასუხისმგებლობა ადგა კაცურად და წავიდა.აი ასეთი ეჭვები რომ არ გაჩნდეს,მინიმუმ ის მაინც უნდა ვიცოდეთ რამდენი აქვს ხელფასი ეროვნული ნაკრების მწვრთნელს,ეს ხომ კერძო კლუბი არაა მეპატრო წყვეტტდეს გაახმაუროს თუ არა კონტრაქტის პირობები.სირცხვილია ეს რომ საიდუმლოა.ახლა რომ მალტის მომგები ფეხბურთელები არ გვყავს და მაინც კონტრაქტს 4 წლით აგრძელებს,რის ან ვის იმედად?ეს არ უნდა თქვას?გოგუასთან კომფლიქტი იმის გამო უნდა გავასაიდუმლოდ რომ გუნდში ატმოსფერო არ გაფუჭდესო,მთელი გუნდის თვალწინ არ მოხდა ყველაფერი ჩვენც თუ გვეცოდინებოდა ეს რას შეცვლიდა?თუ იმის თქმას ერიდებიან,გოგუამ სხვა პოზიციაზე მოითხოვა თამაში და პასუხად ქეცბაიამ დედა აგინაო?ისე გუნდის კლიმატზე რა უფრო უარყოფითად მოქმედებს,ასეთი კომფლიქტები და კომფლიქტების გახმაურება თუ,ყველა თამაშის მერე მთავარი მწვრთნელის მხრიდან იმაზე წუწუნი ფეხბურთელები არ მყავს და რა შედეგს ითხოვთო.

• Jigaro

საქართველოს ნაკრებს დღესაც კი ფეხბურთელების არჩევანი ისეთი აქვს ბევრი საშუალ დონის გუნდი ისურვებდა. ფეხბურთელების ერთ,ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება არის მწვრთნელის მოვალეობა. შემადგენლობის სწრად შერჩევა, გუნდში სათამაშო დისციიპლინა და მოქნილი ტაქტიკური სქემების გამოყენება თითოეული მოწინააღმდეგისადმი ყველ კონკრეტულ თამაშში . გუნდისათვის ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე სათამაშო სტილი. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელს უნდა მოვთხოვოთ. ქეცბაიამ უკვე დაამტკიცა თავისი უუნარობა მწვრთნელისათვის აუცილებელი ყველა ჩამოთვლილი კომპონენტის შეუსრულებლბით. ამას თუ დავუმატებთ კრიტიკისადმი მის დამოკიდებულებას,( პრინციპი რომ სწორი მხოლოდ მისი აზრია და სხვას არსებობის უფლება არა აქვს ),ფეხბურთელებისადმი მიდგომას და საერთოდ ადამიანურ ზრდილობას, ამას ჩვენი ნაკრები და საერთოდ ყველა, ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა, არ იმსახურებს.არაფერს ვამბობ ხელფასსა და კვიპროსულ აკადემიაზე. ზოგიერთებს მინდა ვახარო, სანამ ქეცბაია ან ვინმე მისი მსგავსი ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იქნება, მანამდე მოუწევთ ჩემი(და არა მარტო) მოსაზრების კითხვა, რადგან მხლოდ მაშინ დავისვენებ,როცა ქართულ,ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ჩვენი ფეხბურთის სახეა, რამე არ ეშველება, პირველი ნაბიჯი კი სწორად მწვრთნელი შეცვლა მიმაჩნია. დანიშნონ გეგუჩაძე მწვრთნელად თუნდაც რამდენიმე თამაში მისცენ და დაინახავთ ყველა რაც შეუძლია დღევანდელ თაობას. საწინააღმდეგ აზრის მოსმენის ქეცბაიას მსგავსი "გულშემატკივრებისათვის" მხლოდ იმის რჩევა შემიძლია,რმ ნუ წწაიკითხავენ "Jigaro" ნიკით დაწერილ კომენტარებს. ბოდიში, თუ ყველას ვერ ვასიამოვნე.

• Aleqsa

კოკოშკოვი იყო და კაცმა B დივიზიონიდან გუნდი 12 საუკეთესოში გაიყვანა და მოხსნას უპირებენ, დიქსონი კიდე მოხსნეს იმიტო რო უკეთესი შედეგი გვინდა მომავალ მსოფლიოზე. ეს ფეხბურთი რა გახდა ასეთი რომ ვინმე მოაზროვნე არ გამოინახა რომ ჩაუდგეს სათავეში და მარტო ფულის კეთებაზე არ იყოს. კაი გასაგებია რო ვაცადოთ ქეცბაიას და 2036 წელს ჩვენ და მალტა შევხვდებით ერთმანეთს ფინალში და პენალტების სერიით დავამარცებთ მალტის პროგრესირებად გუნდს, კი ბატონო მოვითმენთ, მაგრამ ნუ დაგვცინის მაშინ და მალტასთან ფრეს ნუ გვაყვედრის. GEO არამგონია რამე არგუმენტი გქონდეს. და თუ მართლა გაქვს რამე არგუმენტი მოვალე ხარ რო გვითხრა.და საერთოდ რა სისულელეებს ლაპარკობ? წადი და ჭორაობა თუ გინდა ნახე ვინმე და ეჭორავე, ჯერ გაბელიას რა უქნეს, იმის გულისათვის რო ჭედია მოეყვანათ. გაახილე თვალები და თუ მართლა რამე იცი თქვი, თუ არადა საერთოდ გაჩუმდი.

• Geo

jonny dilinger უკაცრავად რა, მაგრამ მე აქ დებატების გამართვას არ ვაპირებ, მითუმეტეს თქვენთან. თუ რაიმეს თქმა გნებავთ, ბრძანეთ, მითუმეტეს არ ვაპირებ რაიმე პრივატული ინფორმაციის თქვენთან გასაჯაროებას, განსაკუთრებით თქვენი ქეცბაიაზე "ნააზრევის" სანაცვლოდ. ისე სიმართლე გითხრათ, რაღაც დიდი ინტერესიც არ მაქვს თქვენ დაგარწმუნოთ რაიმეში, იმიტომ რომ მნიშვნელობა იმას, თუ რას ფიქრობთ, ნამდვილად არ აქვს ჩემთვის.:)

• jonny dilinger

კარგი მაშინ მოდი არგუმენტებით ვისაუბროთ , დაწერე რა იფორმაციას ფლობ და არგუმენტებით გაგვიმყარე და თუ რაიმეს მოაბავ თავს და ცარიელი სიტყვების გარდა რაიმე წონიანს დაწერ პირობას ვდებ 5 პუნკტში ჩამოვაყალიბებ რატომ არ გვინდა ქეცბაია მოსულა ??? შენ იმ იმფორმაციას წერ მუჯირზე რასაც "ფლობ" და მე ჩემსას ქეცბაიაზე

• Geo

jonny dilinger პირველ რიგში ჩემო ჯონი, თქვენ არ იცით მე რა ინფორმაციას ვფლობ მასზე და მაქვს თუ არა საფუძველი მუჯირის პიროვნებაზე ვილაპარაკო. ასე რომ მითუმეტეს თქვენ მიერ ჩემი განსჯა ჩემთვის მიუღებელია. ხო, ლატვიის გულშემატკივარი ვარ და იმიტომ არ მინდა გამოიძახონ ფეხბურთელი, რომელიც იაპონიის გუნდში საშუალოდ ოთხი წუთი თამაშობს მატჩში, ეგ რომ მოიწვიონ ხომ დავიღუპე მე და ჩემი ლატვია...:D:D:D ისე, შენნაირი ლოგიკის ადამიანები რომ იყვნენ და კიდევ არიან ფედერაციაში, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად.:D daviti რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს მატჩებთან დაკავშირებით, ერთ კონტრარგუმენტს გეტყვით, ჩვენ ხორვატიას რომ მოვუგეთ, რა, მასზე უკეთესი არჩევანი გვაქვს ფეხბურთელებში და მასზე ძლიერები ვართ? ხდება ყველაფერი ფეხბურთში, ავიღოთ ლატვიასთან ორივე მატჩი: პირველში ბოლო წამებზე დავკარგეთ ორი ქულა, მაშინ როცა მთელ თამაშს ვაკონტროლებდით ხო? ასევე ჩვენთან, უაზრო გოლი გავუშვით... მე მგონი დამეთანხმები რომ თამაში როგორც ასეთი, ლატვიასთან არცერთი არ წაგვიგია, ყოველთვის ვჯობნიდით, ასევე მალტასთან, თუმცა რა თქმა უნდა ამით ფრეს არ ვამართლებ, მაგრამ გამოსვლა და ამ ფრის გამო თქმა ქეცბაია წავიდესო, არ მიმაჩნია სწორად. თუ ასე ერთი-ორი ურთიერთშეხვედრის მიხედვით ვწყვეტთ მარტო, მაშინ არც იმაზე უნდა ვიწუწუნოთ სომხეთმა და ესტონეთმა ამდენს მიაღწია და ჩვენ რა გვჭირსო, რადგან ორივეს თითქმის ყოველთვის ვუგებდით და ქეცბაიას ნაკრებმაც ორივეს მოუგო. ნუ რაც შეეხება, მუჯირისა და დვალიშვილის შედარებას, არაადექვატურია, იმიტომ რომ დვალიშვილი სხვა პოზიციაზე თამაშობს და მუჯირი სხვაზე. ქეცბაიას შეიძლება და ასეც არის ჩემი აზრით, რომ მუჯირის პოზიციაზე მეტი არჩევანი აქვს და კონურენციაც მეტია, ვიდრე დვალიშვილისაზე, სადაც უფრო მწირი რესურსები გვაქვს ამჟამად. და რაც შეეხება ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს, ეს დანიშნული, არაფრის აზრზე მყოფი დომენტი არც მე მომწონს, მაგრამ რა ქნას ქეცბაიამ, გამოვიდეს და შე ასეთო, შე ისეთოო ეძახოს? ვისაც კანდიდატობა უნდოდა ამ არჩევნების დროს ლაჩარივით მოხსნა კანდიდატურა და ისინი არაფერს ამბობენ... ქეცბაიამ კი სწორედ მასეთ ხალხს უთხრა მაშინ, რომ ხმა ამოიღეთ ხალხოო. ასე რომ ყველაფრის გადაწყვეტას მარტო ქეცბაიას ნუ დავავალებთ, მაშინ როცა ჩვენ სოროებში ვართ შემძვრალნი. სწორედ ჩვენი, თუნდაც რიგირთი გულშემატკივრების ბრალიცაა, არაფერს ვამბობ საფეხბურთო საზოგადოებაზე, რაც ფედერაციაში ხდება, ხმა რომ არ ამოვიღეთ მაშინ, როცა ნემსაძე უბრალოდ მუქარითა და დაშინებით მოხსნეს...

• jonny dilinger

და სხვათაშორის მუმუს ერთხელაც დაურტყამს და მეტჯერაც დაურტყამს და თუ ფეღბურთს თვალყურს ადევნებ სადაც გამოდიოდა ყველგან წარმატებული იყო ( ლოკომოტივს თუ არ ჩავთვლით ცნობილი მიზეზების გამო ) და კიდევ საქართველომ საფრანგეთთან მატჩში თუ გახსოვთ ერთხელ დაარტყა და ისიც მუჯირმა , მუჯირი შტურმში ბომბარდირი იყო , კრილიაში ერთ-ერთი წამყვანი ფეღბურთელი და ჰიროშიმაშიც მშვენიერი რეზულტატი აქვს !!! ამიტომ სანამ რამეს იტყვით წიკიპედია მაინც მოიშველიეთ !!!

• jonny dilinger

არ ამოგივიდათ ყელში ეს შეთქმულების თეორიები ??? იქნებ საერთოდ რუსეთის აგენტები არიან და სიომინი უნდათ ნაკრების ტრენერად ??? არაა მე ზუსტად ვიცი რომ ლენცი ფაშისტური ეს-ესის წარმომადგენელია და ქატრიოტი ქეცბაიას განეიტრალებააქვს მიზნად დასახული ხოლო მუმუ;გოგუა;სირაძე;და კიდევ ასიათასობით ქართველი გულშემატკივარი პუტინის პროექტს წარმოვადგენთ !!! :))) ყველგან ერთი და იგივე ფირფიტის ტრიალი მგონი მარაზმში გადადის არა ???

• daviti

Geo,იქნებ ჩემი არგუმენტები მიიღო.მალტას სახლში შემთხვევით,ბოლო წამზე გატანილი გოლით მოვუგეთ,სტუმრად ფრე ვითამაშეთ,ლატვიამ 4 ქულა აიღო ჩვენთან,ამ გუნდთან სახლში დავმარცხდით,თან,თურმე ბოლო დროის საუკეთესო თამაშით და უბრალოდ არ გაგვიმართლა,არადა მთელი მეორე ტაიმი გუნდს ხეირიანი არაფერი გაუკეთებია(კუთხურსაც კი ვერ აწოდებდნენ საჯარიმოში),თან ლატვიასთან ასე კარგი თამაშის მიუხედავად დამარცხებამ,ისე ცუდად იმოქმედა გუნდზე ფსიქოლოგიურად,რომ მალტასტან ვერ მოგებაც ამის ბრალი ყოფილა.ასეთ გუნდებს რომ ვერ უგებს ნაკრები,მწვრთნელი კი ხან მინდორს,ხან უიღბლობას და კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტს აბრალებ სირცხვილია!ვინმე გრანდებთან მოგებას თხოვს?GEO მინდა გკითხო-მალტაზე და ლატვიაზე უკეთესი მოთამაშეების არჩევანი არ გვააქვს?ამათთან სათამაშოდ და მოსაგებად,მანდამაინც მესი არის საჭირო?თუ ასეთი კატასტროფიული სიტუაციაა,რაღატო აგრძელებს კონტრაქტს კიდე 4 წლით.რომელ ასაკობრივ ნაკრებში ხედავს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს.ასათიანს რამოდენიმე დღის წამოსულს ლოკომოტივიდან,რომ უკვე არ მოიწვევს სათამაშო პრაკტიკა არ ააქვსო და რამოდენიმე თვით უგუნდო დაუშვილს ყველა თამაშში იწვევს,ან გოგუაზე რომ ამბობს ნახევარმცველმა 3 თამაში გოლი თუ არა,საგოლე გადაცემა ხომ მაინც უნდა გააკეთოო და ამ დროს,დვალიშვილი ყველა თამაშში გყავს ძირითადში არაა ეს ორმაგი სტანდარტი?მამის ტოლა ვეტერანებს ხელებს რომ უშლიდა და ებლატავა ტუტუცურად,ფეხბურთს დედა რომ უტირეს მაშინ სად იყავით ხმას რატო არ იღებდითო,თითონ სად იყო?სადმე რამე მაგის ნათქვამი ახსოვს ვინმეს?რა,არ ეთქოდა?ან ვერ მიუტრიალდა ჩივაძეს და არველაძეს ლამის ყველა ფორმაციის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს?ან არ აინტერესბს ვინ,სად მოძებნა დომენტი და დანიშნა ფედერაციის პრეზიდენტად ეს დილეტანტი?ალბათ იცის ეს ქეცბაიამ,მაგრამ კაცი თავის ხელფასს არ ამხელს ცოცხალი თავით და მაგას იტყვის...პ.ს. ისე მგონია ჯგუფში ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი ჩვენ გვყავდა შედეგი კი რა მოგახსენოთ.

• თემური

ბ-ნ გოტფრიდ! მე არ ვიცი თქვენი ზუსტი პროფესია, მაგრამ კაი ჟურნალისტი რომ ვერ ხართ ცხადია.ტოპმიოლერის პერიოდს რომ მისტირიხართ და თურმე სანაკრებო კარიერის მანძილზე "მუმუ"-ს ერთხელ დაურტყამს გამორჩეულად და გულიანად კარში და ამისთვის მადლობა მოვახსენოთ მას, რბილად რომ ვთქვათ თქვენი საფეხბურთო აზროვნების დეფიციტზე მიუთითებს.კრიტიკა ძალიან ადვილი საქმეა მთავარია რეალური გზის დასახვა. მუმუს,გოგუას, თქვენი და თქვენნაირების წერილები რაღაც მიზანმიმართულ კამპანიას გავს ქეცბაიას წინააღმდეგ და არაფრით არ გავს ქართულ ფეხბურთის მომავალზე მზრუნველი ხალხის სტატიებთან.

• jonny dilinger

პირველ რიგში ვეხმაურები გეო-ს შენ პირადად არ გაქვს უფლება ვინმეზე რაიმე თქვა მითუმეტეს მუმუს პიროვნება შეაფასო ! ბევრი ქართველი ვიცნობთ მუმუს და ვგულშემატკივრობთ ხოლო შენ ვინ ხარ არავინ არ ვიცით , იქნებ საერთოდ ლატვიის ნაკრების გულშემატკივარი ხარ და გაწყობს ჩვენი წარუმატებლობა და უუნარო მრწთვნელი ?! მეორე : ძალიან მაინტერესებს როდის გაგიცრუათ იმედი მუმუმ რომ ესე ლანძღვაზე ხართ გადასულები ფედერაციის კიბერ აკტივისტები ??? აბა დაფიქრდით ქეცბაიამ ზუსტად ისევე არ ჩაგვწვა გული როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ ??? ამიტომ მუმუს დომენტს და თემური-ს ნუ ადარებთ

• dudu

პრესა იმისთვი სარსებობს, რო საკითხები იქ განიხილებოდეს და კრიტიკა გინება არაა. თუ ჟურნალისტს ასე მიაჩნია, ასე უნდა დაწეროს და გინება რა შუაშია? ქეცბაია თუ ჯიგარია და გვიყვარს, ავიტანოთ უნდა მისი არასწორი საქციელი? არ უნდა ვთქვათ, რამე თუ არ მოგვწონს? რას ფსიხობს, მერე? უტყდება, რო აკრიტიკებენ? ეგ არი ქაჯობა და მოიქცეს წესიერად, ჯობია. ასევე, ფეხბურთელი, ამ შემთხვევაში, მუჯირი, უფლებამოსილია თავისი აზრი საჯაროდ გამოთქვას ზრდილობის ფარგლებში და "აუ, გავაგინებენ" არის არაადეკვატური რეაქცია, რბილად რომ ვთქვათ. გასცენ პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და მოიქცნენ კონსტრუქციულად. რა პრობლემაა? ფეხბურთზეა აქ სწორედ ლაპარაკი. და ქართული ფეხბურთის პრობლემაა სწორედ, რომ თავისი გადასაწყვეტი გონია ყველას ყველაფერი, თუ სადმე დანიშნეს. დანარჩენები ან ჩუმად უნდა იყვნენ და თავი აკანტურონ, ან რამე თუ არ მოსწონთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ? ეგრე რო ვართ და კიდე უარესი უზნეობებსაც რო ვიტანთ და ნორმა რო გვგონია, იმიტოა ეს საცოდავი ფეხბურთი ამ დღეში.

• Geo

Jigaro ძმურად გვითხარი რა გინდა რა?:))) ამ ცხოვრებისაგან რას მოითხოვ?:)) არ გინდა ცოტა დაისვენო?:D ყველა შენს კომენტარში გამოდიხარ და ქეცბაიას აგინებ უაზროდ და იქნებ ერთი არგუმენტი მაინც წამოგვიყენო, რატომ არის ქეცბაია საგინებელი ნაკრების ისტორიიდან გამომდინარე? წინასწარ მადლობა...:D

• Jigaro

davit,გოტფრიდ ლენცი მერწმუნეთ თქვენზე და ჩემზე არანაკლები ქართველია, და ის რომ ჟურნალისტებიდან მხოლოდ მან შეაფასა ობიექტურად(თუმცა არასრულად) ქეცბაია-"მუმუ"ს დაპირისპირება,ეს დანარჩენი ჟურნალისტური კორპუსის უსუსურობაზე მეტყველებს.არადა მათი ვალია ყველაფერზე რაც ფეხბურთს ეხება და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის უვარგისი მწვრთნელის შესახებ ობიექტური,პროფესიონალურ დონეზე დაწერილი კრიტიკული წერილების გამოქვეყნება.თორემ მოეწევთ ლატვიასთან ნათამაშები მსგავსი წაგებული თამაშების საუკეთესო მატჩებად მონათვლა და ქებათაქება ქეცბაიასი კიდევ 4 წელი. ფეხბურთელებიც გვყავს სხვებზე არანაკლები და მწვრთნელებიც, გაახილეთ თვალები და დაინახავთ.მესმის დაგამუნჯად ქეცბაიამ, მაგრამ ნუთუ დაგაბრმავად კიდეც?

• gio rgi

ra waiget tvini bliad am davit ragacnairit magari kacia gavige dzmao rato ggonia ro sheni gia werilia tu daxuruli xalxs ainteresebs

• სანდრო

kidev atasjer vimeoreb , kecbaia domentie da arveladze kide pederaciis virtxebi yvela aris nagavi da pulis monebi, romlebsac saertod kidiat sakartvelo da misi pexburti mis ganvitarebaze xom zedmetia saubari, ager visac tu rame unda gaaketos da ilaparakos shecdomebze kacurad aiget magaliti devdariaisgan, kaci romelic yoveltvis izaxis pirdapir yvelapers tavis da aramarto tavis realur sitvacia, es nabozrebi kide ertmanets ejibrebian vin upro (vitom) bevrs iblatavebs, tpu tkveni ginebis girsnic ar xart, madloba am werilis avtors, ise tkvens jurnalistebo nu shegashinebt ra eg (vitom) blataobebi magati amoiget xma bliad

• Geo

ეს სტატია ისეთივენაირად არის ობიექტური, როგორც მუჯირის პიროვნება და საფეხბურთო აზროვნებაა ქეცბაიაზე უკეთესი...:D კარგით რა, ბატონო გოტფრიდ, ნამუსიც კარგი საქონელია. თქვენ არ იყავით, ტოპმიოლერს ყველაფერზე ტაშს რომ უკრავდით და ლამის მესიად მოგვივლინეთ?! ყველაფერი გვახსოვს, ბ-ნო გოტფრიდ და ძალიან უცნაურია, როდესაც თქვენნაირი გამარგინალებული ჟურნალისტი ობიქტური ჟურნალისტის იმიტაციას აკეთებს, ისიც ასე უნიჭოდ. P.S. ისე, ბატონო გოტფრიდ, მე ამ წერილს ასე დავარქმევდი: "ქებაი და დიდებაი გიორგისა მუჯირისი"...:D მართლა მეგონა რაღაც ნეკროლოგს ვკუთხულობდი განსვენებულისადმი მიძღვნილს.:D ალბათ სტატიის ასე წარმოჩენა თქვენი მიზანი იყო, თუ არადა, მაშინ ესეც თქვენს "ნიჭიერებაზე" მეტყველებს.:))

• dito

რა სტატია ესაა ეხლა? ინჭორბიურო

• daviti

ბატონო გოტრფიდ,ძალიან კარგი წერილია,ისეთი,რომლის მსგავსსაც თქვენი ქართველი კოლეგების მიერ დაწერილს რომ ისურვებდა კაცი,სამწუხაროდ ქევბაიას ის პრესკონფერენცია არ მინახავს,არ ვარ ამჟამად საქართველოში,ვიცი რაღაცეები ასე სტატიებიდან და კომენტარებიდან,მაგალითად თემურს საყვედური უთქვამს ჟურნალისტისთვის-მალტასთან ფრე იყო და რეპორტაჟის დროს იძახდი ვაგებთო,მე ამ ბატონის ადგილზე ქეცბაიას იქვე ვეტყოდი,რომ ქართველ ქომაგებს ჟურნალისტის შეცდომაზე მეტად ის აინტრესებთ მალტასთან რატო ვითამაშეთ ფრე და რამდნად ნორმალურია,კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტით ხსნიდეს მწვრთნელი ამ გუნდთან ასე სუსტი თამაშს შინ და გარეთ.როგორ შეიძლბა ლატვიასთან თამაშს ბოლო დროს საუკეთესო უწოდო და ამ მატჩში დამარცხების ფსიქოლოგიურ ტვირთს დააბრალო მალტასთან "დამსახურებული" ფრე.დალიან მინდა რომელიმე ჟურნალისტმა კითხოს ქეცბაიას.როცა მალტასთან და ლატვიასთანაც კი ვერ იგებს გუნდი და ამას მწვრთნელი ხარისხიანი ფეხბურთელების მწირი რესურსით ხსნის,რის იმედად აგრძელბს კონტრაქტს 4 წლით?რომელიმე ასაკობრივი ნაკრების თამაში აძლვს იმედს?მუჯირისნაირი ბვრი რომ იყოს ქართულ ფეხბურთში,ასე სარკაზმით ვერ ილაპარაკებდა ქეცბაია მასზე,ერთეულები რომ იღებენ ხმას იმიტო ბედავენ ასეთ რამეს ეს ვაჟბატონები.ბატონო გოტფრიდ,თქვენი კიდე ერთი სტატია მახსოვს,როგორ აუხსენით,ახალ არჩეულ ქართული ფეხბურთის "ბუმბერაზ"მესაჭს,ბატონ დომენტის,რატო ვერ მოახერხებდა ლეგიონერებით ნაკრების გაძლიერებას,სამარცხვინოა ფეხბურთის ფედერაციის პრზიდენტმა,არ იცოდე როგორ ხდება ნატურალიზირბული მოთამაშეებით ნაკრბის გაძლიერება და ამის შესახებ ისეთ სულლურ განცხადებბს აკეთებდეს.პ.ს.ალბათ ყველას ახსოვს ქეცბაიას ბლატავი ვეტერან ფეხბურთელბთან,რომ ღუპავდნენ ქართულ ფხბურთს სად იყავითო,ხმას რატო არ იღებდითო(თითქოს თითონ ეთქვას რამე როდესმე,არადა ეთქმოდა) ახლა მუჯირმა აბსოლიტურად კორეკტულ ფორმებში თქვა ისე არ ვითარდებაქართული ფეხბურთი ჩემი აზრით,როგორც უნდა ვითარდებოდსო და რა რიაქცია მოყვა ქეცბაიასგან ვნახეთ...

• zazuka

ქეცბაია უზრდელია და ამას ყველა თავის გამოსვლაში ადასტურებს, თან მგონი გიჟიც არის ისეთ სახეებს იღებს კრიტიკის დროს... აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს მუმუ ძაან მაგარი ადამიანი ხარ, ისევე როგორც ფეხბურთელი...

• უძლევი

გოტფრიდ, ცეცხლზე ნავთის დასხმა ვერაფერი მოსაწონია ჟურნალისტისგან (თუ ჟურნალისტი ხარ). პიროვნული დაპირისპირებები ქართულ ფეხბურთის სახელით, ზიანს აყენებს ქარულ ფეხბურთს და წარსულისკენ გვექაჩება. ქეცბაია არასწორად მოიქცა როცა მუჯირთან პიროვნულზე გადავიდა; საკუთარი თავისთვის არ უნდა ეკადრებინა, მაგრამ ეს შეცდომა პატიებადია. ქართული ფეხბურთის პრობლემებზე უნდა მიდიოდეს კამათი და არა ვინ რა თქვა ვინმეზე. ქართულ ფეხბურთს მუჯირიც და ქეცბაიაც ესაჭიროება! ახალი საფეხბურთო ტელესერიალის შექმნა ამ დაპირისპირებით, ბინძური ხალხის წისქვილზე ასხავს წყალს...

• ramo

ამას ქართულად ქვია ლაყაფი.

• katlego

ძვირფასო გოტფრიდ, გეთანხმები რომ მწვრთნელი კრიტიკას უნდა ღებულობდეს, მაგრამ ჩემი აზრით უადგილოა ტოპმიოლერის და ქეცბაიას ნაკრებების შედარება, გადახედე მაშინდელ ფეხბურთელებს და ეხლანდელს, ფარერებს როცა ვუგებდით არველაძე, დემეტრაძე, იაშვილი (იაშკა ეხლაც თამაშობს, მაგრამ ასაკშია, იგივე ახალგაზრდა მუჯირი, ცქიტო - ერთი სიტყვით თავდასმაში ნამდვილად არ გვიჭირდა. ეხლა კიდე სტადიონზე რო მივდივარ ოცნებად მაქვს იქნებ ვინმემ 1 კაცი მაინც მოატყუოს. რა ეგერე არ იყო? ისე ტოპი მაინც განსაკუთრებულად გიყვარდათ თქვენ ჩემო ბატონო, კვირა ისე არ ჩაივლიდა ერთი ინტერვიუ არ გაგეკეთებინათ. მახსოვს ჩემო ბატონო ყველაფერი კარგად. ლელომ სტატიაც კი გამოაქვეყნა თუ რატომ იყო სასარგებლო ტოპის დანიშვნა საქართველოში. თუმცა მთავარი იცი რა არის? ტოპის და მის ხალხს ნაკრებში ბიჭები სარფიანად გასაყიდად აჰყავდა

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია