გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის საერთაშორისო ტურნირზე აზერბაიჯანთან პირველი მატჩი ჩაატარა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა...

გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის საერთაშორისო ტურნირზე აზერბაიჯანთან პირველი მატჩი ჩაატარა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა "მიუნხენ 1860-ის" თავდამსხმელი ლუკა ჩხაიძე გამოიძახა, მაგრამ ის შეკრებაზე არ გამოცხადდა და ტურნირის განაცხადშიც ევრ მოხვდა.

ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარის მიზეზით დაინტერესდნენ, რადგან ჟორჟიკაშვილი გერმანიაში გაზრდილ 16 წლის თავდამსხმელზე დიდ იმედებს ამყარებდა და მისთვის ჩხაიძის ჩაუსვლელობა უსიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნაკრებში ფეხბურთელი მიუნხენულმა კლუბმა არ გაუშვა - ეს ამბავი "ლელოს" ნაკრები გუნდების ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გაუმხილა.

"ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, ჩხაიძე "მიუნხენ1860"-მა არ გამოუშვა. თუმცა საქართველოს ნაკრების სახელით თამაში მას და მის ოჯახს რომ არ სურდეს, იბისას ტურნირზეც არ გამოგვყვებოდა. უკვე მისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხიც წყდება და მოთხოვნა გამოგზავნილია. მისი ოჯახი თანახმაა, მაგრამ გარკვეული დეტალი იყო დასაზუსტებელი - ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ლუკას ჯარის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მან არ იცოდა, რომელი ქვეყნის ჯარში სამსახურს მოსთხოვდნენ. საბოლოოდ ეს მისი ასარჩევი გახდა და პრობლემა მოგვარდა.

მოქალაქეობაზე ლუკა ჰუფნაგელის ოჯახისგანაც საბოლოო თანხმობა მივიღეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუფნაგელი და ჩხაიძე უკვე საქართველოს პასპორტებს აიღებენ - საამისოდ გარკვეული დრო და იურიდიული ფორმალობების მოგვარებაა აუცილებელი", - გვითხრა ნიკა ჩხეიძემ.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა