კუნძულ კიუშუზე მიმდინარე წლის უკანასკნელ სუპერტურნირში ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 18 ორთაბრძოლა გამართეს და აქედან 15 წააგეს!
მას მერე, რაც სუმოს ელიტაში ერთბაშად სამი ქართველია, ასეთი წარუმატებელი ბაშო არ გვახსოვს - კუნძულ კიუშუზე წლის უკანასკნელი სუპერტურნირის დაწყდებიდან 6 დღე გავიდა, ჩვენებურებმა ჯამში 18 ორთაბრძოლა გამართეს და აქედან 15 წააგეს!

განსაკუთრებით თავი ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გამოიჩინა, რომელმაც ექვსივე შეხვედრა დათმო და ამით პირადი ანტირეკორდიც გაიმეორა.

ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო, ელიტის მძიმეწონოსანმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი - ორი.

ჩვენებურების უნიათო ჭიდაობის აღწერით აღარ შეგაწყენთ, შედეგებს წყვილთა ჩამონათვალშიც ნახავთ. ერთადერთი, გაგამარუს მარცხს აღვნიშნავთ ძალიან ძლიერ ოპონენტ კოტოშოგიკუსთან, რომელიც ახალი ოძეკია და ახალი ცოცხი, მოგეხსენებათ, კარგად გვის. სწორედ კოტოშოგიკუ და დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ჩაუდგნენ ბაშოს სათავეში, რა თქმა უნდა, დაუმარცხებლად.

VI დღე: ჰაკუჰო-არანი (იორიკირი), გოეიდო-ჰარუმაფუჯი (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (უვატედაშინაგე), კოტოშოგიკუ-გაგამარუ (უვატენაგე), ბარუტო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ჰომაშო (ოშიდაში), ოკინოუმი-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), იოშიკაძე-კიტატაიკი (უვატედაშინაგე), ტაკეკაძე-კოკაი (უვატენაგე), მიაბიამა-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ტოიოჰიბიკი-ტაკაიასუ (იორიკირი), ვაკაკოიუ-მიოგირიუ (ჰიკიოტოში), დაიდო-ვაკანოსატო (უბრძოლველად), ფუჯიაზუმა-ტამავაში (იორიკირი), საგაცუკასა-ტაკარაფუჯი (ოკურიდაში), შოჰოზანი-ასასეკირიუ (სუკუინაგე), აოიამა-კაისეი (კეკაეში), სადანოფუჯი-ცურუგიდაკე (ოშიდაში), ტაკანოიამა-კიმურაიამა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი).

5-1: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკეკაძე (მ 7), ვაკაკოიუ (მ 9), აოიამა (მ 16)... 2-4: გაგამარუ (მ 3)... 1-5: კოკაი (მ 10)... 0-6: ტოჩინოშინი (მ 2).

VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, გაგამარუ-კოტოოშუ, კოტოშოგიკუ-არანი, ბარუტო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა, კისენოსატო-ოკინოუმი, კაკურიუ-ჰომაშო, ტოჩინოშინი-გოეიდო, ტოჩიოძანი-ტაკეკაძე, კიტატაიკი-მიაბიამა, კოკაი-მიოგირიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა