კარდას-ნოვასში 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე, სიშორისა და დიდი ხარჯების გამო, საქართველო ხალვათად არის წარმოდგენილი
ბრაზილიის ქალაქ კარდას-ნოვასში იწყება 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გამოავლენს გამარჯვებულებსა და პრიზიორებს. შეჯიბრება 26 ნოემბერს დამთავრდება.

20 ნოემბერს ერთბაშად ორი ტური გაიმართება, რათა 21-ში ასპარეზობის მონაწილეებმა ეგზოტიკური ადგილების დათვალიერება შეძლონ.

მონაწილეები კი მრავლად არიან - 79 ქვეყნის 1118 წარმომადგენელი (მათ შორის 6 დიდოსტატი და 28 საერთაშორისო ოსტატი) ეწვია შორეულ ბრაზილიას. სიშორისა და დიდ ხარჯებთან დაკავშირების გამო საქართველო ტურნირზე ხალვათად არის წარმოდგენილი: 18 წლიანებში თანატოლთა შორის მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი მერი არაბიძე იბრძოლებს მედლებისთვის, ხოლო 14-წლიან გოგონებში თბილისელი ნინო ხომერიკი ითამაშებს. ასევე, მწირი შემადგენლობით (4 მოჭადრაკე) გაემგზავრნენ შეჯიბრებაზე სომხები, აი, აზერბაიჯანელებმა 18 გოგონას და ვაჟის დაფინანსება შეძლეს.

18-წლიანებში რეიტინგფავორიტია რუსი დიდოსტატი ალინა კალინსკაია (2377), რომელიც პირველ ტურში თეთრებით კანადელ ელიზავეტა ორლოვას შეხვდება. ტურნირზე მეორეა არაბიძე (2329), რომელიც შავებით ემილი ტალოს (აშშ) ეთამაშება. ამავე ასაკში იასპარეზებენ საერთაშორისო ოსტატები - ნარმინ კაზიმოვა, ხაიალა აბდულა (ორივე - აზერბაიჯანი), დიანა ბასიუ (მოლდოვა), დინარა სადუკასოვა (ყაზახეთი), კაროლინა ოლსაროვა (ჩეხეთი), პეტრა პაპი (უნგრეთი).

14-წლიანებში პირველ ტურში ხომერიკი თეთრებით მასპინძელ ობა ანა კლაუდიადე ოლივეირას, ხოლო თანატოლთა შორის რეიტინგფავორიტი ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი)-სი სიაოიუს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა