შსს "ქუთაისს" ესტუმრა და 96:76 დაამარცხა
ქუთაისი-შსს 76:96

21:21, 21:21, 6:31, 28:23

ქუთაისი: ბაბუნაშვილი (10ქ), დიდია (10ქ), ცეკვავა (15ქ), გ.ბარბაქაძე (20ქ), მათიაშვილი (10ქ.9მ), ფაშაევი (4ქ), დ.ბარბაქაძე (2ქ), ლომინაშვილი (3ქ), კუჭავა, კოღუაშვილი, ქორიძე (2)

შსს: ლაფანაშვილი (2ქ), ტუჯანი (5ქ), დვალიშვილი (2ქ.8მ.), ბლერი (26ქ. 5მ.8პ.), კრეპსი (15ქ.), მაქემონი (14ქ.), ნიკოლაძე, ლონდარიძე (7ქ), თენეიშვილი (2), იმნაძე, ბოქოლიშვილი, სმიტი (23ქ.10მ)

მსაჯები: ზ.მაჩალაძე, ს.საინერისი, გ.მიქელაძე

დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულ "ქუთაისსა" და ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ შსს-ს შორის დაძაბულ შეხვედრას ველოდით, პირველი ორი პერიოდი მართლაც უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და ამაზე პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგიც მეტყველებს (42:42), მაგრამ დარჩენილ დროში შსს-მ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და საბოლოოდ ქუთაისში, სადაც ყველას უჭირს თამაში, 20 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ზემოთაც ვთქვით, რომ საწყისი ორი პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. კალათბურთში იშვიათია ისეთი მატჩები, რომელშიც ზედიზედ ორი პერიოდი ყაიმით, თანაც ერთნაირი ანგარიშით მთავრდება. ასეთი ფაქტი კი გუშინ ქუთაისში დაფიქსირდა. პირველი და მეორე პერიოდები იდენტური ანგარიშით 21:21 მორჩა.

ქუთაისელთა ცენტრს რიჩად მათიაშვილს ტრეისი სმიტმა გასაქანი არ მისცა და მასპინძლებმა სამქულიანებზე გააკეთეს აქცენტი. თავიდან კარგადაც ისროდნენ, ამ მხრივ განსაკუთრებით რევაზ დიდია და გიგი ბარბაქაძე გამოირჩეოდნენ, რომლებმაც რამდენჯერმე ზუსტად გაისროლეს, მეორე პერიოდის დასაწყისში ქუთათურები მათიაშვილის მიერ მოპოვებული ოთხი ქულის წყალობით წინ გაიჭრნენ, მაგრამ ,,შსს"-მ თამაში მალევე დაალაგა და დიდი შესვენების შემდეგ კოლოსალური უპირატესობაც მოიპოვა.

თბილისელთა შეტევებს კარგად უძღვებოდა რობი კრეფსი. შესანისნავად თამაშობდა ჯეფრი მაქემონი, რომელიც საშუალო დისტანციიდანაც კარგად ისროდა, ფარქვეშაც იჭრებოდა და სამქულიანებსაც იშვიათად აცილებდა. აღარაფერს ვამბობთ ლალი ბლერისა და შსს-ს მძიმე ფორვარდ კრეისს სმიტზე, რომლებმაც შშს-ს გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. ბლერმა საკუთარ გუნდს 26 ქულა შესძინა, სმიტმა კი 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ ქუთათურებს თამაში აღარ წაუვიდათ.ისინი ვერც ფარქვეშ ჩაუქობდნენ და არც სამქულიანი სტყორცნები გამოუვიდათ. არჩილ ჟღენტის შეგირდებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ, მათ შეჩერებას მასპინძლები ვეღარ ახერხებდნენ.

მატჩის ბედი სწორედ მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 25 ქულიანი სხვაობით (6:31) მოიგეს. ბოლო მეოთხედში სტუმრებმა თავიდან 29 ქულამდე გაზარდეს სხვაობა - 48:77 თუმცა, შემდეგ ცოტათი მოდუნდნენ, მაგრამ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და საბოლოოდ ართუ სუსტი მეტოქე 20 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო