ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ბოსტონ ბრუინზი" პრაქტიკულად შეუჩერებელი ხდება
პრაქტიკულად შეუჩერებელი ხდება "ბოსტონ ბრუინზი". სტენლის თასის მოქმედმა მფლობელმა რვა მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია.

ამჯერად "დათვებმა" უპრობლემოდ გაანადგურეს "ნიუ იორკ აილენდერსი" (6:0) და პირველად მიმდინარე სეზონში პლეი ოფის ზონაში შეაღწიეს. საინტერესოა, რომ "კუნძულელებს" ისევ დაეწყოთ მეკარესთან დაკავშირებული პრობლემები და გუშინ ყინულზე ვიხილეთ 21 წლის შვედი ანდერს ნილსონი. მან მატჩის მსვლელობისას რიკ დიპიეტრო შეცვალა, რომელმაც სამი შაიბა გაუშვა. დებიუტი მაინც და მაინც შთამბეჭდავი ვერ გამოვიდა, რადგან ნილსონმაც სამი გოლი მიიღო საკუთარ კარში.

"ვაშინგტონმა" "ტორონტოსთან" მატჩამდე ბოლო ათ შეხვედრაში ხუთჯერ წააგო, მაგრამ ეს არ ამართლებს დედაქალაქელებს 1:7 წაგების გამო. "მეიპლ ლივზმა", რომელიც ასევე ვერ არის ფორმაში, "ვაშინგტონს" შვიდი შაიბა 29 დარტყმაში გაუტანა, ყველაზე მეტად კი ჯოფრი ლუპულმა მოინდომა, რომელმაც გოლი და სამი შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. მორიგი თამაში ჩააგდო "ვაშინგტონის" ლიდერმა ალექსანდრ ოვეჩკინმა, რომლის "მშრალი" სერია ოთხ მატჩამდე ავიდა.

"ტორონტოსთვის" ეს დღე იმითაც იყო კარგი, რომ დივიზიონის ლიდერმა "ბაფალომ" საკუთარ მოედანზე წააგო "ფინიქსთან" - 2:4. ბაფალოელები ფლობდნენ უპირატესობას და 45 ზუსტი დარტყმა შეასრულეს, მაგრამ მაიკ სმიტი საიმედოდ იცავდა "ფინიქსის" კარს, "კოიოტებმა" და საკუთარი შანსი რიცხობრივი უპირატესობებისას გამოიყენეს. თვით "პოლიციელმა" პოლ ბისონეტმაც კი გამოიჩინა თავი, რომელმაც ბოლოს გოლი თებერვალში გაიტანა (ისევე, როგორც სკოტ გომესმა).

სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის "ტამპა ბეი", რომელმაც შინ წააგო "ნიუ ჯერსისთან". "ეშმაკები" 3:0-ს იგებდნენ და "ლაითნინგმა" შეძლო ორი შაიბის გაქვითვა, მაგრამ მეტი ვერ მოახერხა. ორივე გუნდი, ჯერჯერობით, პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფებდა.

"ვაშინგტონის" პრობლემებით ისარგებლა "ფლორიდამ", რომელიც შინ იღებდა "პიტსბურგს". დაძაბულ მატჩში "პანტერებმა" 3:2 მოიგეს და დივიზიონის პირველ ადგილზე გადავიდნენ.

დასავლეთში კი ლიდერი შეიცვალა. კონფერენციის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა "მინესოტამ", რომელმაც "სენტ ლუისი" ბულიტების სერიაში დაამარცხა - 3:2. წაგების მიუხედავად, კენ ჰიჩკოკის "ბლუზი" პლეი ოფის ზონაში რჩება, ამასთან, ახალი მწვრთნელის მეთაურობით ჯერ ძირითად დროში არ წაუგია.

გვაკვირვებს "კოლამბუსი". აუთსაიდერმა წინა მატჩში ქულა აიღო "ბოსტონის" წინააღმდეგ, ახლა კი ოვერტაიმში "ნეშვილს" აჯობა. აღსანიშნავია "ფილადელფიას" ყოფილი ლიდერის ჯეფ კარტერის პირველი გოლი სეზონში, თუმცა ფორვარდს სახეზე განსაკუთრებული სიხარული არ ეტყობოდა.

ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო "დალასმა", რომელმაც 1:4 დათმო "სან ხოსესთან". ამ მოგებამ "ზვიგენებს" დივიზიონში პირველი ადგილი მოუტანა.

ყველაზე უხვგოლიანი და გიჟური მატჩი ედმონტონში გაიმართა, სადაც "მენავთობეებმა" 9:2 გაანადგურეს "ჩიკაგო". ამით მათ შეწყვიტეს ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერმა რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა. მის ანგარიშზე ხუთი შედეგიანი პასი მოდის. სწორედ ის გახდა დღის პირველი ვარსკვლავი. ოთხ-ოთხი ქულა ჩაიწერეს აქტივში ტომ გილბერტმა (1+3) და ჯორდან ებერლემ (1+3), ტეილორ ჰოლმა კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

19 ნოემბერი

კაროლინა-ბაფალო 0:1

0:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 პომინვილი-8 (ვანეკი-13, ბოიესი-6).

კოლორადო-დალასი 3:0

1:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 კობესიუ-3 (რ. უილსონი-10, გალიარი-2), 2:0 პ. შჩასტნი-6 (ლანდესკოგი-4, ო'ბრაიენი-7), 3:0 დუშენი-8 (დ. ჯონსი-5, ქუინსი-11).

კალგარი-ჩიკაგო 5:2

1:1, 3:1, 1:0

გოლები: 1:0 სტემპნიაკი-4 (ტანგეი-10, ბროდი-1), 1:1 სტალბერგი-5 (ტეუვზი-8, ლედი-12), 2:1 რ. ბურკი-6 (გლენკროსი-5, ჰანანი-4), 3:1 ბირონი-2 (ჰორაკი-5), 3:2 მარიან ჰოსა-9 (კიტი-10, ტეუვზი-9), 4:2 გლენკროსი-6 (ბოუმისტერი-5, ო. იოკინენი-7), 5:2 გლენკროსი-7 (ო. იოკინენი-8).

20 ნოემბერი

ვინიპეგი-ფილადელფია 6:4

3:1, 2:1, 1:2

გოლები: 1:0 ლიტლი-3 (ველერი-8, ბაფლინი-9), 2:0 ლიტლი-4 (ველერი-9, ე. კეინი-6), 3:0 ლედი-6 (უელვუდი-8, ბაფლინი-10), 3:1 ჰარტნელი-7 (პრონგერი-10, კ. ჟირუ-13), 4:1 სლეიტერი-6, 5:1 ბაფლინი-4 (ლედი-4, უელვუდი-9), 5:2 ჰარტნელი-8 (ბრიერი-9, პრონგერი-11), 5:3 რიდი-7 (ჰარტნელი-9, კ. ჟირუ-14), 5:4 რიდი-8 (კ. ჟირუ-15, მ. კარლი-6), 6:4 ანტროპოვი-4.

ლოს ანჯელესი-დეტროიტი 1:4

1:1, 0:2, 0:1

გოლები: 1:0 მ. რიჩარდსი-8, 1:1 დაციუკი-3 (ჰოლმსტრიომი-5, ლიდსტრიომი-8), 1:2 კრონვალი-6 (ჰოლმსტრიომი-6, ფრანცენი-8), 1:3 აბდელკადერი-2 (ბ. სმიტი-1, ჯ. ერიქსონი-2), 1:4 დაციუკი-4 (ფრანცენი-9).

ტამპა ბეი-ნიუ ჯერსი 2:4

0:0, 0:3, 2:1

გოლები: 0:1 ზუბრუსი-5 (რ. კარტერი-1), 0:2 ელიაში-8 (კლარკსონი-2, ა. ლარსონი-3), 0:3 კლარკსონი-7 (პარიზე-5, ენრიკე-7), 1:3 სან ლუი-5 (შენონი-4, კუბინა-3), 2:3 შენონი-1 (დაუნი-3, ბრიუერი-6), 2:4 რ. კარტერი-2.

აილენდერსი-ბოსტონი 0:6

0:3, 0:0, 0:3

გოლები: 0:1 პ. ბერჟერონი-4 (სეგუინი-10, მარშანი-8), 0:2 ჰორტონი-6, 0:3 კ. კელი-6, 0:4 ფერენსი-1 (კორვო-9, კ. კელი-6), 0:5 კ. კელი-7 (ლუჩიჩი-7, ჰორტონი-7), 0:6 ხარა-2 (მარშანი-9, გ. კემპბელი-4).

მონრეალი-რეინჯერსი 4:0

1:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 ე. კოული-6 (ი. უებერი-4, პლეკანეცი-15), 2:0 ჯონტა-6 (გომესი-3, დიასი-4), 3:0 პლეკანეცი-5 (ე. კოული-6, პასიორეტი-8), 4:0 ჯონტა-7 (გომესი-4, კამალერი-6).

ტორონტო-ვაშინგტონი 7:1

2:1, 4:0, 1:0

გოლები: 1:0 ტიმ კონოლი-2 (ლუპული-12), 1:1 ლეიჩი-3 (ჩიმერა-5, ჯ. კარლსონი-6), 2:1 ფრატენი-1 (კოლბორნი-1, ფრენსონი-2), 3:1 ბოჟაკი-2 (ლუპული-13, ფანოფი-11), 4:1 კესელი-14 (ბოჟაკი-9, ლუპული-14), 5:1 ლუპული-10 (ფანოფი-12, კესელი-13), 6:1 ფრენსონი-1 (ტიმ კონოლი-4), 7:1 შტეკელი-4 (კულემინი-6).

ბაფალო-ფინიქსი 2:4

1:1, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 დოუნი-6 (იენდლი-9, დ. მორისი-3), 1:1 ადამი-6 (ლეოპოლდი-3, გერბე-8), 2:1 კალეტა-2 (გოსტადი-5, ლეოპოლდი-4), 2:2 ვრბატა-7 (კლესლა-5, შლემკო-6), 2:3 ბისონეტი-1 (ჩიპჩურა-3, ა. ოკუანი-3), 2:4 ვრბატა-8 (იენდლი-10, დ. მორისი-4) 4 - 2

ფლორიდა-პიტსბურგი 3:2

1:1, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 კუნიტცი-7 (დუპუი-9), 1:1 ბ. კემპბელი-2 (ვერსტიგი-12, უეისი-10), 2:1 ფლიშმანი-8 (უეისი-11, კულიკოვი-13), 2:2 ჯ. სტაალი-10 (დუპუი-10, ნისკანენი-4), 3:2 უეისი-7 (ვერსტიგი-13, ფლიშმანი-11).

დალასი-სან ხოსე 1:4

0:1, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 ბერნსი-4 (ჯ. ტორნტონი-11, მარლო-9), 0:2 კუტური-7 (ჯ. ტორნტონი-12, მარლო-10), 0:3 ვინჩესტერი-2 (დეჟარდენი-2), 0:4 მაკგინი-2 (ჰანძუში-3, ჰავლატი-8), 1:4 რიბეირო-2 (ლ. ერიქსონი-9).

მინესოტა-სტ. ლუისი 3:2 (ბ)

0:1, 1:0, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ბექზი-7 (ოში-7, სტინი-5), 1:1 მ. კოივუ-2, 1:2 ოში-6 (სტინი-6, ბექზი-5), 2:2 მ. კოივუ-3 (სპარჯონი-4, კლატერბეკი-2).

ბულიტები გაიტანეს: მ. კოივუ (მინესოტა), ოში (სტ. ლუისი), კულენი (მინესოტა).

ნეშვილი-კოლამბუსი 3:4 (ო)

1:0, 1:2, 1:1, 0:1

გოლები: 1:0 კ. უილსონი-5 (ლეგუანდი-10, კ. სმიტი-8), 1:1 2. კარტერი-1 (ნეში-9), 2:1 ფიშერი-3 (შ. უებერი-10, რ. სატერი-8), 2:2 პროსპალი-6 (ნეში-10, ტიუტინი-6), 2:3 უმბერგერი-2 (იოჰანსენი-3, ვიშნიევსკი-6), 3:3 სპალინგი-2 (შ. უებერი-11, რ. სატერი-9), 3:4 ვიშნიევსკი-1 (ვერმეტი-7).

ედმონტონი-ჩიკაგო 9:2

5:1, 3:1, 1:0

გოლები: 1:0 ჰემსკი-1 (პეტრი-2), 1:1 შარპი-7 (მარიან ჰოსა-14, პ. კეინი-15), 2:1 რ. ჯონსი-5 (ჰორკოფი-7, გილბერტი-5), 3:1 რ. სმიტი-11 (ებერლე-10, პეტრი-3), 4:1 ტ. ჰოლი-4 (ჰორკოფი-8, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-8), 5:1 ებერლე-5 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-9, პეტრი-4), 6:1 გილბერტი-3 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-10, ებერლე-11), 7:1 ტ. ჰოლი-5 (გილბერტი-6, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-11), 7:2 ბოლანდი-6 (ლედი-13, მონტადორი-5), 8:2 ჰორკოფი-4 (ებერლე-12, გილბერტი-7), 9:2 ტ. ჰოლი-6 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა