ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელები ამ კვირას მოთამაშეთა პროფკავშირთან შეხვედრას ითხოვენ
საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება ოკეანის გაღმიდან ლოკაუტთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელები ითხოვენ ამ კვირას მოთამაშეთა პროფკავშირთან შეხვედრას. თუმცა კალათბურთელებს ჯერ არ მიუღიათ მორიგი მოპარაკებების შესახებ წინადადება.

ინკოგნიტო წყაროს ცნობით, ლიგას ჯერ კიდევ აქვს შობისთვის (25 დეკემბერი) რეგულარული ჩემპიონატის დაწყების იმედი.

კლუბების მფლობელთა მონდომება იმით არის გამოწვეული, რომ მათ არ აწყობთ 50-მატჩიანი რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება. ასე რომ, ახლა საკითხი ასე დგას - ან ლოკაუტი წელს დასრულდება ან 2011-12 წლების სეზონი საბოლოოდ გაუქმდება.

სანამ NBA-ის ვარსკვლავები უსაქმოდ არიან, წინასაარჩევნო კამპანიაში მათ გამოყენებას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მას კალათბურთელების დახმარებით აქვს დაგეგმილი საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვა.

კარმელო ენტონი, კრის პოლი, კევინ დურანტი, დუაიტ ჰოვარდი, კრის ბოში და სხვა ვარსკვლავები 12 დეკემბერს, ვაშინგტონში საჩვენებელ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, საიდანაც მიღებული თანხა ობამას საარჩევნო კამპანიის ფონდში გადაირიცხება. ბილეთების ფასი 100-დან 5 ათას დოლარამდე იქნება.

მიღებულ თანხას აგრეთვე გამოიყენებენ სხვა დემოკრატების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მთელს ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებში.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამ შეხვედრამ უნდა შეცვალოს ყოველწლიური "ყველა ვარსკვლავის მატჩი". ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელების გარდა, მატჩში მონაწილეობას მიიღებენ რეი ალენი, ვინს კარტერი, რეჯი მილერი, ალონზო მოურნინგი და დიკემბე მუტომბო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა