"რომასთან" შეხვედრაში "დინამო სასარიას" ქართველმა ფორვარდმა 10 წუთი ითამაშა - 7 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე დაფარება მოაგროვა
იტალიის ჩემპიონატში შაბათს ერთი მატჩი გაიმართა - ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" დედაქალაქელებს უმასპინძლა.

ბევრისთვის მოულოდნელად სარდინიელებმა "რომას" პირველივე პერიოდში 14-ქულიანი სხვაობით აჯობეს, დარჩენილი 30 წუთი ანგარიშის შენარჩუნებას მოანდომეს და საბოლოოდ 80:68 გაიმარჯვეს.

ქართველი ფორვარდი მატჩში სტივენ ჰანტერის ნაცვლად მოედანზე მე-7 წუთზე შევიდა, ჯერ ორქულიანი გამოიყენა, შემდეგ ქუინტონ ჰოსლის პასით ეფექტურად ჩატენა და "დინამოს" 11-ქულიანი უპირატესობა დაუბევა (26:15).

მეტრეველმა მორიგი ორქულიანი რომ გამოიყენა (ზედ ერთი საჯარიმოც მიაყოლა), მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: 27-ე წუთზე სხვაობას სოლიდური სახე მისცა - 58:39.

ნიკამ 10 წუთი ითამაშა - 7 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 5-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმოა.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი, 17-ქულიანი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა - ქუინტონ ჰოსლიმ, რომალმაც 17 ქულა მოიპოვა.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რომეო საკეტიმ წინახაზელები შეაქო:

- სტივენ ჰანტერმა წინა ხაზში არსებული ვაკუუმი კარგად შეავსო. ნიკა მეტრეველი კი მნიშვნელოვანი ორქულიანებით დაგვეხმარა.

რომაელთა ძლევის შემდეგ "დინამო სასარის" მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა - 3-3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა