ამ უქმეებზე თავი პენალტებით 34 წლის ალექსანდრე იაშვილმა და 40 წლის ვაჟა თარხნიშვილმა გამოიჩინეს
34 წლის ალექსანდრე იაშვილი და 40 წლის ვაჟა თარხნიშვილი - მხოლოდ ამათ გაგვახარეს ქართული ლეგიონის კოჰორტიდან (კიდევ ერთი ქართული გოლი უკრაინის რანგით მეორე ლიგაში გავიდა). ორივე მათგანმა პენალტით გამოიჩინა თავი.

იაშვილმა "პადერბორნთან" მატჩის 39-ე წუთზე გაიტანა 11-მეტრიანი, შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ 52-ეზე პენალტი უკვე ვეღარ შეაგდო, მისმა "კალსრუემ" კი კვლავ წააგო. ეს ქართველი ვეტერანის მე-5 გოლია ჩემპიონატში, "კარლსრუე" კი 12 ქულით გასავარდნ ზონასთან სახიფათო სიახლოვესაა (მე-15 ადგილზეა).

"შპორტალმა" ჩვენებურის გარჯა 3 ბალით შეაფასა. იაშვილზე 6 წლით უფროსმა თარხნიშვილმა "ისკა-სტალის" კარში 89-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი (2:1) და "შერიფი" კვლავ ლიდერად დატოვა. ეს ვაჟას მე-4 გოლია ჩემპიონატში. ამას დავუმატოთ პერშა ლიგაში "სევასტოპოლის" 24 წლის მცველ მათე ღვინიანიძის ჩემპიონატში მეორე გოლი. მისმა გუნდმა არმიანსკის "ტიტანს" 2:0 მოუგო.

რუსეთის ჩემპიონატში ახალი ეტაპი დაიწყო. პირველ-მერვე ადგილებზე გასულებს ამიერიდან შეხება აღარ ექნებათ "მეორე ეშელონის" გუდნებთან". ზედა რვაში კი მხოლოდ ორი ჩვენებურია, ორივე ახალგაზრდა და პერსპექტიული, მაგრამ ორივეს უჭირს ძირითადში მოხვედრა. ამ ტურშიც ასე იყო, საბა კვერკველიამ (რუბინი) და ჯანო ანანიძემ (სპარტაკი) დუბლებში ითამაშეს.

მე-9-მე-16 ადგილებზე გასული გუნდების ტურნირში კი აღვნიშნავთ "კრასნოდარის" მოგებას ნალჩიკის "სპარტაკთან" - ამ შეხვედრაში ერთდროულად 4 ქართველი ვიხილეთ (3:2). ამ მატჩში ალექსანდრე ამისულაშვილმა საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ოთარ მარცვალაძემ კარგი თამაშისთვის 6 ბალი მიიღო "ჩემპიონატისგან". ნალჩიკელთა რიგებში ითამაშეს დავით სირაძემ და გუჯა რუხაიამ.

კიდევ ერთმა ჩვენებურმა "გამოიჩინა" თავი - საბერძნეთში გიორგი შაშიაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ჰოლანდიაში კი მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "ფეიენოორდთან" 0:4 შერცხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
იშვილზეც წერეთ და სხვა ვეტერანებზეც. რომა, შენ დიადი აწმყო ხარ ამ ქვეყნის და იაშვილზე ასე ლაპარაკის უფლება იმიტომ გაქვს, ვითომ? თუ ნათელი მომავალი ხარ? თუ წარსულში იაშვილზე მეტი გაქვს გაკეთებული ქვეყნისთვის?
roma
ბ-ნო ჯურნალისტებო რაღადროს იაშვილია,დაანებეთ თავი ასეთ ფეხბურთელებზე სტატიების წერას,ტყუილად დროს ნუ კარგავთ,ისინი უკვე ჩვენი ქვეყნის წარსულნი არიან.დაწერეთ ახალგაზრდებზე,ჩვენს მომავვლებზე.წინ მეგობრებო,წინ.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა