ლატვიის უმაღლესი ლიგის წლის სიმბოლურში "დაუგავას" ორი ქართველი მოხვდა: მცველი გიორგი ჩიხრაძე და თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე
ინტერნეტგაზეთმა sportacentr.com-მა ლატვიელ გულშემატკივრებში ჩაატარა გამოკითხვა 2011 წლის უმაღლესი ლიგის სიმბოლური ნაკრებისა და საუკეთესო მწვრთნელის დასასახელებლად. შედეგები ფეხბურთის ქართველ მოყვარულებსაც დააინტერესებთ.

წლის სიმბოლურ ნაკრებში "დაუგავას" ორი ქართველი მოხვდა: მარცხენა მცველის პოზიციაზე გიორგი ჩიხრაძე, ცენტრალური თავდამსხმელისა - მამუკა ღონღაძე.

ჩიხრაძემ წინა სეზონიც ჩინებულად ჩაატარა და იმავე ინტერნეტგაზეთმა შარშანაც სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. გიორგიმ წლეულს 26 შეხვედრა და ერთი გოლი მიითვალა.

"დაუგავას" წარმატებაში ლომის წილი დაიდო მამუკა ღონღაძემ, საერთო გუნდური 58 გოლიდან 21 მის ანგარიშზეა. გოლების ეს რაოდენობა 26 წლის თავდამსხმელმა 25 შეხვედრაში გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რიგის "სკონტოს" თავდამსხმელ ნათან ჟუნიორს ჩამორჩა.

გაგიკვირდებათ და, ამ გამოკითხვით საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა თამაზ პერტია, რომლის "ოლიმპსი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. 35 წლის პერტია გასულ სეზონშიც საუკეთესო იყო, ოღონდ ახალგაზრდა მწვრთნელების კატეგორიაში, წლეულს კი სულაც საუკეთესოდ მიიჩნიეს, რაც, ვიმეორებთ, უცნაურია იმის კვალობაზე, რომ მისი გუნდი უმაღლესიდან დაქვეითდა.

პერტია სეზონის დასაწყისში "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდი პირველ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა კლუბის მეპატრონესთან კონფლიქტის გამო დაუგავპილსიდან წავიდა. პერტია დიდხანს არ ყოფილა უმუშევარი, რიგის "ოლიმპსში" რეკომენდაცია გუნდის დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა გაუწია, რომელიც ახალგაზრდა მწვრთნელის ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარია.

გიორგი ჩიხრაძე ორი წლის წინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი იყო. 24 წლის მცველი აღიარებით კმაყოფილია:

"გასულ წელს ცენტრალურ მცველებში გამომარჩიეს, წლეულს კი უფრო მარცხენა მცველად მათამაშებდნენ და ამჯერად ამ პოზიციაზე გავხდი გულშემატკივართა რჩეული. ღონღაძისა და პერტიას დასახელებაც დამსახურებულია. პერტია რომ არ წასულიყო, "დაუგავა" ჩემპიონი გახდებოდა, "ოლიმპსში" კი იმ დროს მივიდა, როცა ამ გუნდის ბედი გადაწყვეტილი იყო და ვერაფერს შეცვლიდა. მაგრამ იქაც რამდენიმე შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. ღონღაძე სწორედ მის ხელში გაიხსნა და ლატვია აალაპარაკა".

ჩიხრაძე ამბობს, რომ შესაძლოა, მალე უკეთეს ლიგაში ითამაშოს:

"გუნდთან კონტრაქტი უკვე დამისრულდა და დარჩენას აღარ ვაპირებ. წინადადებები უკვე მაქვს, ლაპარაკია უკრაინულ და სხვა ევროპულ კლუბებზე, მაგრამ სანამ ყველაფერი არ გადაწყდება, მანამდე გუნდებს არ დავაკონკრეტებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა