"ლოს ანჯელეს გალაქსიმ" ჰიუსტონის "დინამოს" 1:0 დამარცხების შემდეგ მლს-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
"ლოს ანჯელეს გალაქსიმ" ჰიუსტონის "დინამოს" 1:0 დამარცხების შემდეგ მლს-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეს მესამე ოქროს მედალია კლუბის არსებობის ისტორიაში, იქამდე "გალაქსის" ჩემპიონატში 2002 და 2005 წლებშიც გაუმარჯვია. ერთადერთი გოლი ჰიუსტონელთა კარში ლენდონ დონოვანმა 72-ე წუთზე გაიტანა. მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლოა ეს მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდეს აღნიშნული კლუბის რიგებში მისი უმთავრესი ვარსკვლავის დევიდ ბექჰემისთვის, რადგან ამიერიდან ის თავისუფალი აგენტია და სადაც მოისურვებს, კარიერას იქ განაგრძობს.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდი კარიერაში მოპოვებული მორიგი საჩემპიონო ოქროს მედლით წარმოუდგენლად ბედნიერი იყო, მან მცირე კომენტარის გაკეთება არც სამომავლო გეგმებზე დაიზარა: "გალაქსისთან" ერთად მლს-ის ჩემპიონატის მოგება 2007 წლის ივლისის მერე მინდოდა.

და აი, როგორც იქნა ეს დღე დადგა. ამერიკულ კარიერაში ჩემთვის ეს ყველაზე ბედნიერი წუთებია. რაც შეეხება ჩემ მიმართ სხვა კლუბების ინტერესს, ამჟამად რამე ღირებულის თქმა არ შემიძლია... ჯერჯერობით მაინც. ამ წუთას მხოლოდ მოლხენა და ბედნიერი წუთებით ტკბობა მინდა. შემდეგ კი კარგი დასვენებაც არ მაწყენდა. გადაწყვეტილებას მხოლოდ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მივიღებ. საბოლოოდ სულაც არ მითქვამს, რომ აქედან სადმე წასვლას ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა