ავტოსპორტი. ნასკარი: წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპი ამერიკული ავტოსპორტის ისტორიაში შევა
ნასკარის სერიაში სეზონი გასულ უქმეებზე დასრულდა. აქამდე, ორი საჩემპიონო ტიტულით ტონი სტიუარტი ამ სერიის ერთ-ერთ წარმატებულ პილოტად მიიჩნეოდა, მაგრამ ფლორიდას შტატის ქალაქ ჰომსტედში გამართულმა რბოლამ ეს ავტომრბოლი ნასკარის ლეგენდად აქცია.

წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპი ამერიკული ავტოსპორტის ისტორიაში შევა. სტიუარტმა Chevrolet Impala-ს მანქანით მოიგო რბოლა და კარიერაში მესამედ მოიგო ეს სერია, თუმცა რბოლის სტარტი ჩააგდო და საწყის წრეებზე მე-40 ადგილამდე დაქვეითდა.

გარდა ამისა, პილოტმა რამდენჯერმე ბევრი დრო დაკარგა პიტსტოპებზე: თავიდან მანქანას ლოკალური რემონტი დასჭირდა, შემდეგ პრობლემები შეიქმნა პნევმოდომკრატთან დაკავშირებით. მაგრამ ყოველ ჯერზე სტიუარტი ახერხებდა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.

ეტაპისთვის განკუთვნილი 267 წრის განმავლობაში ტონიმ ჯამში 118 გასწრება შეასრულა. მაყურებელმა ემოციებისგან დასვენება მხოლოდ რბოლის შუაში მოახერხა, როცა წვიმის გამო რბოლა ერთი საათის შეაჩერეს.

საერთო ჩათვლის ლიდერმა კარლ ედვარსმა სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო და მთელი რბოლა ლიდერთა შორის იყო. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში Ford Fusion-ით მოასპარეზე პილოტმა ვერაფერი დაუპირისპირა სტიუარტის სიჩქარეს და მეორე მივიდა ფინიშთან დაახლოებით წამნახევრიანი ჩამორჩენით.

საბოლოოდ, ჩემპიონატის 36 ეტაპის შედეგების მიხედვით პრეტენდენტებმა ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს, მაგრამ ჩემპიონი სტიუარტი გახდა უფრო მეტი ეტაპის მოგების წყალობით: მის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება იყო, ედვარდსმა კი სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო ფინიშზე პირველი მისვლა.

NASCAR Sprint Cup

ჰოუმსტედი (აშშ)

1. ტონი სტიუარტი ("შევროლე") - 267 წრე; 2. კარლ ედვარდსი ("ფორდი") - +1.306; 3. მარტინ ტრუექსი ("ტოიოტა") - +7.242; 4. მეტ კენსეტი ("ფორდი") - +7.539; 5. ჯეფ გორდონი ("შევროლე") - +9.967; 6. კლინტ ბოუიერი ("შევროლე") - +11.772; 7. კეისი კეინი ("ტოიოტა") - +12.476; 8. კევინ ჰარვიკი ("შევროლე") - +14.279; 9. დენი ჰემლინი ("ტოიოტა") - +14.505; 10. ჯეფ ბარტონი ("შევროლე") - +16.254; 11. დეილ ერნჰარდტი ("შევროლე") - +17.177; 12. რაიან ნიუმანი ("შევროლე") - +19.620...

საერთო ჩათვლა

1. ტონი სტიუარტი - 2403 ქულა; 2. კარლ ედვარდსი - 2403; 3. კევინ ჰარვიკი - 2345; 4. მეტ კენსეტი - 2330; 5. ბრედ კასელოვსკი - 2319; 6. ჯიმი ჯონსონი - 2304; 7. დეილ ერნჰარდტი - 2290; 8. ჯეფ გორდონი - 2287; 9. დენი ჰემლინი - 2284; 10. რაიან ნიუმენი - 2284; 11. კურტ ბუში - 2262; 12. კაილ ბუში - 2246... 21. ხუან პაბლო მონტოია - 932...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო