იაპონური კონცერნის "ჰონდას" ხელმძღვანელობა ძრავების მომწოდებლის სტატუსით ფორმულა 1-ში დაბრუნებას განიხილავს
იაპონური კონცერნის "ჰონდას" ხელმძღვანელობა ძრავების მომწოდებლის სტატუსით ფორმულა 1-ში დაბრუნებას განიხილავს. ეს შეიძლება 2014 წელს მოხდეს, როცა მოქმედებაში შევა ძრავებზე ახალი ტექნიკური რეგლამენტი.

გერმანული გაზეთი Auto Motor und Sport წერს, რომ იაპონურმა ავტოგიგანტმა, შესაძლოა, ძრავებით მოამარაგოს "მაკლარენი". ამჟამად, ბრიტანული საჯინიბო "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გერმანელები 2012 წლის სეზონის ბოლომდე "მაკლარენს" უფასოდ მიაწვდიან ძრავებს, შემდეგ კი ამოქმედდება ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც ფასიან მიწოდებას ითვალისწინებს. ეს თანხა 2015 წლის ბოლომდე სეზონში დაახლოებით 8 მილიონი დოლარი იქნება.

ჭორების თანახმად, "მაკლარენი" ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს და "ჰონდას" მხრიდან დაინტერესება, შესაძლოა, კარგი ვარიანტი აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ ფორმულა 1-ში იაპონური ძრავების გამარჯვების დიდი ნაწილი სწორედ "მაკლარენთან" წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება (1988-92 წლები).

"მაკლარენის" წარმომადგენლებს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, "ჰონდას" ერთ-ერთმა მენეჯერმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკურად კომპანია მზად არის დაბრუნებისთვის, მაგრამ განაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა