"კამპ ნოუ" "ბარსასთვის" იდეალურ ციხე-სიმაგრედ იქცა - ოღონდ, გვარდიოლას გუნდი თავს აქეთ ესხმის ზვარაკად შესაწირ მეტოქეებს
ჩემპიონმა ძალზე იოლად დაძლია "სარაგოსას" წინააღმდეგ, 4:0 მოიგო და აგრძელებს ლიდერი "რეალის" დევნას. თუმცა ერთი ცუდი ამბავი "ბარსასთვის" ამ თამაშში მაინც მოხდა - ანდრეს ინიესტამ მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც საგანგაშო არ არის, მაგრამ უახლოეს მატჩს "მილანთან", გამოატოვებინებს. სამაგიეროდ, უკვე სრულს მზადყოფნაშია პედრო როდრიგესი.

"კამპ ნოუ" "ბარსასთვის" იდეალურ ციხე-სიმაგრედ იქცა - ოღონდ, ერთი პრინციპული სხვაობით ციხე-სიმაგრისგან - იქ, როგორც წესი, თავს იცავენ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კი თავს ესხმის ზვარაკად შესაწირ მეტოქეებს.

ციფრები თავისთავად ბევრზე მეტყველებენ - გასული სეზონიც რომ მივათვალოთ, უკვე 10 მატჩია, რაც "ბარსას" გოლი არ გაუშვია "კამპ ნოუზე" და იცით რამდენი გაიტანა? 30! აქედან 46% კი ლიონელ მესიზე მოდის. გუნდები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ გოლის გატანას კატალონიაში ვერ ახერხებენ. ბოლოს ასეთი რამ "ალმერიამ" მოახერხა, როცა 9 აპრილს გაუტანა მასპინძელთა გუნდს, თუმცა 1:3 წააგო. ახლა "ალმერია" სეგუნდა დივიზიონის ბინადარია.

"სარაგოსასთან" მატჩში "ბარსელონას" ფეხბურთელები დროის 66% აკონტროლებდნენ ბურთს. ყველაზე მეტი პასი ამ შეხვედრაში (90) დანი ალვეშმა შეასრულა. "ბარსამ" მეტოქის კარისკენ 24-ჯერ დაარტყა, არაგონულმა კლუბმა - 4-ჯერ. მესიმ (6 დარტყმა) მთელ "სარაგოსას" აჯობა ამ მონაცემში. საოცარია, მაგრამ ამ თამაშში "ბარსა" მეტოქეზე მეტჯერ დაჯარიმდა, ასეთი რამ კი ძალზე იშვიათად ხდება (20-16). ყველაზე მეტჯერ მეტოქეებს ბურთი კარლეს პუიოლმა აართვა - 12-ჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა