კლუბში სახელფასო დავალიანება გასტუმრებულია, გასაცემი მხოლოდ "დინამოს" ძლევისთვის დაწესებული პრემია დარჩა
რამდენიმე დღის წინ "ბაიაში" შექმნილ ფინანსურ პრობლემებსა და გუნდის შემადგენლობის მოსალოდნელ შესუსტებაზე ვწერდით, თუმცა, ტრავმირებულებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ზუგდიდელებს ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში არავინ დაჰკლებიათ.

როგორც "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, კლუბს გარკვეული პრობლემები მართლაც ჰქონდა, მაგრამ დღეისთვის ყველაფერი მოგვარებულია.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ ყოფილა საფუძველს მოკლებული, მაგრამ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც მკითხველს შეიძლება ეფიქრა.

ვადასტურებ, რომ იმ მომენტისთვის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ხელფასები არ ჰქონდათ აღებული, მაგრამ დღეისთვის სახელფასო დავალიანება სრულად გასტუმრებულია და კლუბს გასაცემი აქვს მხოლოდ "დინამოს" დამარცხებისთვის დაწესებული პრემია. ამ საკითხსაც უახლოეს დღეებში მოევლება.

არც ერთ ფეხბურთელს "ბაიადან" წასვლაზე არ უფიქრია და კლუბში ჩვეულებრივი სამუშაო ვითარებაა. მომავალს იმედით ვუყურებთ და გვჯერა, დასახული მიზნების განხორციელებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის", - აცხადებს "ბაიას" თავკაცი.

მან ისიც გვითხრა, რომ "ბაიას" სპონსორმა "ფერერომ" თანხა უკვე ჩარიცხა და კლუბი დახმარებას მეორე სპონსორის, "ევროპაბეთისგანაც" იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა