სამბოში ჭაბუკთა შორის შეჯიბრება გაიმართა და მასში 90-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა
იშვიათია თავის საქმეზე ისეთი შეყვარებული და ბოლომდე ერთგული ადამიანი, როგორიც სამბოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გივი სარდანაძეა.

46 წელიწადია იგი სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობს და არაერთი სახელოვანი ფალავანი ჰყავს აღზრდილი. ქუთაისის თვითმართველობამ ღვაწლმოსილ სპეციალისტს მრავალწლიანი მუხლჩაუხრელი შრომა დაუფასა და წლეულს მისი სახელობის ტურნირი დააფუძნა, რომელიც ამ უიქენდზე ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამბისტთა მონაწილეობით.

"აღმოსავლეთ საქართველოს გუნდები შეგნებულად არ მოვიწვიეთ, რადგანაც ტურნირი პირველად ტარდება და ამ ეტაპზე არ გვინდოდა ბევრი მონაწილე ყოფილიყო. სამომავლოდ, ქალაქის მერია გვპირდება საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას, რომელშიც საქართველოს რეგიონების გარდა უცხოელებიც იჭიდავებენ." -გვითხრა გივი სარდანაძემ. დამსახურებულმა მწვრთნელმა თავის მიღწევებზეც ისაუბრა:

"მთელი ცხოვრება სამბოს მივუძღვენი, ჩემს შეგირდებს მსოფლიოსა და ევროპის ოფიციალურ პირველობებზე (ასაკობრივებში და დიდებში) 68 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული. მათ შორის ხუთი მსოფლიოს და ხუთიც ევროპის ჩემპიონის წილად მოდის. ქართული სამბო მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ქუთაისელთა გუნდი კი საქარველოში მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდადაა დასახელებული. დღეს წარმატებით ასპარეზობენ გელა სანიკიძე, გენადი ჩირგაძე, ვარლამ შალიკაშვილი, რომელიც თავის ასაკში წლეულს ევროპის პრიზიორი გახდა. ლერი ჯიხვაშვილი კი მსოფლიოსა და ევროპის პრზიორია".

მანვე ისიც გვითხრა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა სამბოს დიდ ყურადღებას აქცევს და ამ ტურნირის ჩატარებაც მათი იდეა იყო.- "დიდი მადლობა მერიას და საკრებულოს ტურნირის ორგანიზებისთვის. არ ყოფილა შემთხვევა, ქალაქის ხელმძღვანელობისთვის რაიმე გვეთხოვოს და შესაძლებლობების ფარგლებში გვერდში არ დაგვდგომოდნენ.

ძალიან კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს, თანამედროვე დარბაზი და კარგი ხალიჩა, დანარჩენი ჩვენს შრომაზეა დამოკიდებული. მწვრთნელი და სპორტსმენი მაშინ გქვია, როცა მიღწეულით არ კმაყოფილდები. ქუთაისში სამბოს საამაყო ტრადიციები აქვს და ვეცდებით, რომ ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ."

"გივი სარდანაძეს ქართულ სპორტში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. რამდენჯერმე თავის სახეობაში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად იყო დასახელებული. გაისად ტურნირში საქართველოს რეგიონებთან ერთად სხვა ქვეყნის სამბისტებიც იასპარეზებენ. თანაც, მომავალ წელს გივი სარდანაძე 70 წლისა ხდება და ეს მისი საიუბილეო ტურნირიც იქნება. ბატონი გივი კი გვპირდება, რომ 70 წლის იუბილეს 70 მედლით შეხვდება" - აღნიშნა ქუთაისის მერიის სპორტის სამსხურის მთავარმა სპეციალისტმა გია ჩიხლაძემ.

ახლა კი თავად ტურნირის შესახებ. შეჯიბრება ჭაბუკთა შორის გაიმართა და მასში 90-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. აი, ისინიც: გიორგი ნაროიშვილი (38კგ), გიორგი ბარჯაძე (41. ორივე - ვანი), ლევან შონია (45), ჯაბა ქურდიანი (48), იაგო დიხამინჯია (52), ვარლამ შალიკაშვილი (56, ოთხივე-ქუთაისი), შმაგი დადუნაშვილი (60,ვანი), დავით წურწუმია (65,ფოთი), ზურაბ ლომიძე (70, ზესტაფონი), ალეკო თოლორაია (74, ზუგდიდი), გაგა კამლაძე (81, ქუთაისი), გიორგი ლაზუაშვილი (+81, ზესტაფონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა