ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ფეხბურთელები ორი მილიონი ჩეხური კრონით, დაახლოებით 106 ათასი დოლარით დააჯარიმა
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ორი მილიონი ჩეხური კრონით, დაახლოებით 106 ათასი დოლარით დააჯარიმა.

ამის მიზეზი კი ჩერნოგორიასთან მატჩი შემდეგ მათი უდისციპლინო საქციელი გახდა. ექსიუგოსლაველების დამარცხების შემდეგ მოთამაშეებმა ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავი ზეიმი მოაწყვეს. აშკარაა, რომ სიხარულის გამოხატვასაც ზღვარი უნდა. ისინი ადგნენ და შუა აეროპორტში სპონტანურად შექმნილი სიმღერა წრეში ჩამდგრებმა სულ ხტუნვა-ხტუნვით დააგუგუნეს.

ტექსტი ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელს, 49 წლის რადეკ დრულაკს მიეძღვნა. კულტურულ ფორმებში თუ ვთარგმნით, ასეთ რამეს მივიღებთ, დრულაკს სექსი იმიტომ არ აქვს, რომ საამისოდ საჭირო "ინსტრუმენტი" აკლიაო. იკითავთ, კი, მაგრამ რა დაუშალა ამისთანა დრულაკმა ჩეხ ფეხბურთელებსო.

ეროვნულ გუნდს ის მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში აკრიტიკებდა, ამტკიცებდა, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებთო.

ბუნებრივია, ეს კადრები კამერებმა დააფიქსირეს. გულშემატკივარს შეუძლია მისი ნახვა იუთუბზე, თუკი საძიებო ფანჯარაში Radek Drulak nema curaka-ს ჩაუწერს. "ასეთი სოლიდური თანხით დაჯარიმება იმითია გამოწვეული, რომ ისინი უნდა მიხვდნენ, ასეთ გამოხტომას მეორედ ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. თუკი რამე ამის მსგავსი კიდევ მოხდება, მაშინ ბევრად უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამჯერად ფეხბურთელები კიდევ დავინდეთ. მათ მიერ გადახდილ თანხას ჩვენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოვახმართ," - განაცხადა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიროსლავ პელტამ.

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ როსიცკიმ გულშემატკივარს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ის შეეცადა ფანებისთვის მათი საქციელი მეტნაკლებად აეხსნა და ყოველივე ევრო 2012-ზე მოხვედრით გამოწვეულ "საერთო ეიფორიას" დააბრალა. ტომაშმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხი ფეხბურთელები იმ დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მისი თქმით, მათ ლუდი დალიეს, მაგრამ ზომიერად, რადგან უზომოდ დასალევად მათ ელემენტარულად დრო არ ეყოფოდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა