მადრიდის "რეალში" ერთობ უცნაური სიტუაცია შეიქმნა: მოურინიუ თავდამსხმელის შეძენას მოითხოვს, ვალდანო კი აცხადებს, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის უკვე დაიხურაო.

მადრიდის "რეალში" ერთობ უცნაური სიტუაცია შეიქმნა: მოურინიუ თავდამსხმელის შეძენას მოითხოვს, ვალდანო კი აცხადებს, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის უკვე დაიხურაო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიტანს თავისას – მთავარი მწვრთნელი, თუ დირექტორი?

ხორხე ვალდანომ "რეალის" სატრანსფერო აქტიურობის დასრულების შესახებ მესუთ იოზილის შეძენის შემდეგ განცხადება, მაგრამ მას შემდეგ დღე არ გავიდოდა ისე, ესპანურ პრესას "რეალთან" ესა თუ ის ფეხბურთელი რომ არ დაეკავშირებინა. ასეთი ვითარებაა ახლაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჟოზე მოურინიუ უკვე პირდაპირ, ქარაგმების გარეშე აცხადებს, რომ მის გუნდს სულ ცოტა ერთი თავდამსხმელის დამატება სასწრაფოდ ესაჭიროება.

"კლუბისთვისა და კერძოდ ფლორენტინო პერესისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის. ზაფხულში ექვსი ფეხბურთელი შევიძინეთ და შემიძლია დავადასტურო, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეების გუნდი ვართ. მაგრამ ფეხბურთში ფორტუნაც დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, თუკი თავდამსხმელებს რამე შეემთხვათ, პრობლემებს ვერ გადავურჩებით. დაცვაში ასეთ პრობლემებს გავუმკლავდებით, ცენტრალურ მცველად თამაში არბელოასაც კი ეხერხება. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, იგუაინსა და ბენზემას რამე რომ მოუვიდეთ, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით", - თქვა "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

ვერაფერს იტყვი, მოურინიუს არგუმენტი ქვას გახეთქავს, ისეთი მყარია. მაგრამ კლუბის არგენტინელი მმართველი ჯიუტად იმეორებს – ახალ ფეხბურთელს აღარ შევიძენთო.

"ვიმეორებ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "რეალის" ფეხი აღარ იქნება და მესამე თავდამსხმელის შეძენას ჩვენგან ნუღარ ელით. მინახავს, როგორ თამაშობდა მესუთ იოზილი ბრემენის "ვერდერში". შემიძლია ვთქვა, რომ მას შეტევაში თამაში არ გაუჭირდება. კრიშტიანუ რონალდუს თვისებებზე კი ახალს ვერაფერს მათქმევინებთ", - ასე განმარტა სიტუაცია ხორხე ვალდანომ.

დრო გაგვარკვევს, ვინაა მართალი – ჟოზე თუ ხორხე, თუმცა ორი ნომინალური ფორვარდით მომქანცველ სეზონში ჩაბმას, ცოტა არ იყოს, ავანტიურული ელფერი წაჰკრავს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა