საქართველოს თასი. მეოთხედფინალები. პირველი მატჩები. წინათქმა
საქართველოს ჩემპიონატში ტური არ გავა, ერთი გამორჩეული მატჩი რომ არ გვქონდეს, დღეს კი არანაკლებ საინტერესო პაექრობები გველოდება: თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრებია.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცოტა არ იყოს, უცნაურადაც ჩანს ამ ეტაპს შემორჩენილ რვა გუნდში თბილისის "დინამოს" არყოფნა; გასაგებია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სათასო დაპირისპირებებს გარკვეული სენსაცია-სიურპრიზები უყვარს, მაგრამ ჩვენთან წლევანდელი გათამაშების უმთავრესი მოულოდნელობა, რაღა თქმა უნდა, "დინამოს" გამოვარდნა იყო.

არადა, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი მეოთხედფინალში რომ არ ყოფილიყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ მესამედ ხდება (1990 წლიდან მოყოლებული). თუმცა, მეორეს მხრივ, "დინამოს" გარკვეული უპირატესობაც შეიძლება რომ ჰქონდეს თავის კონკურენტებთან - ალექს გარსიას გუნდი ამიერიდან მხოლოდ ჩემპიონობაზე იბრძოლებს, მაშინ როცა იგივე "ზესტაფონს", "ტორპედოსა" თუ "მეტალურგს" ძალების გადანაწილება "ორ ფრონტზე" მოუწევს. ძალების გადანაწილება კი შემთხვევით არ გვიხსენებია: თასს შემორჩენილ გუნდებს ხომ 7 დეკემბრამდე ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მოუწევთ ოფიციალური მატჩების ჩატარება.

ტორპედო-ზესტაფონი

მეოთხედფინალების მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, მეზობლებისა და პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებაა; თანაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია: "ტორპედოსაც" და "ზესტაფონსაც" აბსოლუტურად ნახევარფინალში გასვლის ერთნაირი შანსი გააჩნია!

ისიც გვეეჭვება, რომ ამ "იმერული დერბის" მონაწილეებმა ჩემპიონატსა და თასს შორის საპრიორიოტეტო არჩევანი გააკეთონ; ორივე კლუბს საკმარისზე მეტად ამბიციური ხელმძღვანელები (გნებავთ, მწვრთნელები) ჰყავს და მეტოქის ფაქტორსაც თავი რომ დავანებოთ, "ტორპედოც" და "ზესტაფონიც" თასის ამ გათამაშების ერთ-ერთ რეალურ ფავორიტებად მოიაზრებიან.

დღევანდელი მეტოქეები ამ სეზონში უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: ჩემპიონატის პირველ ტურში "ზესტაფონმა" გაიმარჯვა (2:1), მეორე წრის შეხვედრაში კი ამჯერად "ტორპედომ" შეძლო რევანშის აღება და ასევე მინიმალური სხვაობით აჯობა პრინციპულ მოწინააღმდეგეს. თანაც, ამ მატჩში ტორპედოელებს გია გეგუჩაძე თავკაცობდა, ვისი ხელმძღვანელობითაც "ზესტაფონმა" პირველი საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვა და საერთოდაც ამ კლუბისათვის დიდი ამაგი აქვს გაწეული. თუმცა, ამ სეზონზე ბევრად უფრო დაძაბულად (ამასთან, სკანდალურადაც) წარიმართა "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" წინა სათასო დაპირისპირება, ქუთაისელთა გამარჯვებით რომ დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ 2010-11 წლების საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

პირველ მატჩს, ქუთაისში რომ ჩატარდა, 15 000 მაყურებელი ესწრებოდა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დამთავრდა - ერთადერთი ბურთი გიორგი მეგრელაძემ გაიტანა. განმეორებით შეხვედრაში "ზესტაფონმა" სუპერ-შემტევი ფეხბურთი უჩვენა, მაგრამ "ტორპედომ" შეძლო და პირველ მატჩში მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა, - ამაში კი დიდი წვლილი მიუძღოდა ქუთაისელთა მეკარეს ომარ მიგინეიშვილს. სამწუხაროდ, "ტორპედო" მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდა - გადამწყვეტ შეხვედრაში "გაგრასთან" დამატებითი დროის ბოლო წუთზე დამარცხდა...

გაგრა-მერანი

"გაგრა" თასის მფლობელის რანგში აგრძელებს ასპარეზობას და ახალგაზრდა სპეციალისტის, ზვიად ჯელაძის გუნდი, ალბათ, არც ახლა იტყვის უარს ამ საპატიო პრიზზე. მთავარია, რამდენად შეძლებს ეს ახალგაზრდული კრებული ერთდროულად ორივე ამოცანის შესრულებას: ჩემპიონატში "გაგრა" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრისათვის იბრძვის, მაშინ როცა მის დღევანდელ სათასო მეტოქეს ეს პრობლემა, ფაქტობრივად, გადაჭრილი აქვს.

უკვე მერამდენედ გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ მარტვილური გუნდის წარმატებული ასპარეზობა ამ სეზონის მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მერანს", ფაქტობრივად, განაღდებული აქვს საუკეთესო რვა გუნდში ასპარეზობა, ახლა კი, ახალგაზრდა სპეციალისტის, მალხაზ ჟვანიას შეგირდები თასზეც "იფიქრებენ". მით უფრო, რომ მარტვილელთათვის "უცხო" ნამდვილად არ არის მეოთხედფინალში ასპარეზობა, ეგ კი არა, შარშან სულაც ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც თასის მომავალ გამარჯვებულთან "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდნენ.

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია

ერთი შეხედვით, ამ წყვილის ფავორიტად რუსთაველები უნდა მივიჩნიოთ: კობა ჟორჟიკაშვილის გუნდში ხომ ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ და თითქმის ყველა მათგანს საჩემპიონო თუ სათასო ტიტულიც არაერთხელ მოუპოვებია. ამას გარდა, "მეტალურგი" ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიგვაჩნია და რუსთავური კლუბის ამბიციური ხელმძღვანელობა ამ სეზონში "დუბლის" შესრულებაზეც არ იქნება უარს.

ისე, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოსადგენია მოვლენების ისეთი განვითარება, მომავალ ზაფხულს "მეტალურგი" ევროტურინირების გარეშე რომ დარჩეს - ანუ, ჩემპიონატიდან ან თასიდან რუსთაველები ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის ერთ-ერთ საგზურს, ალბათ, მოიპოვებენ;

ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" კი, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ევროტურნირებზე მოსახვედრად სწორედ თასზე წარმატებული ასპარეზობა მართებს. მოკლედ, "ვეტერინარებმა" ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში რუსთაველებს თუ აჯობეს, მერე უკვე კენჭისყრის იმედადაც შეიძლება რომ იყვნენ ("ტორპედო" - "ზესტაფონის" წყვილში გამარჯვებულს უნდა ასცდნენ); თუმცა, ეს უკვე ვარაუდებია და დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული გუნდი უბრძოლველად არაფერს დაუთმობს ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს.

ბაია - დილა

ორივე გუნდისთვის მეოთხედფინალში გასვლა დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალის საგზური "ბაიამ" და "დილამ" აშკარად განსხვავებული სიძლიერის მეტოქეებთან მოიპოვეს. ასე მაგალითად, ზუგდიდურ გუნდს წინა ეტაპზე არანაირი პრობლემა არ შექმნია ბოლნისის "სიონთან" (ორივე მატჩი მოუგო - 3:0, 2:1); მაშინ როცა გორის "დილამ" თასის ამ გათამაშების ყველაზე ხმაურიანი სენსაცია მოახდინა და მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში თბილისის "დინამოს" აჯობა!

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი (საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" რომ ჩატარდა) ერთობ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და ის უშეღავათო პაექრობაც ფრედ, 2:2 დამთავრდა. ამის მიუხედავად, ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ "დინამო" სტუმრად ვერ შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას და მეოთხედფინალში გასვლას. თუმცა, რაც უნდა "დააბრალოს" ვინმემ გორის "ქართლის" სტადიონის უხარისხო მოედნის საფარს, ფაქტი - ფაქტად დარჩა: "დილამ" შეძლო მატჩი თავისთვის სასურველი ანგარიშით (0:0) დაემთავრებინა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალშიც გავიდა.

ისე, ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "დინამოსთან" პირველ დაპირისპირებაში "დილას" გია ცეცაძე თავკაცობდა, განმეორებით შეხვედრაში გუნდი რამაზ სოღოლაშვილმა გამოიყვანა, დღესდღეობით კი გორელების მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე გახლავთ; სპეციალისტი, რომელსაც თასზეც და ჩემპიონატშიც უდიდესი გამოცდილება გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე