დღეს "ტორპედოსთან" მატჩში "ზესტაფონის" კარს ფეროელთა 29 წლის კაპიტანი დაიცავს
ბოლოხანს "ზესტაფონს" ტრავმის გამო როინ კვასხვაძე ვერ ეხმარება და მის ნაცვლად საქართველოს ჩემპიონთა კარს გუნდის კაპიტანი ზურაბ მამალაძე იცავს - საერთო შეფასებით, კონკურენტზე არანაკლებ დამაჯერებლად.

დღეს "ტორპედოსთან" მატჩში "ზესტაფონის" კარში სწორედ მამალაძე იდგება და სათასო დაპირისპირებისა და სხვა თემების შესახებ ფეროელთა 29 წლის კიპერს ვესაუბრეთ.

- მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" წინააღმდეგ თამაში უკვე მესამედ გიწევს.

- სეზონის სტარტზე როინ კვასხვაძეს არაფერი აწუხებდა, მაგრამ ქუთაისში კარის დაცვა მე მომანდეს. "ტორპედოსთან" საშინაო შეხვედრაშიც ვითამაშე. ქუთაისში გავიმარჯვეთ, შინ დავმარცხდით, ახლა კი იმედი გვაქვს, რომ ქუთაისიდან კვლავაც გამარჯვებულები დავბრუნდებით.

- ზესტაფონში "ტორპედოსთან" გაშვებულ ბურთში ბრალი მიგიძღვის, თუმცა შემდეგი მატჩები უფრო მაღალ დონეზე ჩაატარე.

- სათამაშო პრაქტიკა ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მეკარისთვის. ის შეცდომა უკვე დავივიწყე, ბოლო შეხვედრებმა საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა და მომავალ წელს ოპტიმისტურად ვუყურებ. ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა და მიხარია, რომ ახლა პოზიტიური პერიოდი მაქვს. თუმცა კვასხვაძეს მთელი გულით ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.

- რამდენად მისაღებია შენთვის სათადარიგო მეკარის სტატუსი?

- იმის მიუხედავად, რომ მოედანზე გასვლა არცთუ ხშირად მიწევს, თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვგრძნობ, თანაც, "ზესტაფონის" კაპიტანი ვარ და ეს დამატებით პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ამბიციურ კლუბში ვთამაშობ და არც მაქვს უფრო სუსტ გუნდში წასვლის სურვილი. უთამაშებლობას ყველა ფეხბურთელი განიცდის და წლების წინ სკამზე ჯდომა ჩემთვისაც ტრაგედია იყო, ახლა კი ვცდილობ, მოვლენებს ცივი გონებით შევხედო და მოთმინებით დაველოდო ჩემს შანსს.

მიხარია, რომ ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა "ზესტაფონს" განსაკუთრებით ვჭირდები და მაქვს იმის საშუალება, რომ გუნდისთვის თავი არ დავზოგო.

- მისაღებია თუ არა შენთვის "ტორპედოსთან" ასეთ ადრეულ ეტაპზე დაპირისპირება?

- ჩემი აზრით, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, უშუალო კონკურენტს ფინალში შეხვდები თუ მეოთხედფინალში. ადრე თუ გვიან ძლიერ გუნდს მაინც გადაეყრები და თუ ტიტულის მოგება გინდა, მას ყველგან უნდა აჯობო. ასე რომ, წილისყრის შედეგები მშვიდად მივიღეთ და "ტორპედოსთან" დაპირისპირებისთვის მშვიდადვე ვემზადებით.

- წესით, "ზესტაფონისთვის" ქუთაისში ფრეც არ უნდა იყოს ურიგო შედეგი.

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გვინდა, გოლი გავიტანოთ, რაც განმეორებითი მატჩისთვის კარგ ფორას მოგვცემს.

- ხომ არ გგონიათ, რომ "ტორპედო" "ზესტაფონის" წინააღმდეგ ისევე სუსტად ითამაშებს, როგორც თბილისში "დინამოსთან"?

- ჩემი აზრით, ეს გამორიცხულია, რადგან არ შეიძლება, ასეთ კარგ გუნდს ჩავარდნა დიდხანს გაუგრძელდეს. გარდა იმისა, რომ გია გეგუჩაძე მაღალი დონის სპეციალისტია, კარგი ფსიქოლოგიცაა და ტორპედოელებს საბრძოლოდ აუცილებლად განაწყობს.

- "ზესტაფონს" საკმაოდ მძიმე კალენდარი აქვს, რადგან "ტორპედოსთან" სათასო მატჩების შუალედში ჩემოპიონატში "დინამოს" მასპინძლობს. მზადაა "ზესტაფონი" ასეთი დაძაბული გრაფიკისთვის?

- ვფიქრობ, რომ მზად ვართ. უნდა შევძლოთ და ეს მნიშვნელოვანი ბრძოლები ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს