ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დღეს რურის დიდი დერბია - ვისიამოვნოთ!

დღეს რურის დიდი დერბია - ვისიამოვნოთ!

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: დორტმუნდში საფეხბურთო სპექტაკლი გარანტირებულია, "ბაიერნი" მაინცში ჩადის
გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტური დერბების ტურია. გუშინ რაინის კლასიკა იყო: „კიოლნმა“ „გლადბახს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. დღეს კიდევ ორი დერბია - ბუნდესლიგის მშვენება რურის დიდი დერბი და ჩრდილოური ჯახი „ჰანოვერსა“ და „ჰამბურგს“ შორის. მიუნხენის „ბაიერნი“ ხვალ, მაინცში ითამაშებს.

ომი დორტმუნდში

მიუნხენში გამარჯვების (1:0) შემდეგ, დორტმუნდელები ლიდერ „ბაიერნს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან და შესაბამისად, პირველ ადგილსაც უმიზნებენ. თუმცა იგივე უნდა ვთქვათ „შალკეზეც“ - გელზენკირხენული კლუბი „ბაიერნს“ სამი ქულით ჩამორჩება. ასე რომ, ისედაც უპრინციპულეს მატჩს ინტრიგას სატურნირო ცხრილში შექმნილი ვითარებაც მატებს.

დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და აქედან, ექვსი შეხვედრა სულაც მოიგეს. „შალკემ“ წინ ტურში „ნიურნბერგი“ 4:0 გაანაგდურა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგ ფორმაშია. „ხუმარების“ მთავარი იმედი დღეს კლაას-იან ჰუნტელაარია, რომელიც ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მარიო გომესს ჩამორჩება - ჰოლანდიელს 12 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდს“ „შალკესთან“ ბოლო ოთხი საშინაო მატჩიდან არცერთი არ მოუგია - „ვესტფალენშტადიონზე“ გამართული ამ ოთხი დერბიდან ორი ფრედ დამთავრდა, ორი კი „შალკემ“ მოიგო. იურგენ კლოპი დღეს ნამდვილად ვერ გამოიყენებს საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერს, რომელმაც „არსენალთან“ ტრავმა მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარიო გიოტცეს ასპარზობაც, რომელიც ასევე ლონდონში დაშავდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ლაიტნერი, კელი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ბაუმიოჰანი, რაული, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.

სარდაფის დერბი ნიურნბერგში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „შალკესთან“ განცდილი კრახის შემდეგ (0:4) „ნიურნბერგი“ უკვე ოფიციალურად ჩაერთო გადარჩენისთვის ბრძოლაში - აშკარაა, რომ ფრანკები ამ სეზონში ამაზე მაღალი მიზნისთვის ვეღარ იბრძოლებენ. რვამატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ნიურნბერგელები „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობენ - გუნდს, რომელმაც ერთი კვირის წინ „ლევერკუზენთან“ წააგო და ასევე ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

„ლაუტერნის“ მცველი დიკი „სარდაფის დერბიზე“ დაპატიჟებული არაა, რადგან ხუთი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.

გასავარდნ ზონაშია და ასევე გადარჩენისთვის იბრძვის „ფრაიბურგიც“, რომელიც დღეს „ჰოფენჰაიმს“ სტუმრობს. ბრაისგაუელებმა წინა ტურში რაიზინგერის დუბლის წყალობით „ჰერტასთან“ ქულა გადაარჩინეს (0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 2:2-ს მიაღწიეს), თუმცა „ფრაი“ „ჰანოვერთან“ და „ვოლფსბურგთან“ ერთად, გასვლით შეხვედრებში ყველაზე ცუდად გამოიყურება (მხოლოდ ოთხი ქულა). ამასთან, ფრაიბურგელთა დამრიგებელი მარკუს ზორგი კვლავ ვერ გამოიყენებს იან როზენტალს, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებული იყო და ისევ ტრავმა მიიღო.

„ჰოფენჰაიმისთვის“ ჰამბურგში განცდილი მარცხი (0:2) ზედიზედ მესამე მოუგებელი შეხვედრა გახლდათ, რის შემდეგაც ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდი ცხრილის იმ ნაწილში დამკვიდრდა, საიდანაც არც გავარდნის საფრთხე ემუქრებათ და ვერც ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლის პერსპექტივაზე იოცნებებს. სტანისლავსკი დისკალიფიცირებულ ანდრეას ბეკს ვერ გამოიყენებს. ედსონ ბრააფჰაიდის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

დებიუტანტ „აუგსბურგს“ დღეს „ვოლფსბურგთან“ რიგით მეშვიდე მცდელობა ექნება იმისა, რომ საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგის პირველი თამაში მოიგოს. შვაბებს საკუთარი პუბლიკის წინაშე აქამდე მხოლოდ სამი ქულა აქვთ მოპოვებული და ისიც ფრეებით. აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბურგი“ მიმდინარე სეზონში გასვლით შეხვედრებში ცუდად გამოიყურება - შვიდი შეხვედრიდან „მგლებმა“ სტუმრად მხოლოდ ოთხი ქულა მოიპოვეს. თუმცა ფელიქს მაგათის გუნდმა წინა ტურში „ჰანოვერი“ 4:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მგლები“ აუგსბურგში კარგ ხასიათზე მყოფები ჩადიან.

ელიტაში წელს აღზევდა (უფრო სწორად, დაბრუნდა) ბერლინის „ჰერტაც“, მაგრამ ლევან კობიაშვილის გუნდი „აუგსბურგისგან“ განსხვავებით, საკმაოდ კარგად გამოიყურება. მართალია, ბერლინელებმა წინა ტურში სამი ქულა ბოლო წუთზე დაკარგეს და მანამდე ბრემენშიც იგივე დაემართათ, მაგრამ საბოლოო ჯამში „ჰერტას“ თამაში და შედეგები სტაბილურად უნდა შეფასდეს. მარკუს ბაბელის სამწყსო ამჯერად „ლევერკუზენს“ მასპინძლობს. „ბაიერმა“ წინა ტურში „კაიზერსლაუტერნი“ დაამარცხა, მერე კი, ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის „ჩელსის“ მოუგო, რაც უდიდეს ტრიუმფად ჩაითვალა.

ჩრდილოური დუელი ჰანოვერში

დღეს საღამოს ტურის რიგით მესამე დერბი გაიმართება: „ჰანოვერი“ „ჰამბურგს“ მიიღებს. მირკო სლომკას ამბიციური შეგირდები სამი ტურია, მოუგებლად ასპარეზობენ. წინა ტურში, „ვოლფსბურგთან“ წაგებულ შეხვედრაში (1:4) დიდიე ია კონანი მოედნიდან გააძევეს და მასთან ერთად, დღეს „წითლებს“ ასევე დისკვალიფიცირების გამო შტინდლიც დააკლდება.

„ჰამბურგი“ კი აშკარად პროგრესის გზას ადგას - HSV-ს ექსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, წინა ტურში კი გუნდმა ტორსტენ ფინკის ხელში პირველი თამაში მოიგო (2:0 ჰოფენჰაიმთან). ეს „ჰამბურგისთვის“ პირველი საშინაო გამარჯვება იყო 246 დღის შემდეგ, რამაც „ჰამბურგს“ გასავარდნი ზონა დაატოვებინა.

გამოფხიზლდება ვერდერი?

ხვალ პირველი მატჩი „ვერდერისა“ და „შტუტგარტის“ საკმაოდ პრინციპული დაპირისპირებაა. ბრემენული კლუბი ვალდებულია, საკუთარ ქომაგებს წინა ტურში განცდილი სამარცხვინო წაგებისთვის (0:5 მიონხენგლადბახში) ბოდიში მოუხადოს, რაც, თუ კლაუდიო პისარო ვერ იასპარეზებს, ბრემენელებს ძალიან გაუჭირდებათ. შეძლებს თუ არა „ვერდერის“ გოლეადორი მოედანზე გასვლას, ეს დღეს საღამოს გაირკვევა. სამაგიეროდ, თომას შააფს გამოუჯანმრთელდა ნალდო - ბრაზილიელი მცველი, რომელიც „ვერდერს“ „გლადბახთან“ ძალიან აკლდა. „შტუტგარტმა“ წინა ტურში „აუგსბურგის“ დამარცხება შეძლო, რის შემდეგაც შვაბები „ვერდერს“ მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან.

შეუძლია მაინცს ბაიერნისთვის ფეხის დადება?

ტურის უკანასკნელი მატჩი კი მაინცში შედგება, სადაც „ბაიერნი“ ჩადის. მიუნხენელებმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ვილიარეალი“ 3:1 დაამარცხეს, რითაც არა მარტო მერვედფინალის საგზური გაინაღდეს ნაადრევად, არამედ თავიანთ ქომაგებს ბუნდესლიგის წინა ტურში, „დორტმუნდთან“ წაგებისთვისაც მოუბოდიშეს.

მართალია, რეკორდმაისტერმა „ბორუსიასთან“ წაგების მიუხედავად ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ სამაგიეროდ, მიუნხენური გრანდის აშკარად ფავორიტობაზე საუბარი კი შეწყდა. „ბაიერნის“ თავკაცი იუპ ჰაინკესი კვლავ ვერ გამოიყენებს ბასტიან შვაინშტაიგერს (ტრავმა) და ანატოლი ტიმოშჩუკს (დისკვალიფიკაცია).

„მაინცში“ კი ოიგენ პოლანსკია დისკვალიფიცირებული. აქვე გაგახსენებთ, რომ „მაინცს“ წინა ტურში არ უთამაშია - გეხსომებათ, „კიოლნისა“ და „მაინცის“ მატჩი ერთი კვირის წინ მსაჯ ბაბაკ რაფატის გამო გადაიდო, რომელმაც თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოკვლა სცადა...

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური

გუშინ

კიოლნი-ბორუსია (მ) 0:3

დღეს

ბორუსია (დ)-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოხი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი - ფერმანი, ჰუგლანდი, ჰიოვედესი, ყენია, კლუგე, ფარფანი

ნიურნბერგი-კაიზერსლაუტერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: დიკი (კაიზერსლაუტერნი)

ტრავმა: ნილსონი, პინოლა, მენდლერი, ბუნიაკუ - შიმუნეკი

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ბეკი (ჰოფენჰაიმი)

ტრავმა: ბრააფჰაიდი, გულდე, იბერტსბერგერი, იაისლე - ბართი, მუიჯა, როზენტალი, ბიკელი

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: იორლი - ჰელმესი

ტრავმა: ბელინგჰაუზენი, დე იონგი, მიორლე, ბა, მ. ნდიენგი, ნებელი - ჰიტცლშპერგერი

ჰერტა-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ადლერი, ბალიტში, ბარნეტა, ბელარაბი, რენატო (ყველა ლევერკუზენი)

ჰანოვერი-ჰამბურგი 21:30

დისკვალიფიკაცია: შტინდლი, ია კონანი - რაიკოვიჩი

ტრავმა: მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი - არსლანი, კასტელენი, სალა, პეტრიჩი

ხვალ

ვერდერი-შტუტგარტი 18:30

დისკვალიფიკაცია: სოკრატისი (ვერდერი)

ტრავმა: ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ავდიჩი - ჩელოცი, დელპიერი, აუდელი

მაინცი-ბაიერნი 20:30

დისკვალიფიკაცია: პოლანსკი - ტიმოშჩუკი

ტრავმა: ნოვესკი, რისსე, სალაი - ბრენო, შვაინშტაიგერი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (მ) 14 9 2 3 23-9 29

2, ბაიერნი 13 9 1 3 32-5 28

3. ბორუსია (დ) 13 8 2 3 27-9 26

4. შალკე 13 8 1 4 28-18 25

5. ვერდერი 13 7 2 4 23-21 23

6. შტუტგარტი 13 6 3 4 20-13 21

7. ლევერკუზენი 13 6 3 4 17-16 21

8. ჰანოვერი 13 5 4 4 17-21 19

9. ჰოფენჰაიმი 13 5 2 6 15-15 17

10. ჰერტა 13 4 5 4 18-19 17

11. ვოლფსბურგი 13 5 1 7 19-26 16

12. კიოლნი 13 5 1 7 20-26 16

13. კაიზერსლაუტ. 13 3 4 6 10-17 13

14. ჰამბურგი 13 3 4 6 17-25 13

15. მაინცი 12 3 3 6 16-23 12

16. ნიურნბერგი 13 3 3 7 13-24 12

17. ფრაიბურგი 13 3 2 8 18-29 11

18. აუგსბურგი 13 1 5 7 10-24 8

ბომბარდირები

13 - გომესი (ბაიერნი); 12 - ჰუნტელაარი (შალკე); 11 - პისარო (ვერდერი); 10 - როისი (ბორუსია მ); 9 - პოდოლსკი (კიოლნი); 8 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა